News Calendar

September 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 35-25 დაამარცხა თბილისის პეგასი და 2016 და 2018 წლის შემდეგ ტიტული მესამედ მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა თელავის იმედი-სტუ, რომელმაც დაამარცხა ქუთაისი, 31-30. 

ფინალი ვერ გამოვიდა ისეთი დრამატული, როგორც წინადღის ნახევარფინალი ქუთაისსა და პეგასს შორის ან როგორც შარშანდელი ფინალი, ბათუმი-ქუთაისი. მიზეზი მარტივი იყო - ბათუმელთა უპირატესობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში იგრძნობოდა. მერაბ ჭანტურიას და მამუკა მჟავანაძის გუნდი იყო ყველაზე გამოცდილი, ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობისა და ყველაზე „გრძელი სკამის“ მქონე და 23 თამაშიდან 21 მოიგო.

თუმცა, პეგასისა და ბათუმის ბალანსი ამ სეზონში 2-2 იყო. პეგასმა მოიგო საქართველოს თასის ფინალი სექტემბერში, ხოლო ჩემპიონატში უპირატესობა ბათუმელებს ჰქონდათ - 2-1. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ თამაში გამოვიდა უკიდურესად ხისტი და უკომპრომისო - მას შემდეგაც კი, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ეს მეორე ტაიმის პირველ ნაწილშივე მოხდა. ბრძოლა ბოლო წუთამდე უმძაფრესი იყო. ბათუმს დაუგროვდა 9 ორწუთიანი გაძევება, პეგასს - 12, ხოლო ორივე გუნდის მწვრთნელმა თამაში წითელი ბარათით დატოვა. 

თანაბარი ბრძოლა იყო მხოლოდ საწყის 20 წუთში. პეგასის ლიდერი, ნიკოლოზ კალანდაძე, რა თქმა უნდა, პერსონალურად იყო აყვანილი, და, რა თქმა უნდა, მან მაინც ბევრი გაიტანა, 12 გოლი. მაგრამ, ის ფაქტობრივად მარტო იბრძოდა - ზარნაძემ მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყო გოლების გატანა, ჩვეულად შედეგიანი ვერ იყო კუხალაშვილი, ხოლო გრიშიკაშვილი ხაზზე მჭიდროდ ჰყავდათ აყვანილი.

ამის მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ბათუმელთა დაცვა ლევან ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, რატი მსხვილიძით ცენტრში და ორი საიმედო მეკარით. დევკაცმა რატიმ სეზონში ალბათ პირველად ითამაშა მთელი ძალით და ექვსი დარტყმიდან 5 გოლი შეაგდო, ჩვეულად შედეგიანები იყვნენ სიმონია, ორივე გარემარბი გოგოლაძე და აბრამიშვილი, ხაზის მოთამაშე კოხრეიძე, შეტევას კი უძღვებოდა ძალიან გამოცდილი აკაკი ტალახაძე.

პირველი ტაიმის მე-20 წუთისთვის პეგასმა ზედიზედ მიიღო რამდენიმე ორწუთიანი და ბათუმმა სწორედ აქ დაიწყო უპირატესობის დაგროვება, ტაიმი 14-9 მოიგო და შესვენების შემდეგ სხვაობა გაზარდა.

პეგასი ფინალურ ოთხეულში მეორედ იყო, ფინალში პირველად გავიდა და ჩემპიონატის მედლები პირველად მოიპოვა, რაც ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ახალგაზრდული გუნდისთვის უდაოდ დიდი წარმატებაა, მით უფრო, რომ გუნდს ტრავმის გამო მთელის სეზონის განმავლობაში აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, ლაპიაშვილი. უმაღლეს ლიგაში თამაშის 6 სეზონის განმავლობაში კლუბი ქართული ხელბურთის ერთ-ერთ ნაყოფიერ კერად იქცა, ასაკობრივ ნაკრებებს გაუზარდა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრები, ცხოვრებაძე და დიხამინჯია ევროპულ კლუბებშიც მიავლინა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისი რამდენერმე დაწინაურდა 4 ბურთით თელავი სტუ-იმედთან, მაგრამ თელაველები ყოველთვის ათნაბრებდნენ ანგარიშს და ბოლოში ერთი ბურთითაც მოიგეს, 31-30.

ამით 2018-19 წლების საშინაო სეზონი, რომელიც სამი ასაკობრივი კატეგორიისა და ორი სქესის 7 ტურნირისგან შედგებოდა, დასრულდა. ახლა გველის დაძაბული სამთვიანი სანაკრებო პერიოდი, რომლის პირველი შეჯიბრებაა IHF ერთა ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში, 8-16 ივნისს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.  კაცები უმაღლესი ლიგა

23 მაისი, თბილისის სპორტის სასახლე. ფინალები

ფინალი. BSB ბათუმი - პეგასი 35-25

ბათ: ტორონჯაძე (9 მოგერიება), ხანდოლიშვილი (4), ვარშალომიძე - გოგოლაძე 8, სიმონია 6, მსხვილიძე 5, კოხრეიძე 4, ტალახაძე 4, აბრამიშვილი 4, სურმავა 3, თევზაძე 1, ბერძენიშვილი, ტიელიძე, წივწივაძე, მჟავანაძე, სტოლბოვი - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

პეგ: დიხამინჯია (6), გორგოძიანი - კალანდაძე 12, ზარნაძე 7, ჟვანია 2, გრიშიკაშვილი 1, კუხალაშვილი 1, ქათამაძე 1, შუბითიძე 1, ბაძაღუა, გვაზავა, ლაპიაშვილი, პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

მსაჯები: რ. ლოშაკი - ა. შაიბაკოვი (უკრ)

3 ადგილისთვის. იმედი-სტუ თელავი - ქუთაისი 31-30

თელ: ცინცაძე (17), ხიდეშელი - ყორიაული 10, გოგალაძე 6, ცისკარიშვილი 4, იობაშვილი 4, მიქავა 4, დოლმაზაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, კორსანტია, დანელიშვილი, გავაშელიშვილი - მწვ. კეკელიძე, მეტრეველი, ორჯონიკიძე

ქუთ: მაისურაძე (3), ანდრიაძე (11), გულეიშვილი - ფერაძე 6, ხაჟომია 6, სტურუა 5, მერკვილაძე 5, რუსტამოვი 4, ჯუღელი 2, ლ. იმნაძე 1, ბულბულაშვილი 1, კობახიძე, ჯ. იმნაძე,  ლომიძე - მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

2018-19 სეზონის ყველა პრიზიორი

კაცები, უმაღლესი ლიგა. 1. BSB ბათუმი 2. პეგასი 3. იმედი-სტუ თელავი

კაცები, საქართველოს თასის ფინალი. პეგასი - ბათუმი 30-29

ქალები, უმაღლესი ლიგა. 1. ფოთი 2. ქარიშხალა 3. ყვარელი

ჭაბუკები, 17წ. 1. პეგასი 2. სამტრედია 3. აჭარა

            დასავლეთის ლიგა. 1. აჭარა 2. სამტრედია 3,. ბათუმი

            აღმოსავლეთის ლიგა. 1. პეგასი 2. ყვარელი 3. ქარიშხალა     

გოგონები 17წ. 1. ფოთი 2. აჭარა 3. ქარიშხალა

ჭაბუკები, 15წ. 1. აჭარა 2. პეგასი 3. ფოთი

გოგონები, 15წ. 1. ყვარელი 2. სამტრედია 3. მამული

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal