მთავარი

დაიწყო ევროპის 2016 და 2018 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები. ევრო 2018-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოსა და ესტონეთის გარდა ბრძოლაში ჩაებნენ ორი სხვა ჯგუფის გუნდებიც.

ჯგუფში საბერძნეთმა ძნელად მოუგო კვიპროსს 27:25, ხოლო მესამეში რუმინეთმა - ტურნირის დებიუტანტს, კოსოვოს ნაკრებს - 36:24. სამი ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეიოფში, სადაც შეხვდება ევრო 2016-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი სამი შედეგის მქონე გუნდს.

ევრო 2016-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში უკვე ფინალური ტურნირის საგზურები რიგდება. ფინალურ ეტაპზე, რომელიც პოლონეთში გაიმართება 2016 წლის იანვარში, გადის 2-2 გუნდი თითო ჯგუფიდან და საუკეთესო მესამე ადგილი.

ძალიან დამაჯერებელი მოგებით დაიწყო ტურნირი ევროპის ჩემპიონმა, საფრანგეთმა. შამბერიში, 4400 მაყურებლის თვალწინ მათ გაანადგურეს ჩეხეთი - 41:25. 7 გოლი გაიტანა გიიომ ჟოლიმ, 6 - ნიკოლა კარაბატიჩმა. ჩეხებს აკლდათ ტრავმირებული ლიდერი, ფილიპ იხა.

მეხუთე ჯგუფში უნგრეთმა შინ მძიმე თამაში მოუგო პორტუგალიას - 31:30. პორტუგალია დასრულებამდე 13 წუთით ადრე 27:24 იგებდა და მხოლოდ ბოლო წუთზე, გაბორ ჩასარის გატანილმა გოლმა გადაარჩინა უნგრელთა ახალი მწვრთნელი, ყოფილი ესპანელი ვარსკვლავი ტალანტ დუშებაევი სირცხვილს. ამავე ჯგუფში, რუსეთისა და უკრაინის მატჩი, ორ ქვეყანას შორის შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის გამო არა ოქტომბერში, არამედ აპრილშია დანიშნული.

ამ უქმეებზე ორივე ტურნირზე მეორე ტურია. შეჯიბრებები დასრულდება 2015 წლის ივნისში, ხოლო ივლისში გაიმართება ევრო 2016-ის ფინალური ტურნირისა და ევრო 2018-ის პლეიოფის წილისყრა.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

საბერძნეთი - კვიპროსი 27:25. 2 ნოე: კვიპროსი - საბერძნეთი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

ესტონეთი - საქართველო 28:26. 2 ნოე: საქართველო - ესტონეთი

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

რუმინეთი - კოსოვო 36:24. 1 ნოე: კოსოვო - რუმინეთი

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი ეტაპი

1 ჯგუფი. ნორვეგია - თურქეთი 36:27, ხორვატია - ჰოლანდია 35:24

2 ნოე: ჰოლანდია - ნორვეგია, თურქეთი - ხორვატია

2 ჯგუფი. ბელარუსი - ბოსნია 25:25, დანია - ლიტვა 31:21

2 ნოე: ლიტვა - ბელარუსი, ბოსნია - დანია

3 ჯგუფი. სლოვენია - სლოვაკეთი 31:25, შვედეთი - ლატვია 33:23

1 ნოე: ლატვია - სლოვენია, სლოვაკეთი - შვედეთი

4 ჯგუფი. ისლანდია - ისრაელი 36:19, სერბეთი - მონტენეგრო 25:21

2 ნოე: მონტენეგრო - ისლანდია, ისრაელი - სერბეთი

5 ჯგუფი. უნგრეთი - პორტუგალია 31:30 (რუსეთი-უკრაინა - 28 აპრილს)

2 ნოე: პორტუგალია - რუსეთი, უკრაინა - უნგრეთი

6 ჯგუფი. მაკედონია - შვეიცარია 27:20, საფრანგეთი - ჩეხეთი 41:25

2 ნოე: ჩეხეთი - მაკედონია, შვეიცარია - საფრანგეთი

7 ჯგუფი. გერმანია - ფინეთი 30:18, ესპანეთი - ავსტრია 27:16

1 ნოე: ფინეთი - ესპანეთი. 2 ნოე: ავსტრია - გერმანია

ფოტო: მაკედონია-შვეიცარია

ოთხშაბათს, ესტონეთში, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. თამაში ტალინის კალევი სპორდიჰალში საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები, ირაკლი კეკელიძისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, კვირას ჩაფრინდა ესტონეთში და სამი დღეა, ვარჯიშობს. როგორც გუნდის ექიმმა, ლევან ლინნიკმა გვაცნობა, ცამეტივე მოთამაშე ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. საეჭვო იყო ვეტერან სერგო დათუკაშვილის საკითხი - 36 წლის ვეტერანს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი და თავის კლუბში, სერბულ ვოივოდინაში რამდენიმე თამაში გამოტოვა, მაგრამ სანაკრებო თამაშისთვის ტრავმის მორჩენა მოასწრო.

ესტონელებს კი პრობლემები აქვთ. უკვე ცნობილია, რომ გუნდს ტრავმების გამო დააკლდება ორი ლიდერი - გერმანული აუეს მარჯვენა ინსაიდი დენერ იანიმაა და ბუნდესლიგაში, ჰანოვერში მოთამაშე მარცხენა შუამარბი მაიტ პატრაილი. ორივე მოთამაშე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე (პატრაილი - 32 გოლი, იანიმაა - 24), სადაც ესტონელებმა ბოსნიის, ლატვიისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, ექვს მატჩში, მხოლოდ ლატვიის შინ დამარცხება  მოახერხეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ოთხშაბათ საღამოსთვის საეჭვო იყო კიდევ სამი დაშავებული ხელბურთელის -  მიკ  პინონენის, მარიუს ლეპისა და აუეს კიდევ ერთი ხელბურთელის, იანარ მიაგის თამაში. გუნდის მწვრთნელი რეინ სუვი ამით ძალიან შეწუხებულია, რადგანაც მეტოქის ძალა კარგად მოეხსენება: „საქართველოსთან ალბათ გადამწყვეტი მატჩები გვექნება პლეიოფში გასასვლელად, რადგანაც ჯგუფის მესამე წევრი, ლუქსემბურგი, უფრო სუსტია. საქართველოს ნაკრები გამოცდილი და ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გუნდის უკანა ხაზს - ქართველების თამაშის სტილს ძირითადად ისინი განსაზღვრავენ. განსაკუთრებით გაგვიჭირდება 2 ნოემბერს, თბილისში, სადაც ძალიან აქტიური მაყურებელია. მათი დამსახურებაც იყო, რომ ქართველებმა წინა შესარჩევ ციკლში შინ ლიტვაც დაამარცხეს, თურქეთიც და ფინეთიც“. - ამბობს ესტონელთა მწვრთნელი.

საბოლოოდ, ესტონელთა შემადგენლობა გვიან საღამოს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც მატჩის ტექნიკური დელეგატი, ლიტველი ტადას იანსონასი მატჩისწინა მიტინგს გამართავს. არბიტრები აზერბაიჯანელები იქნებიან - ვაგიფ ალიევი და ალეკპერ აღაქიშიევი.

30 ოქტომბერს ორივე გუნდი თბილისში გამოფრინდება და 2 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, მეორე მატჩს გამართავს. ჯგუფის მესამე წევრს, ლუქსემბურგს, საქართველო და ესტონეთი უკვე 2015 წელს ეთამაშებიან.  საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში

მეკარეები

22. შოთა თევზაძე (1982 - ოდორჰეი, რუმ - 201 სმ)

16. გიგა ტორონჯაძე (1989 - ტრაბზონი, თურ - 190)

უკანა ხაზი

10. ვლადიმერ რუსია (1984 - ოდორჰეი, რუმ - 202)

14. ირაკლი ჩიქოვანი (1989 - ტიმიშოარა, რუმ - 198)

9. სერგო დათუკაშვილი (1978 - ვოივოდინა, სრბ - 198)

24. რატი მსხვილიძე (1986 - ტრაბზონი, თურ - 208)

17. თემურ ორჯონიკიძე (1996 - სტუ - 197)

მარცხენა გარემარბები

31. ილია გოგალაძე (1986 - სტუ - 190)

7. უჩა გამზარდია (1990 - ბათუმი - 172)

მარჯვენა გარემარბები

23. რევაზ ჭანტურია (1982 - სტრუმიცა, მკდ - 177)

19. რობერტ ბეჟანიშვილი (1992 - იმედი - 177)

პივოტები

5. გია გვაზავა (1978 - სტუ - 198)

20. შოთა გრიშიკაშვილი (1984  - სტუ - 198)

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინნიკი

ოფიციალური პირები: დიმიტრი აბესაძე, როლანდ ერაძე

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 22:00. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 18:00.  საქართველო - ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო - ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი - საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი - ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი - ლუქსემბურგი

 

ფოტო: ესტონელთა ლიდერი, მაიტ პატრაილი ტრავმირებულია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო-2018-ის პირველ შესარჩევ მატჩში 26:28 დამარცხდა ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან და 2 ნოემბერს იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებს.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი

ესტონეთი - საქართველო 28:26

29 ოქტომბერი. ტალინი. კალევი სპორდიჰალი, 550 მაყურებელი

ესტონეთი: ალექსეევი, ლოოკენე - მ. პინონენი 10 დარტყმა/5 გოლი, იარვე 11/5, როოსნა 5/4, იოჰანსონი 6/4 (2 წუთი), მიაგი 12/4, ლეესი 3/3 (2 წთ), ცელმინსი 1/1, ლეპი 2/1, ვოიკა 4/1, სლასტინოვსკი 1/0, მუუგა 2/0, პიარტი (2 წთ), სილასტე, ს. პინონენი. მწვრთნელი: რეინ სუვი

შეტევების ეფექტურობა 31%, დარტყმების ეფექტურობა 48%, შვიდმეტრიანები 2/1, გაძევება - 6 წთ

საქართველო: თევზაძე (17 მოგერიება) - რუსია 18/10 (2 წთ), ჭანტურია 8/8, ჩიქოვანი 10/4 (4 წთ), გოგალაძე 2/2, დათუკაშვილი 4/1 (4 წთ), მსხვილიძე 5/1 (2 წთ), გვაზავა 1/0, გამზარდია 2/0 (ტორონჯაძე -  გრიშიკაშვილი, ბეჟანიშვილი, ორჯონიკიძე). მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

შეტევების ეფექტურობა 31%, დარტყმების ეფექტურობა 52%, შვიდმეტრიანები 2/2, გაძევება - 12 წთ

მსაჯები: ვაგიფ ალიევი, ალეკპერ აღაქიშიევი (აზე), დელეგატი: ტადას იანსონასი (ლიტ)

წაგების მიუხედავად, გუნდი მეორე ეტაპზე, პლეიოფში გასვლის კარგ შანსებს ინარჩუნებს. ამისათვის აუცილებელია ესტონეთის თბილისში 3 ბურთით დამარცხება და შემდეგ საკმარისი იქნება ორი მოგება ლუქსემბურგთან, ნებისმიერი ანგარიშით.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო. ძირითადად რევაზ ჭანტურიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით (6-დან 6 გოლი პირველ ტაიმში)  მე-17 წუთისთვის 10:7 ვიგებდით და გვქონდა სხვაობის ოთხამდე აყვანის შანსიც. 23-ე წუთზე, როცა  ანგარიში 11:9 იყო, ჭანტურიამ შვიდმეტრიანი შეაგდო (12:9), ესტონელი  ლეესი კი ორწუთიანში წავიდა, მაგრამ თამაში სწორედ აქ  გაგვექცა. ეს ორი წუთი ესტონეთმა 2:0 მოიგო, 2 ბურთიც დაამატა და 13:12 დაწინაურდა, ტაიმი კი 16:15 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა თევზაძემ ზედიზედ სამი დარტყმა მოიგერია, მათ შორის შვიდმეტრიანი და ერთი-ერთზე გასვლა, ანგარიშიც ორჯერ გათანაბრდა (16:16, 17:17), მაგრამ ეს იყო და ეს. მთელი დანარჩენი დრო ესტონეთი წინ იყო 2-3 გოლით. რამდენჯერმე მოგვეცა სხვაობის ერთ ბურთამდე დაყვანის შანსი, მაგრამ არცერთი ასეთი შეტევა გოლით არ დასრულებულა.  ესტონეთი სირენამდე 3 წუთით ადრე 28:24 დაწინაურდა და ბოლოს ჭანტურიამ და გოგალაძემ სხვაობა ორამდე შეამცირეს - 26:28.

რის ხარჯზე მოგვიგო ესტონეთმა?   გუნდური სტატისტიკის მიხედვით თამაში თითქმის თანაბარი იყო (ესტონელებს შვიდით მეტი დარტყმა ჰქონდათ კარის მიმართულებით), მეკარე თევზაძემაც გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე მისმა ესტონელმა კოლეგამ.

პასუხი იმალება ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საქართველოს ნაკრებმა სულ 9 ხელბურთელით ითამაშა, ხოლო ესტონელთაგან 9 კაცი მარტო გოლის ავტორი იყო. მოგებაში წილი ყველამ შეიტანა, ქართველების 26 გოლიდან კი 18 გოლი მოთამაშის ანგარიშზეა, 22 - სამის. ჩვენი მძლავრი უკანა ხაზიდან თამაში მარტო ვლადიმერ რუსიას წაუვიდა (10 გოლი), უჩვეულოდ პასიური იყო წინა შესარჩევ ციკლში ნაკრების მთავარი ბომბარდირი რატი მსხვილიძე, რომელსაც მეტოქე აქტიურად კი ეთამაშებოდა, მაგრამ პერსონალურადაც არ აუყვანია.

31 ოქტომბერს, დილით ორივე გუნდი თბილისში იქნება და 2 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, მეორე მატჩს გამართავს.

----

2 ნოემბერი, 18:00.  საქართველო - ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო - ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი - საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი - ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი - ლუქსემბურგი

ფოტო: უტევს კასპარ ლეესი

სანამ კაცთა ხელბურთში სანაკრებო მატჩების დროა, მეორე ტური გაიმართა ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორი ეტომ, რომემაც შვედეთში გაანადგურა სევეჰოფი - 38:21, ხოლო ნორვეგიელმა პივოტმა ჰაიდი ლოკემ 7 გოლი გაიტანა. C ჯგუფში 2 მოგება აქვს თასის სამგზის მფლობელს, დანიის ვიბორგსაც. ორი ლიდერი 2 ნოემბერს დანიაში ითამაშებს.

B ჯგუფში 4 ქულით ლიდერობს შარშანდელი ფინალისტი, ბუდუჩნოსტი. მონტენეგროელებმა ზაგრებში დაამარცხეს პოდრავკა - 32:27. მოგებულთაგან 8 გოლი გაიტანა რუმინელმა ქრისტინა ნიაგუმ.

D ჯგუფში 4 ქულა აქვს ნორვეგიის ლარვიკს, ხოლო A ოთხეულს ლიდერობს ვოლგოგრადის დინამო, რომელმაც ავსტრიაში ფრედ ითამაშა ჩემპიონთა თასის რვაგზის მფლობელ, ჰიპო ნიდეროსტერრაიხთან - 25:25.

პირველი ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დასრულდება და 12 გუნდი თასისთვის ბრძოლას 2015 წელს გააგრძელებს. იქამდე, დეკემბერში, ქალებს ევროპის ჩემპიონატი აქვთ უნგრეთსა და ხორვატიაში.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები.

2 ტური, 24-26 ოქტომბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 1 ქულა) - დინამო ვოლგოგრადი (რუს, 3) 25:25

ლაიფციგი (გერ, 2) - კრიმ მერკატორი (სლნ, 2) 30:24

B ჯგუფი

პოდრავკა (ხორ, 0) - ბუდუჩნოსტი (მნტ, 4) 27:32

ვარდარ სკოპიე (მკდ, 2) - ტიურინგერი (გერ, 2) 26:21

C ჯგუფი

ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 0) - ვიბორგი (დან, 4) 18:25

სევეჰოფი (შვდ, 0) - დიორი ეტო (უნგ, 4) 21:38

D ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ, 0) - ლარვიკი (ნორ, 4) 23:28

მეცი (საფ, 2) - ბაია მარე (რუმ, 2) 34:24

ფოტო: ზაგრები - ვიბორგი

დღეს, 22 საათზე, ტალინის კალევი სპორდიჰალში გაიმართება ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, ესტონეთი - საქართველო.

საქართველოს ნაკრები მეოთხე დღეა, ესტონეთში ემზადება ახალი საკვალიფიკაციო ციკლის პირველი თამაშისთვის. გუნდი თითქმის საბრძოლო შემადგენლობითაა, ტრავმის გამო გვაკლია მხოლოდ ირანული თავრიზის გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე: - იმ 13 მოთამაშიდან, ვინც ტალინშია, ყველა მწყობრშია და ვარჯიშობს. ლეგიონერებიდან ყველა დროულად ჩამოვიდა, შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში, გვქონდა საშუალება, ტაქტიკური სქემები დაგვეხვეწა და გუნდის შეთამაშებაზე გვემუშავა. ესტონეთი ალბათ ჩვენი მთავარი მეტოქე იქნება ჯგუფში, ამიტომ ეს და 2 ნოემბრის თამაში, თბილისში, გადამწყვეტი იქნება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და მეორე ეტაპზე გასასვლელად.

ესტონეთის გუნდს თამაშის წინ პრობლემები ჰქონდა. არ ითამაშებს გუნდის ორი მთავარი ბომბარდირი - ბუნდესლიგის აუეს მარცხენა შუამარბი მაიტ პატრაილი და გერმანულივე აუეს მარცხენა ინსაიდი, დენერ იანემაა. თამაშის წინადღეს საეჭვო იყო კიდევ სამი მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ თამაშის განაცხადში სამივე მოხვდა - მიკ პინონენი, მარიუს ლეპი და იანარ მიაგი.

რეინ სუვი, ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: - თამაში მნიშვნელოვანია. არაა გამორიცხული, საბოლოო ჯამში ბურთების სხვაობის დათვლა დაგვჭრდეს საქართველოსა და ესტონეთს შორის, ამიტომაც ტალინში მეტოქეს ძალიან მძიმე ბრძოლა უნდა შევთავაზოთ, რადგანაც ქართველები განსაკუთრებულად ძლიერები არიან საკუთარ მოედანზე და თბილისში გაგვიჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პლეიოფში გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ და არა უბრალოდ მონაწილეობა მივიღოთ ტურნირში. მატ პატრაილის ადგილზე ჩვენ ვათამაშებთ მიკ პინონენს და იანარ მიაგის, ხოლო იანემაას პოზიციაზე შანსი მიეცემათ ანდრის ცელმინსს, მარკო სლასტინოვსკის და კრისტო იარვეს“.

ესტონეთის ნაკრების 16 ხელბურთელიდან 4 თამაშობს უცხოურ კლუბებში: გერმანიის აუეს ინსაიდი იანერ მიაგი, ფინური რიიჰიმიაე კოქსის უკანახაზელი კრისტო ვოიკა და რუმინეთის შტიინცა ბაკეუს ორი მოთამაშე - მარცხენა გარემარბი მიკ პინონენი და გამთამაშებელი მარტინ იოჰანსონი. მათ კარგად იცნობენ ვლადიმერ რუსია და შოთა თევზაძე, რომლებიც ბაკეუში ფინელებთან ერთად თამაშობდნენ.

სხვა ხელბურთელებიდან გამოსარჩევია მძლავრი პივოტი არმი პიარტი (დ. 1991, 204 სმ, 118 კგ), რომელმაც წინა სეზონი თურქეთის ჩემპიონ ბეშიქთაშში ჩაატარა, ასევე მეკარე ალექსეევი, რომელსაც უთამაშია შვეიცარიასა და ფინეთში. ნაკრებში დებიუტი ექნება ახალგაზრდული ნაკრების ორ ხელბურთელს, ვინც წლეულს ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა - ანდრის ცელმინსსა და კრისტო იარვეს.

თამაში საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს ესტონური არხი, ETV 2 აწყობს. საქართველო და ესტონეთი 2 სექტემბერს, 18 საათზე, უკვე თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებენ. ჯგუფის მესამე წევრი ლუქსემბურგი, ტურნირში 2015 წელს ჩაებმება. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი

ესტონეთი - საქართველო

29 ოქტომბერი, 22:00. ტალინი. კალევი სპორდიჰალი (ტევადობა 1 200)

საქართველო: 22. შოთა თევზაძე, 16. გიგა ტორონჯაძე - 5. გია გვაზავა 7. უჩა გამზარდია 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 17. თემურ ორჯონიკიძე 19. რობერტ ბეჟანიშვილი 20. შოთა გრიშიკაშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

ესტონეთი: 1. მარიუს ალექსეევი, 20. დენის ლოოკენე - 2. მიკ პინონენი 4. მარკო სლასტინოვსკი 5. კრისტიან მუუგა 6. მარიუს ლეპი 11. მარტინ იოჰანსონი 13. ჰენრი სილასტე 14. იანარ მიაგი 18. ანდრის ცელმინსი 32. კარლ როოსნა 35. კრისტო იარვე 38. სიიმ პინონენი 43. კასპარ ლეესი 47. კრისტო ვოიკა 50. არმი პიარტი

მწვრთნელები: რეინ სუვი, იაანუს რიატსეპი, მარგუს პარტსი, პრიიტ ალიკივი

მსაჯები: ვაგიფ ალიევი, ალეკპერ აღაქიშიეევი (აზე), დელეგატი: ტადას იანსონასი (ლიტ)

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 22:00. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 18:00.  საქართველო - ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო - ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი - საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი - ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი - ლუქსემბურგი

ევროპის ჩემპიონატი 2018, კაცები (ფორმატი)

კვალიფიკაცია

პირველი ეტაპი, 2014-15

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, გადის ჯგუფების თითო გამარჯვებული

მეორე ეტაპი, პლეიოფი. აპრილი, 2016

პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული წილისყრის შედეგად დაუწყვილდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევ ტურნირზე უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს და ითამაშებს ორ მატჩს, შინ/სტუმრად ფორმატით. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში.

სავარაუდო მეტოქეები პლეიოფში:

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი რაუნდი

1 ჯგუფი: ხორვატია, ნორვეგია, ჰოლანდია, თურქეთი

2 ჯგუფი: დანია, ბელარუსი, ლიტვა, ბოსნია

3 ჯგუფი: სლოვენია, შვედეთი, სლოვაკეთი, ლატვია

4 ჯგუფი: სერბეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი

5 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა

6 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, ჩეხეთი, შვეიცარია

7 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი

7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი გავა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება პოლონეთში. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ 7 გუნდს შორის უარესი შედეგის მქონე 3 ნაკრები ითამაშებს ევრო 2018-ის კვალიფიკაციის პლეიოფში.

მესამე ეტაპი, მთავარი რაუნდი. 2016-17

პლეიოფის 3 გამარჯვებული შეუერთდება 25 ქვეყანას, რომელიც კვალიფიკაციაში ამ ეტაპიდან ჩაერთვება.   ეს იქნება 25 უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირის მონაწილე 28 ქვეყნიდან, (ხორვატიას, როგორც ევრო 2018-ის მასპინძელს შეცვლის ევრო 2016-ის მასპინძელი პოლონეთი).

შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამე ადგილი მიიღებს ევრო-2018-ის საგზურს.

მთავარი რაუნდი გაიმართება 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, 2017 წლის აპრილ-მაისსა და ივნისში.

ფინალური ტურნირი გაიმართება 2018 წლის იანვარში, ხორვატიაში

 

კვირა დილით ესტონეთს მიემგზავრება საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, რომელიც 29 ოქტომბერს, ტალინში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს იწყებს.

ესტონეთს 2 ნოემბერს ვუმასპინძლებთ თბილისში, ხოლო ჯგუფის კიდევ ერთ მეტოქეს, ლუქსემბურგს, ორჯერ ვეთამაშებით გაზაფხულზე. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. პლეიოფს მოსდევს მთავარი შესარჩევი რაუნდი, რომელიც 2016-17 წლებში გაიმართება.

ამ ეტაპზე ნაკრებს ხელმძღვანელობენ ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე. სერბ ჯორჯე რაშიჩს, რომლის ხელქვეითაც ითამაშა ნაკრებმა 20015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთან ერთწლიანი კონტრაქტი დაუმთავრდა. კეკელიძე და ორჯონიკიძე რაშიჩის ასისტენტებად მუშაობდნენ, იქამდე კი სწორედ ისინი წვრთნიდნენ ეროვნულ გუნდს. ორივე ქვეყნის ჩემპიონის, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელია.

ტალინში ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება. გვაკლია მხოლოდ გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე, რომელიც დაშავებულია. ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო მეკარე გიგა ტორონჯაძის საკითხი. ჭაბუკთა ნაკრებისა და პეგასის მეკარე, ზურაბ ცინცაძე მზად იყო ტალინში გასაფრენად, მაგრამ ტორონჯაძეს მუხლის ოპერაცია აღარ დასჭირდა და გუნდთან ერთადაა.

ტალინში 13 ხელბურთელი მიემგზავრება. თამაში 29 ნოემბერს საქართველოს დროით 22 საათზეა, თბილისში კი მეტოქეს სპორტის სასახლეში, 18:00 ვუმასპინძლებთ.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში

მეკარეები

შოთა თევზაძე (1981 - ოდორჰეი, რუმ - 201 სმ)

გიგა ტორონჯაძე (1989 - ტრაბზონი, თურ - 190)

უკანა ხაზი

ვლადიმერ რუსია (1984 - ოდორჰეი, რუმ - 202)

ირაკლი ჩიქოვანი (1989 - ტიმიშოარა, რუმ - 198)

სერგო დათუკაშვილი (1978 - ვოივოდინა, სრბ - 198)

რატი მსხვილიძე (1986 - ტრაბზონი, თურ - 208)

თემურ ორჯონიკიძე (1996 - სტუ - 197)

მარცხენა გარემარბები

ილია გოგალაძე (1986 - სტუ - 190)

უჩა გამზარდია (1990 - ბათუმი - 172)

მარჯვენა გარემარბები

რევაზ ჭანტურია (1982 - სტრუმიცა, მკდ - 177)

რობერტ ბეჟანიშვილი (1992 - იმედი - 177)

პივოტები

გია გვაზავა (1978 - სტუ - 198)

შოთა გრიშიკაშვილი (1984  - სტუ - 198)

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინნიკი

ოფიციალური პირები: დიმიტრი აბესაძე, როლანდ ერაძე

ტალინში თბილისიდან 8 მოთამაშე მიემგზავრება, ხოლო თევზაძე, რუსია, ჩიქოვანი, დათუკაშვილი და ჭანტურია გუნდს 26 ოქტომბერს, ესტონეთში შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატი 2018, კაცები (ფორმატი)

კვალიფიკაცია

პირველი ეტაპი, 2014-15

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 2014. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 2014.  საქართველო - ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო - ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი - საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი - ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი - ლუქსემბურგი

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, გადის ჯგუფების თითო გამარჯვებული

მეორე ეტაპი, პლეიოფი. აპრილი, 2016

პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული წილისყრის შედეგად დაუწყვილდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევ ტურნირზე უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს და ითამაშებს ორ მატჩს, შინ/სტუმრად ფორმატით. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში.

სავარაუდო მეტოქეები პლეიოფში:

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი რაუნდი

1 ჯგუფი: ხორვატია, ნორვეგია, ჰოლანდია, თურქეთი

2 ჯგუფი: დანია, ბელარუსი, ლიტვა, ბოსნია

3 ჯგუფი: სლოვენია, შვედეთი, სლოვაკეთი, ლატვია

4 ჯგუფი: სერბეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი

5 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა

6 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, ჩეხეთი, შვეიცარია

7 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი

7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი გავა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება პოლონეთში. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ 7 გუნდს შორის უარესი შედეგის მქონე 3 ნაკრები ითამაშებს ევრო 2018-ის კვალიფიკაციის პლეიოფში.

მესამე ეტაპი, მთავარი რაუნდი. 2016-17

პლეიოფის 3 გამარჯვებული შეუერთდება 25 ქვეყანას, რომელიც კვალიფიკაციაში ამ ეტაპიდან ჩაერთვება.   ეს იქნება 25 უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირის მონაწილე 28 ქვეყნიდან, (ხორვატიას, როგორც ევრო 2018-ის მასპინძელს შეცვლის ევრო 2016-ის მასპინძელი პოლონეთი).

შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამე ადგილი მიიღებს ევრო-2018-ის საგზურს.

მთავარი რაუნდი გაიმართება 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, 2017 წლის აპრილ-მაისსა და ივნისში.

ფინალური ტურნირი გაიმართება 2018 წლის იანვარში, ხორვატიაში

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal