მთავარი

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე მეორე წრე პარასკევს დასრულდება, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერი უკვე ცნობილია. ყვარლის გუნდმა (მწვრთნელები სურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი) მეორე უშუალო კონკურნტი, თბილისის პეგასიც დაამარცხა - 15:14 და მეტოქეებისთვის მიუწვდომელია.

შარშანდელ ჩემპიონთან, მამულთან მოგების შემდეგ გუნდს მეორე მძიმე თამაში ჰქონდა. პირველი ტაიმი პეგასმა 9:8 მოიგო, მაგრამ მეორეში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ქიტესაშვილმა და კუნელაშვილმა მოახერხეს თამაშის გარდატეხა. კარგად ითამაშა მეკარე გუბელაძემაც, რის შემდეგაც ყვარელი 3 ბურთით წინ გავიდა - 13:10. თამაშის ბოლომდე პეგასის ლიდერმა, ვენეცკიმ რამდენიმე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დროც ზუსტად აქ ამოიწურა - 15:14.

პარასკევს ლიდერთა სამეულის კიდევ ერთი მატჩია. გლდანში, სამის ნახევარზე ითამაშებენ მამული და პეგასი და გაარკვევენ, ვინ დაასრულებს მეორე წრეს მეორე ადგილზე.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მეორე წრე. გლდანი, 17-21 ნოემბერი

19 ნოემბერი

პეგასი - ქარიშხალა 20:6

მამული - იმედი 10:0

20 ნოემბერი

ქარიშხალა - იმედი 10:4

ყვარელი - პეგასი 15:14

ყვ: გუბელაძე - ს. იორდანიშვილი 4, კუნელაშვილი 3, ქიტესაშვილი 3, თეთრაშვილი 3, თ. იორდანიშვილი 2, მიხელიძე, კუპატაძე

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა - ვენეცკი 7, მორჩაძე 3, ჩოხელი 2, ბერიძე 1, ჩოგოვაძე 1, შოშიტაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა: ყვარელი 16 ქულა (9 თამაშიდან), მამული 14 (9), პეგასი 14 (9), ფოთი 6 (6), წყალტუბო 4 (6), ქარიშხალა 4 (9), იმედი 0 (10)

21 ნოემბერი. 13:00 ყვარელი - ქარიშხალა, 14:30 პეგასი - მამული

ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ, ზოგიც ტრავმას იშუშებს. ტრაბზონსფორის შუამარბმა რატი მსხვილიძემ ესტონეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სტამბოლში აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა.

მსხვილიძეს ფეხი ნოემბრის ბოლომდე თაბაშირში ექნება, შემდეგ კი აღდგენით პროცედურებს დაიწყებს. მის არყოფნაში ტრაბზონსფორმა ორი თამაში მოიგო თურქეთის ჩემპიონატზე - სტუმრად, ანკარა ილ ოზელთან - 33:28 და შინ იზმირთან - 31:23. გიგა ტორონჯაძე ამ მატჩებში ძირითადი მეკარე იყო, ხოლო კლუბი 7 თამაშიდან 3 მოგებით მერვე ადგილზეა.

რუმინეთში გუშინ დასანანი მარცხი იწვნია ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ. გუნდი სტუმრად თითქმის მთელი თამაში უგებდა ლიდერს, CSM ბუქარესტს, დასრულებამდე 18 წუთით ადრე კი სხვაობა 5 ბურთი იყო - 23:18. ბოლო წუთის დაწყების წინ ტიმიშოარა 1 ქულით იგებდა და ბურთიც მისი იყო, მაგრამ მოედანზე ერთი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა. ეს გამოიყენეს ბუქარესტელებმა და მე-60 წუთზე გატანილი 2 გოლით თამაში მოიგეს - 31:30. ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა, მასზე შედეგიანი კი კლუბში მხოლოდ დემის გრიგორაში იყო - 9 გოლი. ირაკლიმ 5 ბურთი გაიტანა წინა ტურში, როცა ტიმიშოარამ შინ ფრედ ითამაშა შტიინცა ბაკეუსთან - 25:25. ამჟამად გუნდი 11 თამაშიდან 13 ქულით მე-9 ადგილზეა. პლეიოფში 8 გუნდი გადის. ჩიქოვანს 11 თამაშში 52 გოლი აქვს.

წინ წაიწია შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა, ოდორჰეიმ, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდეგ 3 მატჩი ჰქონდა. ოდორჰეი ჯერ ბუქარესტში დამარცხდა დინამოსთან - 23:33 (თევზაძე და რუსია ნაკრეიდან ახალი დაბრუნებუები იყვნენ და არ უთამაშიათ), შემდეგ კი 2 მატჩი მოიგო უშუალო კონკურენტებთან - შინ კელერაშისთან - 27:22 და სტუმრად ბაია მარესთან - 24:23. რუსიამ 2-2 გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონატში 34 დაუგროვდა.

ტურნირს ლიდერობს CSM ბუქარესტი 25 ქულით, 21 ქულით მას მიჰყვებიან კელერაში, ბაია მარე და ოდორჰეი, 20 ქულა აქვს შარშანდელ ჩემპიონ კონსტანცას.

მაკედონიის რეგულარულ პირველობას 9 თამაშიდან 9 მოგებით ლიდერობს ზომიმაკ სტრუმიცა. რევაზ ჭანტურიამ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა პრესპასთან სტუმრად მოგებულ მატჩში - 27:23, როცა 9 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ზომიმაკმა დაამარცხა სკოპიეს მეტალურგის მეორე გუნდი - 31:23, რადოვიში - 32:25 და ტექსტილეცი - 35:20, ქართველმა გარემარბმა კი შესაბამისად 4, 3, და 4 გოლი შეაგდო და 9 მატჩში 40 გატანილი ბურთი დაუგროვდა. მაკედონიის პირველობის რეგულარულ ტურნირს არ თამაშობს ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი - ისინი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობენ და ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მხოლოდ ფინალური ექვსეულიდან ჩაერთვებიან.

სერბეთში ასეთივე მდგომარეობაშია იქაური ჩემპიონი, ნოვი სადის ვოივოდინა, რომელიც ჯერ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში ირჯება. სერგო დათუკაშვილის კლუბი ათგუნდიან შეჯიბრებაში ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა და 10 თამაშიდან მხოლოდ 3 ფრე აქვს. ვოივოდინამ ბოლო 3 თამაშიდან 2 შინ წააგო - სკოპიეს მეტალურგთან - 22:25 და სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვთან - 25:29, ხოლო სტუმრად ფრედ ეთამაშა ხორვატიის ნექსეს - 26:26. დათუკაშვილის მონაგარი წაგებულ თამაშებში 1 და 2 გოლი იყო, ხოლო ხორვატიაში 7 დარტყმიდან ექვსჯერ შეაგდო და 29 გოლით ლიგის ბომბარდირთა ოცეულშია. ტურნირს უდანაკარგოდ, ცხრიდან 9 მოგებით ლიდერობს უნგრეთის ვესპრემი, რომელსაც ასევე ასპროცენტიანი შედეგი აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზეც.

ფოტო: ირაკლი ჩიქოვანი

ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში ამხანაგური მატჩი გამართეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა და თბილისში სტუმრად მყოფმა აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა ნაკრებმა. თამაში მასპინძლებმა მოიგეს - 27:18.

ჭაბუკთა ნაკრებს, რომელიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, ერთი თვეა, ახალ მწვრთნელი ავარჯიშებს - წარსულში ჩვენი ეროვნული გუნდის ხელბურთელი, გარი თურქია. გუნდმა ახლახან ორკვირიანი შეკრება გაიარა გლდანში და ახლა ამხანაგური მატჩები უწევს.

თამაში დასაწყისიდან ბოლომდე ქართველი ჭაბუკების უპირატესობით მიმდინარეობდა. მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ  (15:8) მასპინძლებმა უპირატესობა უფრო გაზარდეს.

გარი თურქია: - თამაშს არაუშავდა, თუმცა, უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, ცხადია,  გუნდის დღევანდელი კონდიციები საკმარისი არ იქნება. ივლისამდე დიდი  დრო გვაქვს და ვეცდებით, რაც შეიძლება უფრო მეტად გავაუმჯობოსოთ თამაში.

აზერბაიჯანელები კვირის ბოლომდე დარჩებიან თბილისში და კიდევ რამდენიმე სპარინგს გამართავენ როგორც ქართველ ჭაბუკებთან, ასევე სამტრედიის სახელბურთო კლუბთან. სამტრედიელები გლდანში არიან შეკრებაზე და ევროპული ჩელენჯ კაპის ორი მატჩისთვის ემზადებიან ფინურ კლუბ რიიჰიმიაენ კოქსთან.

ამხანაგური მატჩი. გლდანი, 18 ნოემბერი

საქართველო 16წ - აზერბაიჯანი 20წ 27:18

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, დავითაშვილი - კბილაშვილი 5, ფერაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 2, იობაშვილი 2, მაისურაძე 2, არსენაშვილი 2, მამულაშვილი 1, ზარნაძე 1, ზაალიშვილი 1, მიქავა - მწვრთნელები გარი თურქია, გიორგი ქობელაშვილი

აზე: ჯაჰანგიროვი, მეხტიევი - შარიფი 6, აბდულაევი 4, ვალიევი 3, მაჰმუტოვი 2, მამედოვი 2, სულტანოვი 1

მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

 

კაცთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე პირველი წრე ორი პრინციპული მატჩით დასრულდა. ბარსელონამ სტუმრად 37:33 მოუგო ფლენზბურგს, ვისთანაც შარშანდელ ნახევარფინალში შვიდმეტრიანების სერიით დამარცხდა.

 

პირველი ტაიმის შემდეგ ფრე იყო, მეორეში ძალიან კარგად ითამაშა ფლენზბურგის მარჯვენა ინსაიდმა ჰოლგერ გლანდორფმა, ვისაც 11 გოლი დაუგროვდა, მაგრამ სტუმრები მუდმივად წინ იყვნენ 2-4 გოლით და მოგება შეინარჩუნეს. ბარსაში ყველაზე შედეგიანი იყო კირილ ლაზაროვი 10 გოლით, 7 გაიტანა ვიქტორ ტომასმა (ფოტოზე), ამდენივე - ნიკოლა კარაბატიჩმა.

პირველად წააგო პარი სენ ჟერმენმა, რომელსაც შინ ვერაფერი უშველა მიქელ ჰანსენის 8 გოლმა. პარიზელები დამარცხდნენ შარშანდელ ფინალიტ კილთან - 25:27. გერმანელებს უძღვებოდა ხორვატი გამთამაშებელი, 203 წლის მსოფლიოს საუკეტესო ხელბურთელი, დომაგოი დუვნიაკი - 7 გოლი.

ლიგაზე ორი უდანაკარგო გუნდი დარჩა - უნგრეთის ვესპრემი და პოლონეთის კელცე. 2014 წელს კიდევ სამი ტური გაიმარტება, დანარჩენი 2 - თებერვალში და მერვედფინალის 16 მონაწილეც გამოვლინდება.

ქალები პირველ ეტაპს ამ უქმეებზე დაასრულებენ. მეხუთე ტურში მიზანს კიდევ სამმა გუნდმა მიაღწია და მეორე ჯგუფური ეტაპის თორმეტიდან რვა მონაწილე უკვე ცნობილია, მაგრამ ბოლო ტურისთვის, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება , მოტივაცია ყველას აქვს - ჯგუფიდან სამ-სამი გუნდი გადის და ერთმანეთში დაგროვილი ქულებიც მიჰყვება. ოთხი საგზურიც გასათამაშებელია.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15

კაცები. 5 ტური. 16-19 ნოემბერი

A ჯგუფი

პსჟ (საფ, 8) - კილი (გერ, 8) 25:27

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 4) -  ზაგრები (ხორ, 4) 26:22

ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 6) - მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) 31:27

B ჯგუფი

ვისლა პლოცკი (პოლ, 4) - კოლდინგი (დან, 9) 28:29

ფლენზბურგი (გერ, 6) - ბარსელონა (ესპ, 9) 33:37

ბეშიქთაში (თურ, 2) - ალინგსასი (შვდ, 0) 28:26

C ჯგუფი

ლიოვენი (გერ, 6) - ცელიე (სლნ, 2) 34:29

ვარდარ სკოპიე (მკდ, 7) - ვესპრემი (უნგ, 10) 23:24

მონპელიე (საფ, 4) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 1) 32:32

D ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 2) - შაფჰაუზენი (შვც, 3) 31:26

პიკ სეგედი (უნგ, 8) - დიუნკერკი (საფ, 2) 23:21

ოლბორგი (დან, 5) - კელცე (პოლ, 10)  25:27

ქალები. პირველი ეტაპი. 5 ტური, 15-16 ნოემბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 3) - კრიმ მერკატორი (სლნ, 4) 29:25

ლაიფციგი (გერ, 6) - დინამო ვოლგოგრადი (რუს, 7) 27:30

B ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 7) - ბუდუჩნოსტი (მნტ, 9) 24:24

პოდრავკა (ხორ, 0) - ტიურინგერი (გერ, 4) - 28:32

C ჯგუფი

სევეჰოფი (შვდ, 3) - ვიბორგი (დან, 5) 25:25

ლოკომოტივა ზაგრები (ხორ, 2) - დიორი ეტო (უნგ, 10) 15:26

D ჯგუფი

მეცი (საფ, 3) - ლარვიკი (ნორ, 10) 25:26

ლიუბლინი (პოლ, 3) - ბაია მარე (რუმ, 4) 22:28

 

აქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების სერიალი გოგონათა გუნდებმა განაახლეს. გლდანში შეიკრიბა აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდი და მეორე წრე დაიწყო.

პირველის წრის შემდეგ შეჯიბრებას სამი ლიდერი ჰყავდა - პეგასი, მამული და ყვარელი. სამშაბათს ერთმანეთს მამული და ყვარელი შეხვდნენ.

პირველი ტაიმი ყვარლელებმა 10:9 მოიგეს, შესვენების შემდეგ კარგახანს თანაბარი ბრძოლა იყო, წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხან მეორე, მაქსიმალური სხვაობა კი 2 ბურთზე მეტი არ ყოფილა. ბოლო 10 წუთში თამაში გარდატეხეს დებმა იორდანიშვილებმა, თეთრაშვილმა, მიხელიძემ და მეკარე გუბელაძემ,  რის შემდეგაც ყვარელმა სეზონში მეორედ დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი - 21:17.

ლიდერთა სამეულიდან ხუთშაბათს ითამაშებენ ყვარელი-პეგასი, ხოლო პარსკევს - პეგასი-მამული.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მეორე წრე. გლდანი, 17-21 ნოემბერი

17 ნოემბერი

მამული - ქარიშხალა 34:6

ყვარელი - იმედი 10:0

18 ნოემბერი

პეგასი - იმედი 16:9

ყვარელი - მამული 21:17

ყვ: გუბელაძე - ს. იორდანიშვილი 6, თეთრაშვილი 4, მიხელიძე 4, თ. იორდანიშვილი 2, ქიტესაშვილი 2, კუპატაძე 2, კუნელაშვილი 1, ლეშკაშელი

მამ: ვარდიშვილი - ჯაღათაშვილი 6, ღვალაძე 4, გაბისონია 4, ნარიმანიძე 1, ომიაძე 1, გიორგაძე 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა: ყვარელი 14 ქულა (8 თამაშიდან), პეგასი 12 (7), მამული 12 (8), ფოთი 6 (6), წყალტუბო 4 (6), ქარიშხალა 2 (7), იმედი 0 (8)

19 ნოემბერი. 13:00 პეგასი - ქარიშხალა, 14:00 მამული - იმედი

20 ნოემბერი. 13:00 ყვარელი - პეგასი, 14:00 ქარიშხალა - იმედი

21 ნოემბერი. 13:00 ყვარელი - ქარიშხალა, 14:00 პეგასი - მამული

ფოტო: თამთა თეთრაშვილი, ყვარელი

დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი. თბილისის ლიგის გადამწყვეტ თამაშში ქარიშხალამ 41:28 დაამარცხა პეგასი და თბილისის ჩემპიონი გახდა.

თამაშამდე ფავორიტად ითვლებოდა პეგასი, რომელსაც პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდა მეტოქისთვის, ხოლო ქარიშხალას დამწყები შვიდეულის ორი წევრი, არსენაშვილი და ბულბულაშვილი აკლდა. თუმცა, ბოლო მომენტში პეგასსაც დააკლდა წინა თამაშში ტრავმირებული ნაზღაიძე.

პეგასმა კარგად დაიწყო. ზედიზედ 4 ბურთი მოიგერია მეკარე ზურაბიშვილმა, მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ პერსონალურად ააყვანინა ქარიშხალას ლიდერი კბილაშვილი, ანგარიში კი 3:1 გახდა. პასუხად, გიორგი ქობელაშვილმა მეურვე მიუჩინა პეგასის გამთამაშებელ ზარნაძეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პეგასის შეტევა მოიშალა, ამას გარდა კი თამაში წაუვიდა ქარიშხალას მეკარე ხანდოლიშვილსაც - შარშანდელი ჩემპიონი წინაც გავიდა და სხვაობასაც მუდმივად ზრდიდა. პასუხად, კალანდაძემ 4-2 ტაქტიკურ სქემას მიმართა, მაგრამ პეგასმა ვერც კბილაშვილი გააუვნებლა (7 გოლი პირველ ტაიმში, 15 სულ) და 6 მეტრიდანაც უამრავი ბურთი გაუშვა. ტაიმის ბოლოს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო - ქარიშხალა 21:11 იგებდა და პეგასს ბრძოლაში დაბრუნების რესურსი აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, 41:28. ამგვარად, თბილისის ლიგის სამეული შარშანდლის შემდეგ უცვლელი დარჩა - ქარიშხალა, პეგასი, იმედი.

დასავლეთში პრიზიორთა სამეული წინადღით გამოვლინდა - ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი. სამტრედიამ პირადი თამაშებით აჯობა ბათუმს (მოგება და ფრე), ზუგდიდი კი საუკეთესო მეოთხეადგილოსანი გახდა და მეორე ეტაპზე ისიც გავიდა.

საუკეთესო ათეული 2015 წელს ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობს. მეორე ეტაპის მონაწილეები არიან: გორი, კახეთი, რუსთავი (აღმოსავლეთი), ქარიშხალა, პეგასი იმედი (თბილისი), ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი (დასავლეთი) და ზუგდიდი (საუკეთესო მეოთხე ადგილი). ერთწრიანი ტურნირის შემდეგ საჩემპიონო რბოლას საუკეთესო ექვსეული შემორჩება და მესამე ეტაპს 0 ქულით დაიწყებს.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

დასავლეთის ლიგა. 10-14 ნოემბერი, სენაკი

14 ნოემბერი

ქუთაისი-წყალტუბო 38:19

ზუგდიდი-სამტრედია 34:29

მსაჯები: ამირან კომახიძე, ინა ჭკუასელი

საბოლოო: ქუთაისი 14 ქულა, სამტრედია 9, ბათუმი 9 / ზუგდიდი 8 / წყალტუბო 0

თბილისის ლიგა. 10-14 ნოემბერი, გლდანი

14 ნოემბერი

იმედი - მამული 34:31

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი - იობაშვილი 9, რუსტამოვი 8, მიქავა 7, მელაშვილი 3, დვალიძე 3, გოგუა 2, მღებრიშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, გოგუა 1, თურქაძე, გიორგაძე, აქტუსი

მამ: დავითაშვილი - კორაშვილი 11, შევჩენკო 8, სხვიტარიძე 6, წულიაშვილი 4, ტალახაძე 1, ფიჩხაია 1, ბიჭიაშვილი, ნოზაძე, თოდუა, არუთინოვი, სამადაშვილი, ცხვედიანი

პეგასი - ქარიშხალა 28:41

პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე - მაისურაძე 7, ცხოვრებაძე 6, გაწერელია 5, ზარნაძე 4, ლაპიაშვილი 3. ბაჯალაძე 1, კაჭკაჭაშვილი 1, ხვადაგიანი 1, გოგოლაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი - კბილაშვილი 15, მამულაშვილი 7, ჯინჭარაძე 6, ბიბილეიშვილი 6, კვირკველია 4, ფერაძე 3, წიკლაური, გოგრიჭიანი, ციხიშვილი, ივანიაძე, აროშიძე, ასაბაშვილი, ფხაკაძე

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

საბოლოო: ქარიშხალა 14, პეგასი 12, იმედი 10 / მამული 4, შევარდენი 0

აღმოსავლეთი. გორი 12, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0

 

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: