facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

უახლოეს ტურნირზე, IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს, საქართველოს ხელბურთის ნაკრებს უხელმძღვანელებს სერბი მწვრთნელი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი. 

მაქსიმოვიჩი 40 წლისაა. ხელბურთელი კარიერის დიდი ნაწილი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში გაატარა, მწვრთნელობა კი ასაკობრივი გუნდებიდან დაიწყო - მუშაობდა სერბეთის 18 და 20-წლამდელთა, ასევე ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს დააფუძნა ახალი კლუბი, ნოვი ბელგრადი, რომელმც წარმატებით გაიარა გზა სერბეთის პირველ ლიგამდე. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ ავივის მაკაბიში მუშაობს - ჯერ ცნობილი სპეციალისტის, დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ კი კაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო 4 სეზონში კლუბმა ერთხელ მოიპოვა ისრაელის ჩემპიონობა და კიდევ ორჯერ ითამაშა ფინალში.

მაქსიმოვიჩი თბილისში 2 ივნისს ჩამოვა, 3 ივნისიდან კი საქართველოს ნაკრებთან საწვრთნელ პროცესს  დაიწყებს. ის უკვე გაეცნო როგორც მომავალი მეტოქეების, ასევე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან:  ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია. მეორე ჯგუფში არიან: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი.  ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულის ვინაობის გარდა, ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხიც: ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი  ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ნიკოლა მაქსიმოვიჩთან:

- ბატონო მაქსიმოვიჩ, როგორი იქნება თქვენი მიზანი მომავალ ტურნირზე?

- როგორც მასპინძელი გუნდისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი პატივია საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში და ვფიქრობ, მათი მხარდაჭერა დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში - მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლას, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, როგორი შანსები გვექნება?

- კარგი შანსები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, მაგრამ ამას სწორედაც ჩვენს უპირატესობად განვიხილავ, რადგანაც ყველა თამაშს საუკეთესოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია ამ ტურნირისთვის და ყველა თამაშში მაქსიმუმს გაიღებს!

- როგორი იქნება ტურნირითვის მოსამზადებელი პერიოდი?

- დრო ცოტაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მე საფუძვლიანი ინფორმაცია შევაგროვე მოწინააღმდეგე გუნდებზე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელების მატჩებსაც კარგად გავეცანი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კარგად იქნება ინფორმირებული მეტოქეებზე და თავიდანვე მკაფიოდ ჩამოვუყალიბებ ჩემს მოთხოვნებს და სათამაშო იდეებს, რათა ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პროცესმა რაც შეიძლება ნაყოფიერად ჩაიაროს.

- თქვენი აზრით, რომელ გუნდს ექნება ტურნირის მოგების მეტი შანსი?

- ჩემი აზრით, ასეთი რამდენიმე გუნდი იქნება. ნიგერია, კუბა, აშშ, საქართველო, ჩინეთი და ბულგარეთი... გამარჯვებული ამათ შორის უნდა იყოს.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო - ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო - მალტა,

10 ივნისი: საქართველო - ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო - აშშ,

13 ივნისი: საქართველო - ბულგარეთი

2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის

ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal