Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

ჭაბუკთა ჩემპიონატზე მესამე წრე დაიწყო

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში დაიწყო პირველი ეტაპის მესამე წრე. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ჯერ რეგიონული ჩემპიონობისთვის იბრძვიან, მაისში კი 4-4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ტურნირში გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს. 

3 მარტს აღმოსავლეთის თამაშებს სპორტკომპლექსმა არენამ უმასპინძლა. აქ ჩემპიონმა, პეგასმა მორიგი 2 მატჩი მოუგო და უდანაკარგოდ, 28 ქულით ლიდერობს. ქარიშხალა და ყვარელი დარჩენილ მატჩებში მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ფინალის მეოთხე საგზურზე დანარჩენი 4 გუნდს აქვს კონკურენცია - თელავს, რუსთავს, გორსა და ქარელს. მორიგი მატჩები აქ 17 მარტს გაიმართება.

ზეტაფონში, დასავლეთის ტურზეც, ორი მატჩი მოიგო ლიდერმა, სამტრედიამ და 22 ქულით ლიდერობს. პრინციპულ მატჩში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 21-19 დაამარცხეს აჭარის გუნდი და მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. ფინალური ეტაპის მეოთხე საგზურის მაძიებლების, ფოთისა და ქუთაისის მატჩი ფრედ, 26-26 დასრულდა.  18 მარტს დასავლეთის ექვსეული ტურნირს ხელვაჩაურის დარბაზში გააგრძელებს.

რეგიონული ეტაპები დასავლეთში 15, ხოლო აღმოსავლეთში 28 აპრილს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

მესამე წრე. აღმოსავლეთი. 13-14 მატჩები. 3 მარტი, არენა 2: რუსთავი -  გორი 9-14, პეგასი -ყვარელი 24-7, ქარიშხალა - თელავი 27-21, გორი - პეგასი 15-33, ყვარელი - ქარელი 25-13

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი, გ. სურმავა - ი. გოგოლაძე

პეგასი--------14--14---0---0---421-167---28

ქარიშხალა---13--10---0---3---304-272---20

ყვარელი-----14---9---1---4---283-251---19

თელავი------13---4---1---8---264-304----9

რუსთავი-----13---4---0---9---240-323----8

გორი---------14---3---0--11---210-318----6

ქარელი------13---2---0--11---260-347----4

დასავლეთი. 11-12 მატჩები.  4 მარტი, ზესტაფონი: სამტრედია - ფოთი 17-13, ბსბ ბათუმი - აჭარა 21-19, სამტრედია - ხელვაჩაური 31-19, ფოთი - ქუთაისი 26-26

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი - შ. სტურუა, ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

სამტრედია--12--10---2---0---286-193---22

BSB ბათუმი-11---8---2---1---271-204---18

აჭარა---------11---7---0---4---286-238---14

ფოთი---------12--3---1---8---250-273----6

ქუთაისი-----11---3---1---7---219-326----6

ხელვაჩაური-11---0---0--11--244-322----0