News Calendar

June 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის კლუბმა თბილისის ოლიმპიამ სადებიუტო მატჩები გამართა აზერბაიჯანის ქალთა ღია ჩემპიონატზე, რომელშიც 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული გუნდი გამოდის. 6 და 7 ოქტომბერს ოლიმპია დამარცხდა აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან - 21-34 და 17-46. 25 და 26 ოქტომბერს უკვე საშინაო მატჩები გვაქვს იდმან აკადემიასთან. 

აზერბაიჯანის 5 კლუბიდან სამს - აზერსუს, აზერიოლსა და ყარაბაღს სოლიდური შემადგენლობა ჰყავს - ამ სამი კლუბის ძირითად ბირთვს შეადგენენ გამოცდილი ლეგიონერები ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან თუ მონტენეგროდან. მათ შორის ბევრს აქვს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება, ხოლო ხოლო ჩვენი პირველი მეტოქის, აზერსუს ლიდერი, 31 წლის ბელარუსი ვალენტინა იანკოვსკაია 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია რუსეთის ზვეზდაში. აზერსუმ ამ სეზონში უკვე ითამაშა EHF თასზე და პოლონეთში ორჯერ დამარცხდა ზაგლებიესთან - 21-27, 26-30. ჩემპიონატის მონაწილე დანარჩენი ორი გუნდიდან იდმან აკადემიასი უფრო ახალგაზრდულია, ხოლო განჯლარ ბირლიი აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებს წარმოადგენს.

ოლიმპიას გუნდის წევრთა ასაკი კი 15-დან 20 წლამდეა და მათ პირველ თამაშში ძალიან გაუჭირდათ. პირველი გოლი ლიზა ჩხაიძემ გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ აზერსუ ძალიან მკაცრად გვეთამაშა დაცვაში.  ჩვენებს აკლდათ ძირთადი გამთამაშებელი ანა ყველაშვილი, რომელიც ბაქოში ვერ გაემგზავრა. ამის შედეგად,  გუნდმა ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა საკუთარი შეტევისას, რაც, ჩვეულებრივ, მასპინძელთა სწრაფი გარღვევებით სრულდებოდა. ძალიან კვალიფიციურად იმსაჯა ჩვენი ახალგაზრდა მსაჯების წყვილმა - 18 წლის ძმებმა კევლიშვილებმა.

მეორე თამაში ბევრად უფრო ხარისხიანი იყო. თავიდან ჩვენები 2-0 დაწინაურდნენ და აზერსუს 15 წუთი დაჭირდა უპირატესობის მოსაპოვებლად. შეცდომები მეორე დღესაც გვქონდა, მაგრამ ოლიმპიას უკვე ისე აღარ უჭირდა  შეტევაში, ხოლო 16 წლის ელისაბედ ჩხაიძეს თამაშის ბოლოს 8 გოლიც დაუგროვდა. ჯამში 5 ბურთის გაიტანეს ხაზის მოთამაშეებმა, თეთრაშვილმა და ჩირგაძემ; კუთხიდან - იაშვილმა, გოგიამ და ანა ჩხაიძემ.  კარგად ითამაშა მეკარე ჩავჩიძემ. დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 21-29 იყო, მაგრამ აქ მეტოქემ რამდენიმე ბურთი ჩაგვიჭრა და ზედიზედ 5 გოლი გაგვიტანა - 21-34. 

ანდრეი პორტნოი, ოლიმპიას მწვრთნელი: - ეს 20 საერთაშორისო თამაში, რომელიც ამ სეზონში გვექნება საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ მეტოქეებთან,  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ბევრად მოვუმატებთ. პირველ თამაშში ჩვენები ცდილობდნენ ყველა იმ კომბინაციის გათამაშებას, რაც ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული - ვცხილობდით შეტევაში სწრაფ გადასვლას და სწრაფ დაბრუნებას, რამდენჯერმე კარგად ჩავათამაშეთ ბურთი კუთხეებზე, მაგრამ მეტოქის აგრესიული დაცვის გამო შორიდან დარტყმაც გვიჭირდა და ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ. შეცდომები ცხადია ბევრი იყო მეორე დღესაც, მაგრამ ბევრად უფრო მობილიზებულები ვიყავით. აზერსუ, აზერიოლი და ყარაბაღი სერიოზული გუნდები არიან და მათთან თამაშში დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ.  ცხადია, მომდევნო თამაშშებში ვიბრძლებთ გამარჯვებებისთვისაც.

ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი: -  ჩვენი გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს გაისად ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს ეროვნული ნაკრებების დონეზე, ხოლო უფრო ახალგაზრდებს 2019 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვთ საქართველოში. ვეცდებით აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატის 20 თამაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზრდისათვის.

ისგანდერ ასგაროვი, საერთაშორისო კატეგორიის დელეგატი: - ამ ერთობლივ ჩემპიონატზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდიოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქმეს თავი მოება. არის იდეა, ერთობლივი ჩემპიონატი გაიმართოს კაცთა გუნდებს შორისაც და ეს ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა. არაა გამორიცხული, გუნდები დავიმატოთ სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც - თურქეთიდან, ირანიდან და საკმაოდ სერიოზული ლიგა მივიღოთ. აზერბაიჯანელები და ქართველები შუაგული ევროპიდან საკმაოდ შორს, განაპირას ვცხოვრობთ, ამიტომაც ერთმანეთთან თამაშებით უნდა განვვითარდეთ.

ხელბურთი. აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2018-19. ქალები

1-2 ტური, 6-7 ოქტომბერი

7 ოქტომბერი, აბუ არენა. ოლიმპია თბილისი - აზერსუ 21-34 
ოლიმპია: ჯავახია, ჩავჩიძე - ე. ჩხაიძე 8, თეთრაშვილი 3, ქიტესაშვილი 2, ჩირგაძე 2, იაშვილი 2, ჯგერენაია 1, გოგია 1, მ. ცინცაძე 1, ა. ჩხაიძე 1, ქებაძე, კორძაია, ბჟალავა - მწვ. პორტნოი, ორჯონიკიძე
აზერსუ: სუმაროკა, მუსაევა - მ. აბასოვა 7, აქსალაკოვა 7, აზოლინა 5, მიხალკოვიჩი 4, შარიფოვა 4, ჩაპლიგინა 4, რასულოვა 2, ბარბაქაძე 1, იანკოვსკაია, კალმიკოვა , ს. აბასოვა , სპასი - მწვ. კამბური, ჰუსეინზადე
მსაჯები: ი. სლემანოვი, რ, სლემანოვი, დელეგატი: მ. ჩიხლაძე

6 ოქტომბერი. აზერსუ - ოლიმპია თბილისი 46-17
აზერსუ: სუმაროკა, მუსაევა 1 - აზოლინა 8, მ. აბასოვა 8, შარიფოვა 7, იანკოვსკაია 6, მიხალკოვიჩი 4, ბარბაქაძე 3, აქსალაკოვა 3, კალმიკოვა 2, ჩაპლიგინა 2, რასულოვა 1, ს. აბასოვა 1, სპასი - მწვ. კამბური, ჰუსეინზადე
ოლიმპია - ჯავახია, ჩავჩიძე - ქიტესაშვილი 6, ჯგერენაია 3, გოგია 2, ე. ჩხაიძე 2, მ. ცინცაძე 2, იაშვილი 1, თეთრაშვილი 1, ჩირგაძე, ა. ჩხაიძე, ქებაძე, კორძაია, ბჟალავა
მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ი. ასგაროვი

აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 44-18

ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 33-26

3-4 ტური, 25-26 ოქტომბერი

თბილისი. ოლიმპია - იდმან აკადემია

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





Our partners: