News Calendar

September 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები ქალთა და კაცთა შორის. კაცების ფინალში 23 მაისს ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თბილისის პეგასი, ქალებში - ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის ქარიშხალა. 

ყველაზე დრამატული მატჩი პეგასსა და ქუთაისს შორის გაიმართა. პეგასმა 30-29 მოიგო, ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა დიხამინჯიამ, რომელმაც ამ თამაშში ოთხი შვიდმეტრიანი მოიგერია.

პეგასი თავიდანვე დაწინაურდა და პირველი ტაიმში 8 ბურთითაც იგებდა (13-5). თბილისელთა ორი მოთამაშე, კალანდაძე და ზარნაძე მეტოქემ პერსონალურად აიყვანა, თუმცა, ორივემ ჯამში მაინც გაიტანა 17 გოლი, მათ მხარი აუბეს კუხალაშვილმა და პეგასის ერთადერთმა ვეტერანმა, გრიშიკაშვილმა.

ქუთაისის გამთამაშებელს, გამზარდიას ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, ამიტომაც გუნდს მხოლოდ პერიოდულად, მცირე ხნით ეხმარებოდა. ქუთაისს გაუძღვნენ სტურუა (11 დარტყმიდან 9 გოლი) და რუსტამოვი (ათიდან - რვა), მერე ტაიმში კარგად შემოვიდა 18 წლის ჯემალ იმნაძე და გუნდმა 6 ბურთით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (11-17) დევნა წამოიწყო. დასრულებამდე 13 წუთით ადრე რუსტამოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ამის შემდეგ თამაში 1-2 ბურთის ფარგალში იყო, სანამ არ დადგა ბოლო წუთი, როდესაც ქუთაისს პირველად მიეცა გათანაბრების შანსი - დიხამინჯიამ შვიდმეტრიანი მოიგერია და პეგასმა 30-29 მოიგო.  

მეორე ნახევარფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებული BSB ბათუმი ფავორიტი იყო თელავის სტუ-იმედთან, მაგრამ ტაიმის ბოლოს იმედის მეკარე ცინცაძეს 12 მოგერიება ჰქონდა, ანგარიში კი თანაბარი იყო. ბათუმმა უპირატესობა მხოლოდ მეორე ნახევარში მოიპოვა, საუკეთესო კი იყო უკანახაზელი სიმონია - 8 გოლი 13 მცდელობიდან.

ქალთა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ყვარელმა შვიდივე მატჩი მოიგო, თუმცა, ნახევარფინალში დამარცხდა ფოთთან. ფოთელებმა პირველ ოც წუთში მოიპოვეს საგრძნობი უპირატესობა: როდესაც ანგარიში 14-7 გახდა. მათ უპირატესობა გუნდურ თამაშში ჰქონდათ და ლიდერ ჯგერენაიას (11 გოლი) კარგად წაეხმარნენ ბჟალავა (11) გოგია (7), სურგულაძე (5) და მეკარე ჯავახია, ხოლო ყვარლის გოლების თითქმის ორი მესამედი ორი მოთამაშის, ქიტესაშვილის და თეთრაშვილის (10-10) ანგარიშზე იყო. ოქროს ვერძმა 35-31 მოიგო, მეორე ნახევარფინალში კი ქარიშხალამ იოლად, 36-24 დაამარცხა სამტრედია.

ხვალ, 12 საათიდან ჯერ ქალთა და კაცთა ბრინჯაოს ფინალებია, 16 საათზე ქარიშხალა შარშან მოპოვებულ ტიტულს ფოთელებთან დაიცავს, ხოლო 18 საათიდან იგივეს შეეცდება ბათუმი პეგასის წინააღმდეგ.

ბათუმსა და პეგასს ამ სეზონში მეორე სატიტულო მატჩი აქვთ: საქართველოს თასის ფინალში, 27 სექტემბერს, პეგასმა 30-29 გაიმარვა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ფინალური ოთხეულები  

კაცები უმაღლესი ლიგა

ნახევარფინალი, 22 მაისი, სპორტის სასახლე

BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი 27-22

ბათ: ტორონჯაძე (6 მოგერიება), ხანდოლიშვილი (5) - სიმონია 8, გოგოლაძე 4, მსხვილიძე 4, კოხრეიძე 4, ტალახაძე 3, აბრამიშვილი 2, ტიელიძე 1, თევზაძე 1, ბერძენიშვილი წივწივაძე, სურმავა (ვარშალომიძე - მჟავანაძე, სტოლბოვი) - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

თელ: ცინცაძე (17) - ყორიაული 7, გოგალაძე 6, ცისკარიშვილი 3, დოლმაზაშვილი 3, მიქავა 2, ბაინაზიშვილი 1, იობაშვილი, კორსანტია, გავაშელიშვილი (ხიდეშელი - ბერაძე, დანელიშვილი) - მწვ. კეკელიძე, მეტრეველი, ორჯონიკიძე

მსაჯები: რ. ლოშაკი - ა. შაიბაკოვი (უკრ)

ქუთაისი - პეგასი 29-30

ქუთ: ანდრიაძე (7), მაისურაძე (6), გულეიშვილი (1) - სტურუა 9, რუსტამოვი 8, ფერაძე 4, ჯ. იმნაძე 3, მერკვილაძე 2, ხაჟომია 1, გამზარდია 1, ბულბულაშვილი 1, კობახიძე, ჯუღელი (ლომიძე,  ლ. იმნაძე) - მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი

პეგ: დიხამინჯია (11) - კალანდაძე 10, ზარნაძე 7, გრიშიკაშვილი 6, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 1, ქათამაძე, გვაზავა, ლაპიაშვილი, შუბითიძე (გორგოძიანი - პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, ჟვანია) - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

მსაჯები: რ. ლოშაკი - ა. შაიბაკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

ქალები, უმაღლესი ლიგა

ნახევარფინალი, 22 მაისი, სპორტის სასახლე

ყვარელი - ოქროს ვერძი ფოთი 31-35

ყვ: ამონაშვილი (7) - ქიტესაშვილი 10, თეთრაშვილი 10, მიხელიძე 3, მ. ტეტოშვილი 3, ფუღიაშვილი 3, სურამლიშვილი 2, აფციაური, სმოიანი (კოკორაშვილი, თავღორიშვილი, დ. ტეტოშვილი) - მწვ. ხარებაშვილი, ღონიშაშვილი

ფოთ: ჯავახია (13), ფიფია (2) - ჯგერენაია 12, ბჟალავა 11, გოგია 7, სურგულაძე 5, კუპრიევა, რურუა, კობახია, გვათუა, ბაირამიდი - მწვ. ჟვანია, გეფერიძე, ჭანტურია

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

ქარიშხალა - სამტრედია 36-24

ქარ: არაბაჯევი (25) - ა. ჩხაიძე 13, ქ. ცინცაძე 8, მ. ცინცაძე 7, ხმელაძე 3, ციცქიშვილი 3, ი. ჩხაიძე 2, კირვალიძე (ჩხეტიანი - თათარაშვილი, ბიძინაშვილი, კაკაბაძე, კვეკვესკირი, რაზმაძე, ქარჩავა) - მწვ. ციცქიშვილი 

სამ: კოპალეიშვილი (23) - ცირეკიძე 8, ბურკაძე 6, ესაკია 5, ტყეშელაშვილი 2, ჩხაიძე 2, ფოცხვერია 1,  რუსია, კარტოზია, ჩოგოვაძე - მწვ. ხონელიძე, ხელისუფალი

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

23 მაისი, ფინალი

12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის. ყვარელი - სამტრედია

14:00 კაცები, მესამე ადგილისთვის. იმედი-სტუ თელავი - ქუთაისი

16:00 ქალები, ფინალი. ფოთი - ქარიშხალა

18:00 კაცები, ფინალი.  BSB ბათუმი - პეგასი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal