სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

მთავარი

თბილისში შეკრებაზე მყოფმა ერაყის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ოლიმპიურ, თექვსმეტწლამდელთა ნაკრებთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ამჯერად 33:22 გაიმარჯვა. პირველი შეხვედრა, 29 აგვისტოს, სტუმრებმა 30:28 მოიგეს. გუნდები ამ დღეებში კიდევ ერთხელ ითამაშებენ.

ქართველ ჭაბუკთა შემადგენლობაში ცვლილებები იყო - გუნდს დაემატა რამდენიმე გამოჯანმრთელებული ხელბურთელი. თამაშს ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრების ვეტერანი გიორგი თურქია, რომელიც ხელბურთის ფედერაციის მოწვევით იმყოფება საქართველოში. თურქია ექსპერიმენტებს მიმართავდა და ხშირად უცვლიდა მოთამაშეებს პოზიციებს. მასპინძლები თავიდან ლიდერობდნენ, მაგრამ ტაიმი 10:17 წააგეს და ვერც შესვენების შემდეგ გარდატეხეს მატჩი თავისზე უფროს მეტოქესთან.

ამხანაგური მატჩი

საქართველო (16წ) - ერაყი 22:33

1 სექტემბერი, გლდანი, ცერცვაძის აკადემია

საქართველო: ხარაიშვილი, დ. მამულაშვილი - ბულბულაშვილი 6, იობაშვილი 4, რუსტამოვი 3, დოლმაზაშვილი 3, ბიბილეიშვილი 2,ზაალიშვილი 1, დანელიშვილი 1, ფერაძე 1, გაწერელია 1, ზარნაძე, ტიელიძე, არსენაშვილი, ტარუაშვილი, გოგუა

ევროპის ჩემპიონი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის გახდა საფრანგეთის ნაკრები. ტურნირი პოლონეთში გაიმართა და 16 გუნდი მონაწილეობდა. ფრანგებმა ფინალში 33:30 დაამარცხეს უნგრელი ჭაბუკები. მესამე ადგილისთვის ესპანეთმა მოუგო დანიას - 27:21.

ტურნირი მნიშვნელოვანი იყო ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. რეგლამენტის მიხედვით, თბილისში , 2015 წლის ივლისში უნდა ითამაშოს ევროპის შვიდმა საუკეთესო ბიჭების გუნდმა (მერვე საქართველო იქნება), ეს შვიდეული კი სწორედ პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვლენილიყო. მართალია, თბილისის ტურნირი 1998 წლებში დაბადებულთათვის ტარდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 1996-იანები თამაშობდნენ, მაგრამ 16-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატები არ იმართება.

მეხუთე ადგილისთვის შვედეთმა მოუგო შვეიცარიას - 28:25, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის გერმანიამ დაამარცხა პოლონეთი - 16:23. შესაბამისად, 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მთავარი კანდიდატები არიან საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი, დანია, შვედეთი, შვეიცარია და გერმანია. სექტემბრის ბოლოს ევროპის ხელბურთის ფედერაცია ოფიციალურად გამოუგზავნის თბილისი-2015-ის ორგანიზატორებს 7 ძირითადი და 3 სათადარიგო მონაწილე ქვეყნის სიას.

ხორვატიისა და მაკედონიის გუნდებმა, რომელთანაც დამარცხდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, ფინალურ ტურნირზე, შესაბამისად, მე-10 და მე-15 ადგილები დაიკავეს.

ამგვარად, ევროპისა და მსოფლიოს 2015 წლის ასაკობრივი ჩემპიონატები დასრულდა. 2015 წელს ქალები ითამაშებენ 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, ხოლო კაცები - 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ.

კაცები. 18 წ ევროპის ჩემპიონატი

1. საფრანგეთი 2. უნგრეთი 3. ესპანეთი 4. დანია

კაცები. 20 წ ევროპის ჩემპიონატი

1. გერმანია 2. შვედეთი 3. ესპანეთი 4. დანია

ქალები. 18 წ მსოფლიო ჩემპიონატი

1. რუმინეთი 2. გერმანია 3. დანია 4. მომტენეგრო

ქალები. 20 წ მსოფლიო ჩემპიონატი

1. კორეა 2. რუსეთი 3. დანია 4. გერმანია

გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის დარბაზში საერთაშორისო მატჩი გაიმართა - თბილისში შეკრებაზე მყოფმა ერაყის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ოლიმპიურ, თექვსმეტწლამდელთა ნაკრებს 30:28 მოუგო.

ერაყელთა გუნდი 1991-94 წლებში დაბადებული ახალგაზრდებითა დაკომპლექტებული, მაგრამ, როგორც თავად გვითხრეს, ამათზე უფროსი არავინ ჰყავთ და ნამდვილად ეროვნული ნაკრები არიან. გუნდს თან ახლავან ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები.

ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები თითქმის ერთი თვეაა, გლდანში ატარებს ვარჯიშებს, მაგრამ თამაშის წინ პრობლემები გაჩნდა - ტრავმების გამო გუნდს აკლდნენ ძირითადი ხაზის მოთამაშე და ორივე მთავარი შუამარბი (არსენაშვილი, კბილაშვილი, ბულბულაშვილი), ხოლო ზურაბ გოგავა გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად.

ამან შეთამაშების პრობლემა შექმნა, თუმცა, ქართველებმა მაინც იბრძოლეს. პირველი ტაიმი ერაყმა 12:11 მოიგო. შესვენების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ორჯერ დაწინაურდნენ მასპინძლები. მე-40 წუთისთვის ანგარიში 22:22 იყო და აქ სტუმრებმა მოაწყვეს ოთხბურთიანი გაქცევა - 22:26, თან, ამ პერიოდში იყო ერთწუთიანი მონაკვეთი, როცა ერაყის ნაკრებს ორი მოთამაშე ჰყავდა გაძევებული.

ქართველმა ჭაბუკებმა მაინც იბრძოლეს და მატჩის ბოლოს ისევ შეამცირეს სხვაობა ერთ ბურთამდე, მაგრამ გასათანაბრებლად დრო არ ეყოთ - 28:30. მასპინძელთა გუნდში გამოსარჩევია ორივე მეკარის, ხანდოლიშვილისა და ხარაიშვილის თამაში.

ეს ორი გუნდი მეორე მატჩს ორშაბათს, 1 სექტემბერს გამართავს იმავე დარბაზში.

დღესვე გლდანის აკადემიაში გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებთან პირველი ვარჯიში გამართა საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების ყოფილმა მეკარემ, როლანდ ერაძემ, რომელიც, გიორგი თურქიასთან ერთად, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მოიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად.

ამხანაგური მატჩი

საქართველო (16წ) - ერაყი 28:30

29 აგვისტო, გლდანი, ცერცვაძის აკადემია

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი - რუსტამოვი 7, ზარნაძე 4, იობაშვილი 4, დოლმაზაშვილი 3, ბიბილეიშვილი 3,ზაალიშვილი 2, ფერაძე 2, ტიელიძე 1, ლ. მამულაშვილი 1, გაწერელია 1

მსაჯები: ზაზა სამადაშვილი, ზურაბ სიმონია

ხელბურთში თვრამეტწლამდელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონი რუმინეთის ნაკრები გახდა, ხოლო ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატი კაცებში გერმანიამ მოიგო.

რუმინელმა გოგონებმა ფინალში, მაკედონიაში, დაამარცხეს გერმანია - 32:21. მესამე ადგილისთვის დანიამ მოუგო მონტენეგროს - 20:19. ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ავსტრიაში გაიმართა. გერმანელმა ახალგაზრდებმა შვედები დაამარცხეს - 26:24, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა, ესპანეთმა დანიას მოუგო - 29:27.

14-24 აგვისტოს პოლონეთი 18-წლამდელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ხოლო 20-წლამდელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში კორეის ნაკრებმა მოიგო. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ რუსეთი, დანია და გერმანია.

2015 წელს ქალებს უკვე ევროპის ჩემპიონატი ექნებათ 17 და 19 წლამდე, ხოლო კაცები 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონებს გამოავლენენ.

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატებზე მონაწილეობდნენ საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს. გაისად ორივე გუნდს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უწევს. გაისად საქმეში ჩაერთვებიან ქართველი გოგონებიც - მათ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვთ.

2017 წელს საქართველო 19-წლამდელ კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს მასპინძლობს.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მოწვევით თბილისში იმყოფება საქართველოს ნაკრების ორი ვეტერანი ხელბურთელი – როლანდ ერაძე და გიორგი თურქია.

 

ერაძე და თურქია მასტერკლასებს ჩაატარებენ ბიჭებისა და გოგონების ოლიპიურ გუნდებთან, რომლებიც ინტენსიურად ემზადებიან თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

როლანდ ერაძე (დ. 1971) საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ ისლანდიის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და 2004 წლის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა. ის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე იყო ევროპაში. ხელბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ერაძე ისლანდიაში დამკვიდრდა და უკვე სერიოზული სამწვრთნელიო გამოცდილება დაუგროვდა.

გიორგი თურქია (დ. 1972) დიდხანს თამაშობდა საქართველოს ნაკრებში. საკლუბო კარიერა მან საბერძნეთში დაასრულა და შემდეგ ამ ქვეყანაში მწვრთნელადაც მუშაობდა. თურქია, იმედო ფხაკაძესთან ერთად, იყო მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისა, რომელმაც 2008 წელს ევროპული ჩელენჯ ტროფი მოიპოვა. ბოლოხანს თურქია ლატვიაში ცხოვრობს.

ორივე მწვრთნელი დაახლოებით ერთ კვირას დაჰყოფს საქართველოში და რამდენიმე ვარჯიშს გამართავს ოლიმპიურ ნაკრებებთან.

პარასკევს, ბიჭების ოლიმპიურ გუნდს საკონტროლო მატჩი აქვს ერაყის ნაკრებთან, რომელიც თბილისში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე და რამდენიმე მატჩს გამართავს. პარასკევის მატჩი 12 საათზე დაიწყება გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიის დარბაზში.

 

ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა ლევან გელაშვილმა უნგრეთში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი სახელბურთო კატეგორიის სამწვრთნელო კურსებზე - მასტერ კოუჩის სალიცენზიო სემინარზე, რომელიც ე.წ. რინკის კონვენციის ფარგლებში მოეწყო.

 

სემინარი სამ ეტაპად იმართება. პირველი მოეწყო იანვარში, დანიაში და დაემთხვა ევროპის ვაჟთა ჩემპიონატს. მეორე გაიმართა ბალატონის ტბაზე, ხოლო მესამე დაგეგმილია დეკემბერში, უნგრეთის ქალაქ დიორში, სადაც უკვე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. ლევან გელაშვილს, რომელიც სახელბურთო კლუბ პეგასსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობს, ორი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი ლიცენზია უკვე აქვს და მესამის აღების შემთხვევაში მიიღებს მასტერ-კოუჩის ლიცენზიას, რომელიც საშუალებას მისცემს რინკის კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დონეზე მწვრთნელად მუშაობის უფლებას. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, წლის ბოლომდე საქართველოს ხელბურთის ფედერაციაც შეუაერთდეს კონვენციას.

ლევან გელაშვილი: - პირველი კურსებისგან განსხვავებით, სადაც აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაზე იყო გაკეთებული, ბალატონზე განსხვავებული ლექციები გვქონდა. თემები შეეხებოდა სპორტულ მედიცინას, ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას, ფიზიკურ მომზადებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ხელბურთის საწვრთნელ პროცესში და ასევე პლაჟის ხელბურთს - ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, რადგანაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ბალატონზე მიღებული ცოდნა უკვე გამოვიყენე ურეკში, სადაც სემინარი მოვაწყვე ქვიშის ხელბურთში შავი ზღვის თასის მიმდინარეობისას.

უნგრეთში ჩვენი, 25-კაციანი ჯგუფის ლექტორები იყვნენ რუმინელი ალექსანდრუ აქსინტე, გერმანელი კლაუს ფელდმანი. ავსტრიელები ანდრეას ვოკი და ვოლფგანგ პოლანი, უნგრელები ტამაშ ნოიკუმი და პეტერ კოვაჩი.

კოვაჩმა ჩაგვიტარა ძალიან საინტერესო ლექცია 2014 წლის ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით. უნგრელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ, ბოლო ტენდენციებით, ვაჟთა ხელბურთი სანახაობრივად საკმაოდ ერთფეროვანი გახდა იმის გამო, რომ დაცვაში თითქმის ყველა გუნდი 6-0 დაცვას იყენებს, ხოლო შეტევაში ძირითადი აქცენტი უკანა ხაზზე კეთდება. ამის გამო, არაა გამორიცხული, საერთაშორისო ფედერაციამ წესებში ცვლილებებზეც იფიქროს. გავარჩიეთ ევროპის ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების დაცვითი სისტემა, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და 6-0 სქემაში სხვადასხვა ვარიაციებს ითვალისწინებს. თეორიულთან ერთად გვქონდა პრაქტიკული მეცადინეობებიც, რომელშიც ერთ-ერთი უნგრული სახელბურთო აკადემიის ჭაბუკები მონაწილეობდნენ.

მესამე სემინარი უკვე დეკემბერში გაიმართება და ამ დროისათვის საქართველოს ხელბურთის ფედერაციაც უნდა მიუერთდეს რინკის კონვენციას - ეს საშუალებას მომცემს, დავამუშავო წინასწარ შერჩეული თემა, რომლის წარმატებით დაცვის შემთხვევაში მასტერ-კოუჩის ლიცენზიას მივიღებ.

საქართველოში, ლევან გელაშვილი, პრაქტიკული მუშაობის გარდა, სემინარების ჩატარებასაც გეგმავს, რინკის კონვენციასთან მიერთება კი აუცილებელია ჩვენი ფედერაციისთვის, რათა მოწესრიგდეს მწვრთნელთა ლიცენზირების საკითხი. ეს ითვალისწინებს სამდონიან სერტიფიცირებას ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა გუნდებში მუშაობის უფლების მისაღებად.

 

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: