News Calendar

July 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მალტაში მასპინძელთა დამარცხებით დაიწყო, 48-21. კვიპროსმა დაამარცხა აზერბაიჯანი - 25-17. ხვალ ვეთამაშებით აზერბაიჯანს, ზეგ - კვიპროსს. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

თამაში: www.facebook.com/MaltaHandballQualifiers/videos/2133441913636538/

ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო - თევზაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. ამ შვიდეულმა 15 წუთი ითამაშა და ეს მონაკვეთი 17-3 მოიგო. თითქოს უცნაურია, მაგრამ ამ შემტევი ექვსეულიდან გოლი მხოლოდ გუნდის ლიდერს, ჩიქოვანს არ ჰქონდა გატანილი - ირაკლის კარში არც დაურტყამს, ის ძირითადად პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. რამდენიმე პოზიციური შეტევისა შემდეგ ჩვენი გუნდი ძირითადად სწრაფ შეტევებში აღწევდა მიზანს, რადგანაც მალტა შეტევაში ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა.

მე-15 წუთზე მოედანზე გამოვიდა დებიუტანტი ირაკლი გოგოლაძე, რომელმაც უმალ გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში ნაკრებში. შემდეგ, შესვენებამდე მოედანზე ამ მიმდევრობით გამოვიდნენ კბილაშვილი, მაისურაძე, იმნაძე, წითელიშვილი და დიხამინჯია. ტაიმი 29-9 მოვიგეთ, ყველაზე მეტი, 7 გოლი კი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე იყო.

მეორე ტაიმი სხვა შვიდეულმა დაიწყო: ტორონჯაძე, იმნაძე, წითელიშვილი, კბილაშვილი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მაისურაძე. თავიდან სხვაობა გაიზარდა. კბილაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში 33-10 გახდა, მაგრამ მალტა 5-1 დაცვაზე გადავიდა, ჩვენებს ერთი პირობა თამაში აერიათ და მოხდა თითქმის წარმოუდგენელი რამ - მასპინძლებმა ზედიზედ გაიტანეს 5 გოლი - 33-15, მე-40 წუთზე.

ჯორჯე რაშიჩმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. თამაშში ნელ-ნელა დაბრუნდნენ ორჯონიკიძე, ჭანტურია, აბრამიშვილი, ჩიქოვანი. რა თქმა უნდა, სხვაობამ ისევ იწყო ზრდა. კბილაშვილმა ოცბურთიანი სხვაობა მალე აღდგინა (37-17), სადებიუტო გოლები გაიტანა 17 წლის ჯემალ იმნაძემ, მოედანზე გამოვიდა ნაკრების უხუცესი სერგო დათუკაშვილიც, რომელიც ერთი-ორჯერ შეტევაშიც გაუძღვა გუნდს და მხოლოდ რატი მსხვილიძეს არ უთამაშია.

ცხადია, იყო მცირედი ხარვეზებიც. ხუთწუთიანი ჩავარდნაზე უკვე ვთქვით; ჩვენს არცერთ ხაზის მოთამაშეს თავის პოზიციაზე ბურთი კარში დასარტყმელად არ მიუღია, თუმცა ამის საჭიროება დიდად არც ყოფილა უამრავი სწრაფი შეტევისა და იმის გამო, რომ ჩვენი უკანა ხაზი შედეგიანად უტევდა; მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე ზომაზე მეტი წუნი ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას.

53-ე წუთისთვის მოედანზე დამწყები ექვსეული იყო. სულ ბოლოს დიხამინჯიამ მარჯვენა კუთხეში დაიკავა ადგილი და აქ ბევრად უფრო ეფექტური იყო - ზედიზედ გაიტანა 2 გოლი. საბოლოოდ, მეორე ტაიმიც უპრობლემოდ მოვიგეთ - 19-12, ჯამში კი 48-21, რითაც დიდად გაიხარა კოტონერას დარბაზში მყოფმა მყოფმა რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა, მოგების აღსანიშნავად სურათიც გადაიღო და ჩვენც გაგვიზიარა.

საბოლოოდ, თამაშმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრები მართლაც არის ტურნირის მთავარი ფავორიტი. მეორე მატჩში აზერბაიჯანი კარგახანს უძალიანდებოდა კვიპროსს, ერთხანს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ტაიმი 10-13 წააგო და მეორეში გატყდა - 17-25.

ხვალ, 19 საათზე ვეთამაშებით აზერბაიჯანის გუნდს. მატჩის პირდაპირი სტრიმის ბმული დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაიდება აქ: www.facebook.com/GEONHF/.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე რაუნდში, პლეიოფში გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი, მალტაში: საქართველო 2, კვიპროსი 2, აზერბაიჯანი 0, მალტა 0

კოსპიკვა. კოტონერას სპორტკომპლექსი. 11 იანვარი

კვიპროსი - აზერბაიჯანი 25-17

კვი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ - არგირუ 7, ნიკიფორუ 4, პარასკევა 4, ხრისტოდულუ 3, ხრისანტუ 2, კოსტა 2, ფოტიუ 1, პრუნძოსი 1, გ. სტილიანუ 1, კოსტანტინუ, გეორგიუ, იოანუ, კიპრიანუ, სოფოკლეუსი - მწვ. აპოტოლოსი

აზე: გაფაროვი, სკრებცოვი - ასქეროვი 3, ნაზარალიევი 3, ე. აიდამიროვი 2, ჰ. აიდამიროვი 2, ისმაილოვი 2, ი. სლემანოვი 2, მამადოვი 1, სალიმოვი 1, რ. სლემანოვი 1, აზიზოვი, სერგუნინი, ვალიევი - მწვ. ფარაჯოვი

მსაჯები: დანიელო ბოჟინოვსკი, ვიქტორ ნაჩევსკი (მაკედონია)

საქართველო - მალტა 48-21

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე - მწვ. რაშიჩი

მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი - დი პილატო 5, ბორგი 4, ფენეჩი 2, მაკქლინი 2, ფ. მიფსუდი 2, გარგანო 2, რიცო 2, ნაუდი 1, მელი 1, ბალდაკინო, მაგრო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა - მწვ. ატარდი

მსაჯები: იან კარმოს, ჟულიენ მიურშ (საფრანგეთი)

დელეგატები: სტეფან პარტემიან (საბერძნეთი), ლარს ბერნდტსონ (შვედეთი)

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა,

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 2, ბულგარეთი 2, ბრიტანეთი 0, ირლანდია 0

11 იანვარი. ბრიტანეთი - ბულგარეთი 20-24, ლუქსემბურგი - ირლანდია 35-18

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





Our partners: