News Calendar

September 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს კაცთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკი, რომელიც გუნდს უკვე ამზადებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. შეჯიბრება 12-14 იანვარს გაიმართება კლაიპედაში, ლიტვა. მონაწილეობენ  ლიტვა, ლატვია, ისრაელი და საქართველო. ბოშკოვსკის თანაშემწედ ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ტიტე კალანდაძე. 

დონე ბოშკოვსკი დაიბადა 1974 წელს სკოპიეში. თამაშობდა რაბოტნიჩკიში და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ ხელის ტრავმის გამო თამაშს ადრე დაანება თავი. 1998-2004 წლებში თავისი კლუბის, რაბოტნიჩკის მთვარი მწვრთნელი იყო; 2004-06 წლებში მუშაობდა სკოპიეს მეტალურგში, ჯერ იოვიცა ცვეტკოვიჩის ასისტენტად, 2006 წელს - მთავარ მწვრთნელად; 2006-07 წლებში  ბოგდანცის მლადოსტის მთავარი მწვრთნელია; 2007-11 წლებში ბრუნდება მეტალურგში, სადაც არის ზვონკო შუნდოვსკისა და ლინო ჩერვარის თანაშემწე:  2011-14 წლებში მუშაობდა ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ჩემპიონის, სკოპიეს ვარდარის გუნდში ვესელინ ვუიოვიჩთან და ზორან კასტრატოვიჩთან; 2015-16 სეზონში დაბრუნდა რაბოტნიჩკიში და მესამე ადგილი მოიპოვა მაკედონიის ჩემპიონატში; 2016 წელს წვრთნიდა რუმინეთის ქალთა გუნდს  CSM რომანს; 2016-17 სეზონში მუშაობდა მაკედონიის ეუროფარმ რაბოტნიკში. სანაკრებო დონეზე: მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო 2009 და 2013 წლების მსოფლიო და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდმა 5 ადგილი დაიკავა, ხოლო 2012 წლის ხმელთაშუაზღვისპირა თამაშებზე  მთავარი მწვრთნელი იყო.

დონე ბოშკოვსკი: - „ქართულ ხელბურთს, შეიძლება ითქვას, კარგად ვიცნობდი,  როცა ნაკრების მწვრთნელობას დავთანხმდი. 90-იან წლებში კარგად ვიცნობდი ქართველებს, რომლებიც ჩემთან ერთად თამაშობდნენ მაკედონიის ჩემპიონატში - კეკელიძეს, თურქიას, ბოყოჩაძეს, ორჯონიკიძეს, კალანდაძეს. ახლაც სამი ქართველია ჩვენს ჩემპიონატში და სამივეს პირადად ვიცნობ. ჯერაც კარგ ფორმაშია ვეტერანი რეზო ჭანტურია. რეზოსთან ერთად, პელისტერის ლიდერია თემო ორჯონიკიძე, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და აქვს შანსი, წლის ბოლოს მაკედონიის ერთ-ერთ გრანდში, მეტალურგში გადავიდეს. რატი მსხვილიძეც, რომელიც ეუროფარმ რაბოტნიკში თამაშობს, ნელ-ნელა შევიდა ფორმაში და პირველი წრის ბოლოს რამდენიმე კარგი მატჩი ჰქონდა. გარდა ამისა, რუმინეთიდან ვიცნობ შოთა თევზაძეს, ირაკლი ჩიქოვანს, ვლადიმერ რუსიას  და ვიცი, რა დონის მოთამაშეები არიან. აქ ჩამოსვლამდე ტელეფონით წინასწარ ველაპარაკე ყველას. სამწუხაროდ, რუსიას, რომელსაც ტრავმის გამო ორწლიანი პაუზა ჰქონდა და სეზონი ლუქსემბურგში დაიწყო, ძველი ტრავმა კვლავ აწუხებს და ვერ დაგვეხმარება. გუნდთან ერთად იქნება ვეტერანი სერგო დათუკაშვილიც, რომელთანაც ასევე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს. დანარჩენებს, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელებს, ვარჯიშებზე ვეცნობი. ვიცი, რომ ფედერაციას ნაკრების გაახალგაზრდავების კურსი აქვს აღებული და ვფიქრობ, ვეტერანებისა და ახალგაზრდებისგან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ.

კარგად ვიცნობ ჩვენს მეტოქეებს. გრანდი არცერთი არ არის, მაგრამ სამივე სერიოზული გუნდია. მათგან ყველაზე ძლიერი, ჩემი აზრით, არის ლატვია. მათ ჰყავთ 215 სმ სიმაღლის მარჯვენა ინსაიდი კრიშტოპანსი, სკოპიეს ვარდარის მოთამაშე და ნაკრების უდავო ლიდერი, რომელსაც ეროვნულ გუნდში სტაბილურად გააქვს 13, 14, 15 გოლი. შემდეგ გამოვარჩევდი ისრაელს, რომელსაც არ ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ სხვა პლიუსი აქვს: ყველა მოთამაშე ისრაელის ჩემპიონატში გამოდის, ნაკრები კი მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველთვიურად იკრიბება და ვარჯიშობს, შესაბამისად, ძალიან შეთამაშებული გუნდია. ლიტვაც კვალიფიციური ნაკრებია და ის უპირატესობა აქვს,  რომ შინ თამაშობს. ჩვენ რაც შეგვეხება, საკმარისი დრო გვაქვს რომ ნაყოფიერად მოვემზადოთ, ტაქტიკური სქემები დავამუშავოთ და სამივე მეტოქეს ბრძოლა გავუმართოთ.  

რამდენიმე დღეა, ჩვენ დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ სპორტკომპლექს არენაში, ხოლო 2 იანვრიდან შეკრებაზე გადავალთ ოტელ „ბომონდ გარდენში“ და ორჯერადი ვარჯიშები უკვე ოლიმპიურ სასახლეში გვექნება. იმ დროისთვის ვფიქრობ, გამოიკვეთება ის 16 მოთამაშე, რომელიც 10 იანვარს ლიტვაში უნდა გაფრინდეს. ჯერჯერობით არავითარი პრობლემა არა გვაქვს გარდა იმისა, რომ პირველივე ვარჯიშზე ფეხი იღრძო მარცხენა გარემარბმა ზურაბ აბრამიშვილმა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩემთან ერთად იმუშავებს ტიტე კალანდაძე, რომელიც ძალიან ძლიერი ხელბურთელი იყო, უკვე უმუშავია მწვრთნელად ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებში და თბილისის „პეგასში“ უკვე მოასწრო რამდენიმე ძალიან პერსპექტიული მოთამაშის აღზრდა. გიორგი ცხოვრებაძე ნამდვილი ტალანტია და მისი აყვანა ძალიან უნდოდა სკოპიეს ვარდარს, თუმცა, მონპელიემ აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 16 წლისაააა, ჩვენ მას ეროვნული გუნდის სრულფასოვან წევრად განვიხილავთ“.

ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეიოფში გადის 6 შესარჩევი ჯგუფის თითო გამარჯვებული. 3 ჯგუფში თამაშები ორ წრედ, მიმოსვლით მომდინარეობს და ეს ტურნირები ოქტომბერში დაიწყო. დანარჩენი 3 ჯგუფის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთ წრედ ითამაშონ.  მასპინძელი წილისყრამ დაადგინა და ჩვენს ჯგუფში ეს უფლება ლიტვის ფედერაციას ერგო.  

მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპას 14 ადგილი აქვს. ტურნირის მასპინძლებს, დანიასა და გერმანიას, მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთსა და ევრო 2018-ის 3 საუკეთესო გუნდს პლეიოფის გამარჯვებული 8 ნაკრები დაემატება.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო - კლაიპედაში, ლიტვა.

12 იანვარი. 19:30 ლატვია-საქართველო, 22:00 ლიტვა-ისრაელი

13 იანვარი. 18:30 ისრაელი-ლატვია, 21:00 საქართველო-ლიტვა

14 იანვარი. 17:30 ისრაელი-საქართველო, 20:00 ლიტვა-ლატვია

3 ჯგუფი: რუმინეთი, უკრაინა, იტალია, ფარერები - 11-13 იან, ბოლცანოში, იტალია

4 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, კოსოვო - 12-14 იან, ვარზიმში, პორტუგალია

1 ჯგუფი: რუსეთი 4 ქულა (2 თამაშიდან), სლოვაკეთი 2, ფინეთი 1, ლუქსემბურგი 1

ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19

5 ჯგუფი: ჰოლანდია 4, თურქეთი 3, ბელგია 1, საბერძნეთი 0

თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25

6 ჯგუფი:  ბოსნია 2 (2 თამაშიდან), ესტონეთი 2 (2), შვეიცარია 0 (0)

ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25

ლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018

პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 18 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს.

ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს - გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal