Home Page
ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, დღემდე დაუმარცხებელმა მასპინძელთა გუნდმა იმედი-სტუსთან 38:40 წააგო, ხოლო ბათუმის BSB-მ სპორტის უნივერსიტეტს 45:28 აჯობა.
ხელბურთის ეროვნული ნაკრები 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ერეკლე არსენაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ტურში, ლისაბონში, 5 გოლი გაუტანა ბენფიკას, თუმცა, მისი გუნდი, ბრაგა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან 22-29 დამარცხდა.