სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის წილისყრა. 1998-99 დაბადებული ბიჭების 10 საუკეთესო გუნდი ერთწრიან ტურნირში ფინალური ეტაპის 6 მონაწილეს გამოავლენს.

შეჯიბრებას პირველი დაიწყებს 5 გუნდი - ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა და მამული. ისინი 24-28 თებერვალს ითამაშებენ. 3-7 მარტს საქმეში ჩაერთვება მეორე ჯგუფი: თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი. 24-28 მარტს გაიმართება საერთო, ჯვარედინი ტური, რის შემდეგაც, 9 თამაშის ჯამში საუკეთესო 6 გუნდი, მაისის დასაწყისში, ერთწრიან ტურნირში, საქართველოს 2014 წლის ჩემპიონს გამოავლენს.

იმ 8 გუნდისთვის, ვინც საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა, მოეწყობა სანუგეშო შეჯიბრება - ფედერაციის თასი. მეორე და მესამე ეტაპის ყველა მატჩი გაიმართება თბილისში.

ამავე ასაკის გოგონები შეჯიბრებას 7 მარტს განაახლებენ. გაგრძელდება უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ტურნირებიც.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს კაცთა გუნდებს შორის, დასავლეთის ქვეჯგუფი მორიგ ტურს გამართავს 10-12 მარტს სენაკში, ხოლო აღმოსავლეთის ოთხეული - 17-19 მარტს, თბილისში. მესამე წრის მატჩები ქვეჯგუფებში გაიმართება აპრილში, ხოლო საერთო ტური, რომლის შემდეგაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი, დანიშნულია 12-15 მაისს თბილისში.

ჭაბუკები. 1998-99. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის წილისყრა.

A ჯგუფი (თამაშები 24-28 თებერვალს, თბილისში):
ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

24 თებერვალი

16:00 გორი - ყვარელი

17:30 მამული - ქარიშხალა
25 თებერვალი

16:00 ყვარელი - ქარიშხალა

17:30 ფოთი - გორი

26 თებერვალი

16:00 ფოთი - ქარიშხალა

17:30 ყვარელი - მამული

27 თებერვალი

16:00 გორი - მამული

17:30 ყვარელი - ფოთი

28 თებერვალი

16:00 ქარიშხალა - გორი

17:30 მამული - ფოთი

B ჯგუფი (თამაშები 3-7 მარტს, თბილისში):
თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი

3 მარტი

16:00 თელავი - პეგასი

17:30 ზუგდიდი - იმედი

4 მარტი

16:00 ზუგდიდი - პეგასი

17:30 თელავი - სამტრედია

5 მარტი

16:00 სამტრედია - ზუგდიდი

17:30 იმედი - პეგასი

6 მარტი

16:00 სამტრედია - იმედი

17:30 ზუდიდი - თელავი

7 მარტი

16:00 პეგასი - სამტრედია

17:30 იმედი - თელავი

საერთო ტური გაიმართება 24-28 მარტს, თბილისში. 6 საუკეთესო გუნდი გავა მესამე, ფინალურ ეტაპზე. ფინალური ექვსეული ითამაშებს 5-9 მაისს, თბილისში.

 

ტურნირი 11-18 ადგილებისთვის - ფედერაციის თასი
A ჯგუფი:
ლაგოდეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ახაშენი
B ჯგუფი: რუსთავი, შევარდენი, ბათუმი, ქარელი
ორივე ჯგუფი ითამაშებს 14-16 მარტს, თბილისში
საერთო ტური გაიმართება 2-5 აპრილს, თბილისში

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტებს შაბათს კიდევ ერთი გუნდი დაემატა - პარი სენ ჟერმენი. პარიზელებმა შინ დაამარცხეს სკოპიეს მეტალურგი - 32:29.

ფრანგულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელი მიქელ ჰანსენი (8), ხორვატები მარკო კოპლიარი (7) და იგორ ვორი (5), ხოლო ლუკ აბალო 1 გოლს დასჯერდა. ამავე ჯგუფში ბარსელონამ სტუმრად გაანადგურა შვეიცარიის თიუნი - 39:23. ბარსელონაც და სენ ჟერმენიც უკვე მერვედფინალში არიან და შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, ერთმანეთში ითამაშებენ. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ორი მაკედონიური კლუბი და მისკის დინამო იბრძოლებენ.

A ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა სანკტ-პეტერბურგის გუნდმა, ვინც შინ ქულა დააკარგვინა სლოვენიურ პივოვარნა ლაშკოს - 26:26. ოსიგურანიე ზაგრებმა შინ პრინციპული თამაში მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს - 33:27 და პლეიოფში გასასვლელ ბრძოლაში ჩაერთო.

D ჯგუფში გერმანიის ფლენზბურგმა პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც გადაუწურა შვედეთის ჰალმსტადს - 33:25, ხოლო ქალთა ტურნირზე გერმანიისვე ტიურინგერმა დანიის მიდტიულანდს მოუგო - 26:24. კვირას ტური დასრულდება.

ფოტო: მიქელ ჰანსენი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29

8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ)ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) - კილი (გერ)

კილი 12, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ) 23:39

8 თებ. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ. ტიურინგერი (გერ) - მიდტიულანდი (დან) 26:24

9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ)

ვარდარი, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 0

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ)

დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე რევაზ ჭანტურიას გუნდი ზომიმაკ-სტრუმიცა სტუმრად დამარცხდა მონპელიესთან - 22:41.

თამაშის ბედი გადაწყდა საწყის წუთებში, როცა ფრანგების მეკარემ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ხელბურთელმა, ტიერი ომაიერმა ყველა ბურთი მოიგერია და მონპელიე 6:0 დაწინაურდა. მაკედონიურმა კლუბმა ერთი პირობა 6:9 გახადა ანგარიში, მაგრამ ტაიმი 9:22 წააგო, შესვენების შემდე კი 20 ბურთითაც ჩამორჩა. ქართველმა გარემარბმა 1 გოლი გაიტანა, მონპელიეში კი მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო სლოვენიელი დრაგან გაიჩი - 8 გოლი.

მეორე ტურში სტრუმიცა შინ ხვდება დანიურ სკიერნს, რომელიც პირველ ტურში შინ მოულოდნელად დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან - 25:32. ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.

ჩემპიონთა ლიგაში დღეს კიდევ ორი მერვედფინალისტი გამოვლინდა. სკოპიეს ვარდარმა 30:22 დაამარცხა მინსკის დინამო და საგზური თავისთვის და თანაქალაქელი მეტალურგისთვისაც მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე B და C ჯგუფებში ყველაფერი გარკვეულია, ხოლო დარჩენილ ორ ჯგუფში პლეიოფის 2-2 მონაწილეა გამოსავლენი.

უნგრულმა ვესპრემმა პირველი ქულა დაკარგა გერმანულ ლიოვენთან - 25:25, დანიის კოლდინგი შინ დამარცხდა გერმანულ კილთან 24:26 - ოთხივე ეს გუნდი უკვე გასულია მერვედფინალში.

ქალთა ტურნირზე ფრედ ითამაშეს შვედეთის სევეჰოფმა და მაკედონიის ვარდარმა - 27:27, ხოლო მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა გაანადგურა სლოვენიის კრიმ მერკატორი - 30:15. ქალთა შეჯიბრებაში კიდევ 4 ტურია სათამაშო.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29

8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27

9 თებ. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 25:25

ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ)ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ. კოლდინგი (დან) - კილი (გერ) 24:26

კილი 14, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ) 23:39

8 თებ. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29

9 თებ. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ) 30:22

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ. ტიურინგერი (გერ) - მიდტიულანდი (დან) 26:24

9 თებ. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ) 27:27

ვარდარი 3, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 1

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 30:15

ბუდუჩნოსტი 3, დიორი 3 / კრიმი 2, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

პარასკევს ორი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში და გამოვლინდა კაცთა ტურნირის კიდევ ორი მერვედფინალისტი.

B ჯგუფში პლეიოფის ოთხივე მონაწილე გაირკვა. პოლონურმა კელცემ ახალი მწვრთნელის, ტალანტ დუშებაევის ხელმძღვანელობით პორტუში გაიმარჯვა 35:30, თვითონაც გაინაღდა მერვედფინალში გასვლა და მეორე პოლონურ კლუბს, ვისლასაც გაუხსნა გზა პლეიოფისკენ. ვისლა პორტუს ბოლო ორი ტურის 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორივე ურთიერთშეხვედრა მოგებული აქვს.

ქალთა ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო შარშანდელმა ფინალისტმა, ნორვეგიის ლარვიკმა. საკუთრ მოედანზე მათ ვერაფერი მოუხერხეს თასის მფლობელის, დიორი ეტოს ვარსკვლავებს - უნგრელ ანიტა გორბიცს (8 გოლი), ბრაზილიელ ედუარდა ამორიმს (5), ნორვეგიელ ჰაიდი ლოკეს (5) და მონტენეგროელ კატარინა ბულატოვიჩს (4). უნგრულმა კლუბმა 29:23 მოიგო და ჯგუფში დაწინაურდა.

შაბათს ლიგაში ქალთა ტურნირის 1 და კაცების 5 მატჩია. ტური კვირას დასრულდება.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ, 16:00 სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ)

8 თებ, 21:00. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ. პორტუ (პორ) ტარგი ლცე (პოლ) 30:35

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) - კილი (გერ)

კილი 12, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ, 19:30. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ)

8 თებ, 21:00. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ)

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ, 20:00. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ)

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ, 18:00. ტიურინგერი (გერ) - მიდტიულანდი (დან)

9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ)

ვარდარი, მიდტიულანდი 2 / სევეჰოფი, ტიურინგერი 0

2 ჯგუფი

7 თებ. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 23:29

9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ)

დიორი 3, კრიმი 2 / ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2 გუნდი

შაბათს მორიგი მატჩები გამართეს ქართველ ხელბურთელთა კლუბებმა. თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სერიას განაგრძობს ტრაბზონსფორი, რომელმაც შინ 33:29 დაამარცხა იედითეფე.

8 გოლი გაიტანა რატი მსხვილიძემ, ხოლო კარში გიგა ტორონჯაძეც იდგა. ტრაბზონი კვლავ მეოთხე ადგილზეა 22 ქულით, ხოლო 11 თებერვალს პრინციპული თამაში აქვს სტუმრად, მეორე ადგილზე მყოფ BB ანკარასფორთან.

რუმინეთში ქართველების ორივე კლუბი დამარცხდა. დაშავებული ირაკლი ჩიქოვანის არყოფნაში კიდევ ერთხელ წააგო პოლი ტიმიშოარამ (CSM ბუქარესტთან, 28:32) და საპლეიოფო ექვსეულის ზონას თანდათან სცილდება. შტიინცა ბაკეუ სტუმრად 23:33 დამარცხდა ენერგია პანდურისთან. თამაშობდნენ შოთა თევზაძეც და ვლადიმერ რუსიაც, ოღონც ამ უკანასკნელს გოლი არ გაუტანია. ბაკეუ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მას შეიძლება გაუსწროს ბუქარესტის დინამომ.

ხვალ ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ჯგუფურ ტურნირს იწყებს მაკედონიის ზომიმაკ სტრუმიცა და საქართველოს ნაკრების გარემარბი რევაზ ჭანტურია. 20 საათზე სტრუმიცა სტუმრად ეთამაშება ფრანგულ მონპელიეს. თამაშის ტელერეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.laola1.tv/en-int/live/montpellier-agglomeration-hb-hc-zomimak-m/153850.html

ამავე ჯგუფში ერთი თამაში უკვე გაიმართა. დანიის სკიერნი შინ დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან - 25:32. ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.

ფოტო: რატი მსხვილიძე

ხუთშაბათს ერთი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო აზიაში გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონატის პრიზიორები და, შესაბამისად, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები.

ლიგაზე პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა ფრანგულმა დიუნკერკმა, ვინც პოლონეთში 25:32 დამარცხდა პლოცკის ვისლასთან. ამ ჯგუფში მერვედფინალში უკვე გავიდნენ გერმანიის კილი და დანიის კოლდინგი, 2 საგზურისთვის კი ორი პოლონური გუნდი, ვისლა და კელცე, ასევე პორტუ იბრძვიან. დღეს პორტუ კელცეს მასპინძლობს და თუ დამარცხდა, ამ ჯგუფიდან ოთხივე მერვედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. დღესვე ქალთა ტურნირზე შარშანდელი ფინალის რემატჩი გაიმართება - ნორვეგიის ლარვიკი უმასპინძლებს მოქმედ ჩემპიონ დიორი ეტოს.

ევროთასებზე ერთადერთი ქართველი ხელბურთელის გუნდია დარჩენილი. 9 თებერვალს რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცას (მაკედონია) ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩი აქვს ფრანგულ მონპელიესთან, სადაც თამაშობს ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ორი გამარჯვებული - მიქაელ გიგუ და ვილიამ აკამბრეი.

ბაჰრეინში კი დასრულდა აზიის ჩემპიონატი. მასპინძლები ფინალში დამარცხდნენ ყატართან - 27:26, რომელიც პირველად გახდა აზიის ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის ირანმა მოუგო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ოთხივე გუნდი ითამაშებს 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონტზე, ყატარი - როგორც მასპინძელი, დანარჩენებმა კი საგზურები მოიპოვეს. ირანი და ემირატები პირველად იასპარეზებენ მსოფლიო პირველობაზე. ფიასკო განიცადეს აზიის ცხრაგზის ჩემპიონმა კორეამ და რეგიონის კიდევ ერთმა ლიდერმა, იაპონიამ.

ამგვარად, უკვე ცნობილია მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 11 მონაწილე: ესპანეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ყატარი (მასპინძელი), საფრანგეთი, დანია, ხორვატია (ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები), ალჟირი, ტუნირი, ეგვიპტე (აფრიკის ჩემპიონატის პრიზიორები), ბაჰრეინი,ირანი, ემირატები (აზიის ნახევარფინალისტები). კიდევ ცხრა მონაწილეს გამოავლენს ევროპის პლეიოფი, სამს - ამერიკის ჩემპიონატი, ხოლო ერთს - ოკეანიის პირველობა.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

8 ტური. 5-9 იანვარი

A ჯგუფი

8 თებ, 16:00 სტ. პეტერბურგი (რუს) - ცელიე ლაშკო (სლნ)

8 თებ, 21:00. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

9 თებ, 22:00. რეინნეკარ ლიოვენი (გერ) - ვესპრემი (უნგ)

ვესპრემი 14 ქულა, ლიოვენი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 6 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) - დიუნკერკი (საფ) 32:25

7 თებ, 24:30. პორტუ (პორ) ტარგი ლცე (პოლ)

9 თებ, 19:55. კოლდინგი (დან) - კილი (გერ)

კილი 12, კოლდინგი 10, ლცე 8, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

8 თებ, 19:30. ვაკერ თიუნი (შვც) - ბარსელონა (ესპ)

8 თებ, 21:00. პსჟ (საფ) მეტალურგ სკოპიე (მკდ)

9 თებ, 21:00. ვარდარ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ)

ბარსელონა 13, პსჟ 9, მეტალურგი 9, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 1

D ჯგუფი

5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ჰამბურგი (გერ) 29:36

5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ოლბორგი (დან) 25:23

8 თებ, 20:00. ფლენზბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ)

ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 11, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი

1 ჯგუფი

8 თებ, 18:00. ტიურინგერი (გერ)- მიდტიულანდი (დან)

9 თებ, 18:30. სევეჰოფი (შვდ) - ვარდარი (მკდ)

ვარდარი, მიდტიულანდი 2 / სევეჰოფი, ტიურინგერი 0

2 ჯგუფი

7 თებ, 23:00. ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ)

9 თებ, 22:00. ბუდუჩნოსტი (მნტ) - კრიმ მერკატორი (სლნ)

კრიმი 2, დიორი, ბუდუჩნოსტი 1, ლარვიკი 0

ნახევარფინალში გადის 2 გუნდი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal