Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ სტადიაში შედის

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირებზე კაცებს ერთი ტური დარჩათ სათამაშო, ქალებს - ორი. კაცთა შეჯიბრებაში გასანაწილებელია მეოთხედფინალისა და მერვედფინალის თითო საგზური, ქალებში ვაკანტურია მეოთხედფინალის ორი ადგილი. 

კაცები. 1ტურიმიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-13/1121979

ქალები. 8 ტურიმიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-10/1122258

B ჯგუფში მეექვსე ადგილი და მერვედფინალში თამაშის უფლება პარი სენ ჟერმენთან მოგებით გაინაღდა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა - 29-28. ამ ჯგუფში პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია: პარი სენ ჟერმენმა პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლა წინა ტურში დაიბევა.

A ჯგუფში მეექვსე ადგილისთვის იბრძვიან ვისლა, ზაგრები და კრისტიანსტადი. სამივეს 6 ქულა აქვს, ბოლო ტურში ხორვატული და შვედური კლუბები ერთმანეთს ზაგრებში ეთამაშებიან, ხოლო ვისლას გასვლა აქვს ვარდართან, რომელსაც თავად სჭირდება მინიმუმ ერთი ქულა პირველ ადგილზე გასასვლელად: მაკედონიური კლუბი ბოლო ტურში უახლოეს მდევარ ნანტთან დამარცხდა, 26-27 და კონკურენტს მხოლოდ ქულით უსწრებს.   

მერვედფინალში გასასვლელი პლეიოფის პირველი მატჩები გამართეს C და D ჯგუფების გამარჯვებულებმა. ზაპოროჟიეს მოტორმა შინ 32-30 მოუგო დანიის სკიერნს, ხოლო ფრანგულმა მონპელიემ სტუმრად დაამარცხა ესპანეთის ლეონი - 28-24. საპასუხო თამაშები 4 მარტსაა.

ქალთა ტურნირზე ექვსი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. როგორც ჩანს, ამ სეზონში ფინალურ ოთხეულში გასასვლელად იბრძოლებს საფრანგეთის მეცი, სადაც 6 ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი თამაშობს. ფრანგებმა შინ 24-22 დაამარცხეს შარშანდელი ფინალისტი ვარდარი, ვისაც ამ სეზონში ცხრიდან 9 მატჩი ჰქონდა მოგებული.

მთავარი მატჩი გაიმართა უნგრეთში, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა, დიორმა 28-24 დაამარცხა 2016 წლის გამარჯვებული ბუქარესტის CSM და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ვეტერანმა ანიტა გორბიცმა გაიტანა 10 გოლი, დიორის ესპანელმა მწვრთნელმა, ამბროს მარტინმა კი გამოაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონია კლუბში, სადაც 6 წელი მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტული მოიგო. ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონიდან დიორი დაიმატებს ნორვეგიის ნაკრების კიდევ ორ მოთამაშეს - ვერონიკა კრისტიანსენს და კარი ბრატსეტს.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

13 ტური, 24-25 თებერვალი

ჯგუფივარდარი 20 - ნანტი 19ბარსელონა 18რაინ-ნეკარი 16, სეგედი 13,  ვისლა 6 - ზაგრები 6, კრისტიანსტადი 6

კრისტიანსტადი (შვდ) - ბარსელონა (ესპ) 21-26

სეგედი (უნგ) - ზაგრები (ხორ) 30-28

შოშტარიჩი 9 - ჰორვატი 12

ნანტი (საფ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 27-26

გურბინდო 8, ბალაგერი 6, კლაინი 5 - ცინდრიჩი, დიბიროვი 5

ვისლა პლოცკი (პოლ) რაინ ნეკარი (გერ) 27-32

--

ჯგუფიპსჟ 22- ვესპრემი 16, ფლენზბურგი 16კილი 15, კელცე 13, მეშკოვ ბრესტი 10 - ცელიე 7, ოლბორგი 5

კილი (გერ)  - კელცე  (პოლ) 29-30

ვინჩეკი 8 - იურეცკი 6

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) - პსჟ (საფ) 29-28

ჯორჯიჩი 10 - აბალო, ნარსისი, რემილი 4

ცელიე (სლნ) - ოლბორგი (დან) 32-28

შტრლეკი 6, ლიევსკი 5  - ანიჩი 6, მლაკარი 5

ფლენზბურგი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 31-31

ელებეკი 7 - ეკბერგი 7, ბილიკი 6, ვინჩეკი 4

A, B: პირველი ადგილები - მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში

ბოლო, 14 ტური: 3-4 მარტს

--

და ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: 

ლეონი (ესპ) - მონპელიე (საფ) 24-28

კოსტოია 5 - რიშარდსონი 8, კოსე, გიგუ

მოტორი (უკრ) - სკიერნი (დან) 32-30

კოზაკევიჩი 8, მალაშინსკასი 7 - ოლსონი 9, ზონდეგორი 7, მირჰოლი 6

საპასუხო მატჩები 4 მარტს

--

ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

8 ტური, 24-26 თებერვალი

1 ჯგუფი: დიორი 12, CSM ბუკურეშტი 11, როსტოვი 11, ნიუკობინგი 5 - კრიმი 5, მიდტიულანდი 4

როსტოვ-დონი (რუს) - ნიუკობინგი (დან) 32-22

ვიახირევა 8  - ს. კრისტიანენი 7

მიდტიულანდი (დან) - კრიმ მერკატორი (სლნ) 24-24

დიორი (უნგ) - CSM ბუკურეშტი (რუმ) 28-24

გორბიცი 10, ოფტედალი 4 - გულდენი, ნიაგუ 6

---

2 ჯგუფი: ვარდარი 14, მეცი 12, ფერენცვაროში 10, ბუდუჩნოსტი 6 - ტიურინგერი 4, ბიტიგჰაიმი 2

ბუდუჩნოსტი (მნტ) - ფერენცვაროში (უნგ) 23-24

რაიჩევიჩი 8, იაუკოვიჩი 5 - ჰაფრა, ლუკაჩი, პენია 4

მეცი (საფ)  - ვარდარი (მკდ) 24-22

ზაადი 8 - ლეკიჩი 5

ბიტიგჰაიმი (გერ) ტიურინგერი (გერ) 21-34

9 ტური: 2-4 მარტს