News Calendar

October 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W


საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ახალი მწვრთნელი, სერბი ჯორჯე რასიჩი უხელმძღვანელებს.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ოქტომბერში იწყება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიტვასთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩი ეროვნულ გუნდს 30 ოქტომბერს ლიტვაში აქვს, ხოლო 2 ნოემბერს ფინეთს მასპინძლობს. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

ჯორჯე რასიჩმა უკვე გამართა პირველი საწვრთნელი სესია საქართველოს ნაკრების იმ კანდიდატებთან, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში არიან ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე.

ჯორჯე რასიჩი (Djordje Rasic) 55 წლისაა. ის 12 სეზონი თამაშობდა მეტალოპლასტიკაში, შვიდჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი (1985, 86). უთამაშია აგრეთვე ფრანგულ ლილში და სხვადასხვა ესპანურ კლუბებში (ტეკა, ავილესი, პონტევედრა, კანგასი).

როგორც მწვრთნელს, რასიჩს ქვეყნის ჩემპიონები გაუხდია მეტალოპლასტიკა (სერბეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ტატრანი (სლოვაკეთი), ლიბანის ალ სადთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და აზიის ჩემპიონთა ლიგა (2010), ხოლო სერბულ ნაპრედაკში - ევროპული ჩელენჯ კაპი (1999). უმუშავია რუმინეთში, უნგრეთსა და ესპანეთშიც (სუიდად რეალი). მწვრთნელ რასიჩის ანგარიშზე 22 საკლუბო ჯილდოა.

სანაკრებო დონეზე რასიჩს გაუწვრთნია იუგოსლავიის გოგონათა ნაკრები, ამავე ქვეყნის ქალთა ეროვნული გუნდი (4 ადგილი ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე, 2001) და სერბეთ-მონტენეგროს ჭაბუკთა ნაკრები (4 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე, 2006).

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს. ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (ესპანეთის გარდა), ხოლო დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია, როგორც საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

პლეიოფის პოტენციური მონაწილეები არიან დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი და მონტენეგრო, რომლებიც ესპანეთთან ერთად 2014 წლის იანვარში ითამაშებენ დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე. პირდაპირ პლეიოფშია დაშვებული გერმანია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი თბილისში ახლა 18 ოქტომბერს ჩამოვა და დაიწყებს უშუალო მზადებას შესარჩევი ტურნირისთვის. ნაკრებს ამ დროისთვის დაემატებიან ლეგიონერები - შოთა თევზაძე, რევაზ ჭანტურია, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს ნაკრების კანდიდატები: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - ილია გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი, რევაზ ჭანტურია, ოთარ ამირანაშვილი, რატი მსხვილიძე, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან ბერძენიშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია, ზურაბ სიმონია, უჩა მაისურაძე, გიორგი გვაზავა.

 

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal