Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო შვიდეულები

საქართველოს ჩემპიონატის ფინალების შემდეგ ხელბურთის ფედერაციამ დაასახელა ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგის საუკეთესო შვიდეულები პოზიციების მიხედვით. დაჯილდოვდნენ საუკეთესო ბომბარდირებიც. 

კაცთა შვიდეულში სამი მოთამაშე მოხვდა ჩემპიონის, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები შემადგენლობიდან, თითო წარმომაგდენელი ჰყავთ პეგასს, თელავის იმედს, ქუთაისსა და გორს.

ორი პირადი ჯილდო მოიგო თბილისის პეგასის 17 წლის მოთამაშემ, ნიკოლოზ კალანდაძემ - ის გახდა საუკეთესო გამთამაშებელი და საუკეთესო ბომბარდირი 23 მატჩში გატანილი 198 გოლით. ბომბარდირთა სიაში მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: გიორგი ახალბედაშვილი (გორი, 193), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი, 192) და დავით ყორიაული (თელავი, 192).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

საუკეთესო შვიდეული, კაცები

GK ზურაბ ცინცაძე, იმედი-სტუ თელავი

LW ხაზეინ რუსტამოვი, ქუთაისი

LB ზურაბ სიმონია, BSB ბათუმი

CB ნიკოლოზ კალანდაძე, პეგასი

RB რატი მსხვილიძე, BSB ბათუმი

RW გიორგი ახალბედაშვილი, გორი

P გიგა კოხრეიძე, BSB ბათუმი

ქალებში საუკეთესო ბომბარდირი გახდა  ყვარლელი თინათინ ქიტესაშვილი (9 მატჩი, 105) გოლი.  შემდეგ მოდიან ანა ჩხაიძე (ქარიშხალა, 103), ნენო ჯგერენაია (ფოთი, 91) და ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი, 86).  

ქალთა სიმბოლურ შვიდეულში 2-2 ადგილი ერგოთ საქართველოს ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძსა და ვერცხლი პრიზიორ ქარიშხალა, თითო - ყვარელს, სამტრედიასა და თბილისის პეგასს.

საუკეთესო შვიდეული, ქალები

GK ქრისტინე ჯავახია, ფოთი

LW ანა ჩხაიძე, ქარიშხალა

LB თამარ ბურკაძე, სამტრედია

CB ნენო ჯგერენაია, ფოთი

RB ქეთევან ცინცაძე, ქარიშხალა

RW მარიამ თავღორიშვილი, ყვარელი

P ნინო საბაშვილი, პეგასი