News Calendar

July 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

რატი მსხვილიძე ახლა უკლუბოდაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ემზადება მალტის შესარჩევი ტურნირისთვის. 2007 წლის 3 იანვრიდან, როდესაც პირველად ითამაშა ეროვნულ გუნდში, სულ 28 ოფიციალურ მატჩში გატანილი 112 გოლი დაუგროვდა. აქედან 42 შეაგდო 2013-14 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში, ლიტვის, თურქეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, 11 ბურთი კი ერთ თამაშში გაუტანა თურქეთს. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მაშინაც ჯორჯე რაშიჩი იყო... 

- ჯორჯე, რა თქმა უნდა, სერიოზული მწვრთნელია და მაშინ 3 ძალიან კარგი თამაში მოვიგეთ სპორტის სასხლეში. ის კარგადაც დაგმუხტავს მატჩის წინ, თამაშის ზუსტ მონახაზსაც გააკეთებს, პერსონალურ დავალებასაც მოგცემს და შემადგენლობის ტრიალიც კარგი იცის. 2013-14 წლების იმ გუნდის ლიდერებიდან მარტო ვოვა რუსია გვაკლია, თუმცა, არის ახალგაზრდების ძალიან კარგი თაობა - ამიტომაც მალტაშიც სამ მოგებას ვგეგმავთ და პლეიოფშიც გვექნება კარგი შანსები.

- საკლუბო კარიერაში რამე სიახლე ხომ არ იგეგმება? 

- მაკედონიის რაბოტნიკიდან წამოსვლის  შემდეგ  უგუნდოდ ვარ - მაკედონიის ჩემპიონატში შარშან მესამე ადგილი დავიკავეთ.  ახლახან დამირეკა აგენტმა - რუსეთის სუპერლიგის ვარიანტია. კრასნოდარის გუნდია, მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ჯერ ნაკრების თამაშებია და ამის დრო არა მაქვს. დამთავრდება მალტის ტურნირი და განვიხილავ.

- რატი, შენი სიმაღლის, 207 სანტიმეტრიანი ცაცია შუამარბი ხელბურთში დიდი იშვიათობაა. უნგრელი ნადი ან ხორვატი კოპლიარი შეიძლება გავიხსენოთ. თავის დროზე ძალიან სერიოზულ საკლუბო კარიერას გიწინასწარმეტყველებდნენ...

- ისლანდიის სტიარნანში რომ წავედი პირველად, 20 წლის ვიყავი. როლანდ ერაძე იქ იყო და მეხმარებოდა, მაგრამ სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი, იქაური ენაც ძალიან რთული იყო. მერე სეზონნახევარი ვიყავი სერბეთის მეტალოპლასტიკაში, რომელსაც ფინანსური საქმეები აერია. ხორვატიის ნექსესგან მქონდა წინადადება, მაგრამ მაგრამ სერბებმა უარი უთხრეს.

ჩემი მთავარი პრობლემა ტრავმები იყო. სამი რთული ოპერაცია მაქვს გადატანილი - მუხლის, მხრის და მყესის. ჩემი სიმაღლის კაცისთვისაც კი მძიმე ვარ - მინიმუმ 120 კილოგრამი უნდა ვიყო, რომ ვითამაშო, ისე ჯანზე ვერ ვიქნები. მსხვილი ძვალი მაქვს და ბუნებრივად ასეა. ეს 120 კილო კი ძალიან დიდი დატვირთვაა სახრებისთვის, მყესებისთვის. ამის გარდა, შეიძლება მეც რამე დავაკელი - სადღაც ვიზარმაცე ან ნაკლებად მიზანდასახული ვიყავი, მაგრამ ძირითადი მიზეზი, მგონია რომ ტრავმებია.

- ნაკრებში მაინც შთამბეჭდავი კარიერა გქონდა - განსაკუთრებით იმ სეზონში, თურქეთს სპორტის სასახლეში რომ 11 გოლი გაუტანე... 

- მაშინ ზუსტად თურქეთში ვთამაშობდი. ჯერ ტრაბზონსფორში, მერე - ტრაბზონის მეორე გუნდში, თუთუნსფორ აქჩაბათში. ბეშიქთაშის გარდა ყველას თანაბრად ვეთამაშებოდით. კარგ ფორმაში ვიყავი 2014 წლის ბოლოსაც, როდესაც ორი მატჩი გვქონდა ესტონეთთან. მეორე მატჩი თბილისში იყო და 6 გოლი გავიტანე. მოვიგეთ. მეორე დღეს მირეკავს ჩემი აგენტი, ზორან შეკულარაცი. - რატი, ბუნდესლიგის გუნდია, კარგი პირობები აქვთ...

- რომელი გუნდი იყო?

- არ მიკითხავს, აზრი არ ჰქონდა. ხომ გახსოვს, ესტონეთთან თამაში მე ტრავმის გამო ვერ დავასრულე. - ზორან, გუშინ აქილევსის მყესი გავიწყვიტე. ხვალ ოპერაციას მიკეთებენ. რა დროს ბუნდესლიგაა. 

28 წლის ვიყავი მაშინ. კარიერის დიდი ნაწილი წინ იყო, მაგრამ ამ ტრავმის შემდეგ ჩემი საქმე დაღმა წავიდა. ერთი წელი გამიცდა. და გერმანიის ნაცვლად მომიხდა ირანში წასვლა. ნაკრებშიც ბევრი გამოვტოვე. 

- თავიდანვე მაღალი და დიდი იყავი?

- არა. ხელბურთის თამაში რომ დავიწყე, გლდანში, თამაზ ჩხაიძესთან, ვიყავი 15 წლის და 180 სანტიმეტრი. დამაყენეს ხაზზე. ცაცია ვიყავი, მაგრამ ორივე ხელს ვხმარობდი. მერე, ერთ ზაფხულში მოვიმატე 15-16 სანტიმეტრი. უკვე ქარიშხალაში ვიყავი და, ცხადია, გამამწესეს მარცხენა ინსაიდად. სიმაღლეში სადღაც 20-21 წლამდე ვიზრდებოდი, სანამ 207 არ გავხდი.

- შენი ბიჭიც კაი მაღალია. 

- მაგის ასაკში მე ბევრად დაბალი ვიყავი.

- ცაციაა?

- არა, მაგრამ ცაციასაც ხმარობს. ორივეს ხმარობს, ჩემსავით. 7 წლისაა. ხელბურთზე ჯერ არ მიმიყვანია, ადრეა.

- შარშან ბავშვობის პოზიციაზე, ხაზზე ითამაშე ნაკრებში, რაშიჩი რას გიპირებს?

- უფრო ინსაიდზე ვარ. თუმცა, სადაც დამაყენებს, იქ ვითამაშებ. მერე კლუბის საქმეებსაც მივხედავ. ჯერ ვაპირებ თამაშს, თუ ტრავმა არ მექნა, რა თქმა უნდა. ჯორჯე ამბობს, რომ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთო. მაგას რა ჯობია. 2022 წელს 36 წლის ვიქნები. მშვენიერი დასასრული იქნება კარიერის.  მერე იქნებ შვილმა გააგრძელოს.

რატი მსხვილიძე, ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Jwsher72VYg

რატი მსხვილიძე: დაიბადა 1986 წლის 19 ივნისს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2001 წელს გლდანის სპორტსკოლაში, თამაზ ჩხაიძესთან. კარიერა: ქარიშხალა (2001-05) - სტუ-შევარდენი (2005-07, საქართველოს ჩემპიონი, 2012-13) - სტიარნანი (ისლანდია, 2007-09) - მეტალოპლასტიკა (სერბეთი, 2010-11) - შაჰრდარი თავრიზი (ირანი, 2012-13) - ტრაბზონსფორი (თურქეთი, 2013-14) - აქჩაბათ თუთუნსფორი (თურქეთი, 2014-15), ურმია (ირანი, 2016-17) - ეუროფარმ რაბოტნიკი (მაკედონია, 2017-18) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2007 წელს; სულ, 28 ოფიციალურ მატჩში გაიტანა 112 გოლი (ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი 2008 და ფინალისტი 2010) - ოჯახი: მეუღლე ქეთევან ბაკურაძე, შვილი - საბა (7 წლის). 

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





Our partners: