მაკედონიის ჩემპიონატი დაასრულა სახელბურთო კლუბმა სტრუგამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე - გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია თამაშობენ. 3 ივნისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას იწყებს IHF ერთა ჩემპიონატის წინ.

პირველ ეტაპზე სტრუგამ, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტი იყო,  მეექვსე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ჯგუფში ვერ მოხვდა. პირველ ოთხეულს დაემატა ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი, ჩემპიონი კი, ტრადიციულად, ვარდარი გახდა. სტრუგამ ბრძოლა გააგრძელა 7-12 ადგილებისთვის, ამ ტურნირში ათიდან 9 მატჩი მოიგო, მხოლოდ ოჰრიდის კლუბს ჩამორჩა და საბოლოოოდ მერვე ადგილი დაიკავა.

გვესაუბრება გიორგი დიხამინჯია, რომელიც რეგულარული სეზონის შემდეგ ჟურნალისტთა, მწვრთნელთა და გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა შუამარბად დაასახელეს,

- სტრუგაში სამივეს კარგი სეზონი გვქონდა. არაერთხელ დაგვასახელეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თუმცა, ჯერ არ ვიცით, აქ გავაგრძელებთ კარიერას თუ არა. მე ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და სანაკრებო ტურნირის შემდეგ გერმანიაში ვაპირებ სინჯებზე წასვლას.

კონტრაქტი დაუსრულდა რეზო ჭანტურიასაც, რომელიც მეორე წრეში, პელისტერიდან შემოგვიერთდა. რეზო მომავალში მწვრთნელობას აპირებს - შარშან მან პირველი კატეგორიის ლიცენზია მიიღო, წლეულს კი უკვე მეორე დონეზე სწავლობდა. არ ვიცი, დარჩება სტრუგაში თუ არა.

ლექსო წითელიშვილს კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი, მაგრამ აქვს შემოთავაზებები ოჰრიდიდან და ასევე სხვა ქვეყნის ორი კლუბიდან. სამწუხაროდ სეზონი მან ტრავმით დაასრულა - საზარდული აწუხებს და 8-16 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში ალბათ ვერ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ნაკრების ახალ მწვრთნელს, სერბ ნიკოლა მაქსიმოვიჩს, მასთან აქამდე ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ დანიშვნის შემდეგ ტელეფონით სათითაოდ გვესაუბრა ნაკრების ყველა წევრს, გაგვაცნო თავისი სახელბურთო ხედვა და გეგმები. ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ, მით უფრო, რომ ეს ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპიცაა.

მაკედონიის სუპერლიგა. მეორე ეტაპი. 7-12 ადგილები. საბოლოო, 20/20 ტურის შემდეგ. 7. ოჰრიდი 54 ქულა – 8. სტრუგა 52 – 9. ვარდარ ჯუნიორი 30 - 10. რადოვიში 27 –- 11. პრილეპი 16 –– 12. ბორეცი 0

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal