შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

30/12/14 ლეგიონერებმა 2014 წელი დაასრულეს

დეკემბრის ბოლოს ქართველი ხელბურთელების ევროპულმა კლუბებმა რამდენიმე მატჩი გამართეს. გამარჯვება მხოლოდ რევაზ ჭანტურიას მაკედონიურმა კლუბმა, ზომიმაკ სტრუმიცამ მოიპოვა.

სტრუმიცა ქვეყნის ჩემპიონატს 14 მატჩიდან 4 მოგებით ლიდერობს, თუმცა, მაკედონიის ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი შეჯიბრებაში მხოლოდ ფინალური ექვსეულის ტურნირიდან ჩაერთვება.

ბოლო ორ მატჩში სტრუმიცამ შინ დაამარცხა რაბოტნიჩკი, 36-30 და სტუმრად - პრილეპი, 26-23, ხოლო ქართველმა გარემარბმა შესაბამისად 9 და 5 გოლი გაიტანა. სულ ჭანტურიას 66 გოლი აქვს 14 მატჩში. სტრუმიცას, რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ფინალურ ექვსეულში გასვლა განაღდებული აქვს.

მაკედონია (14 ტურის შემდეგ): სტრუმიცა 42 ქულა, მეტალურგ-ჯუნიორი 30, პრილეპი 28, რადოვიში 24, პელისტერი 24, ტინექს-პროლეტი 21, ოჰრიდი 20, რაბოტნიჩკი 13, პრესპა 6, ტეკსტილეცი 0.

სერგო დათუკაშვილის ვოივოდინა სერბეთის ჩემპიონატში, ტიტულის დასაცავად, ბოლო ეტაპიდან ჩაერთვება, იქამდე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში თამაშობს, თუმცა, პლეიოფში გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს. ბოლო მატჩი ვოივოდინამ სტუმრად 26-31 წააგო ლიდერ ვესპრემთან, ხოლო ქართველმა ვეტერანმა 3 ბურთი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი შეასრულა. სერგოს რეგულარულ სეზონში სულ 38 გოლი აქვს. სეჰა ლიგის სეზონი თებერვალში განახლდება, ვოივოდინა კი ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფურ ტურნირზეც ითამაშებს პორტუგალიის პორტუს, გერმანიის ფუხსე ბერლინისა და დანიის სკიერნის წინააღმდეგ.

სეჰა ლიგა (2015 წლის წინ): ვესპრემი, უნგ - 36 ქულა (12 მატჩიდან), ვარდარი, მკდ - 30 (12), მეშკოვ ბრესტი, ბლრ - 24 (11), ტატრან პრეშოვი, სლკ 24 (12) / ზაგრები, ხორ - 24 (13), მეტალურგი, მკდ - 11 (10), ნექსე, ხორ - 10 (12), რადნიჩკი, სრბ - 7 (13), ვოივოდინა, სრბ - 6 (13), ბორაცი, ბოს - 4 (12)

რუმინეთის ჩემპიონატში ერთი თამაში ჰქონდა ირაკლი ჩიქოვანის გუნდს - პოლი ტიმიშოარა სტუმრად 25-28 დამარცდა დუნარია კელერეშისთან. ქართველმა შუამარბმა 1 გოლი გაიტანა (61 ბურთი 14 მატჩში), მისი კლუბი კი პლეიოფში გასასვლელად იბრძვის. აქ ლიდერობს შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი. რეგულარული სეზონი 28 იანვარს განახლდება.

რუმინეთი (14 ტურის შემდეგ): ოდორჰეი 27 (13 მატჩიდან), ბაია მარე 27, CSM ბუქარესტი 26 (13), დინამო ბუქარესტი 26, კელერაში 24, კონსტანცა 23, შტიინცა ბაკეუ 22, სტიაუა 19 / ტიმიშოარა 16, პოტაისა ტურდა 16, ვასლუი 15, სუჩავა 9, ტარგუ ჟიუ 9

თურქეთის ჩემპიონატში 2 მატჩი წააგო მეკარე გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის გუნდმა, ტრაბზონსფორმა - სტუმრად ანკარასფორთან 28-30 და შინ ლიდერ ბეშიქთაშთან 21-35. ტრაბზონი მეცხრე ადგილზეა და პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, ამაში რავმირებული მსხვილიძე ვერ ეხმარება. თურქეთში პირველი წრე დასრულდა, ტურნირი 18 იანვარს განახლდება.

თურქეთი (13 ტურის შემდეგ): ბეშიქთაში 26, ანკარასფორი 21, ბურსა ნილუფერი 20, მილი პიანგო 15, ამასია 13, ანკარა 12, ანაფენ კოლეჯი 11, გენჩლერბირლიგი 11 / ტრაბზონი 10, ანთალია 10, ქაისერი 9, იზმირი 8 / მერსინი 7, ქონია 7

დაბოლოს, ირანის ჩემპიონატში ახალი წლის წინ მეოთხე ადგილზეა ქართველი გამთამაშებლის, აკაკი ტალახაძის კლუბი, თავრიზი.

ფოტო: ვესპრემი-ვოივოდინა. დათუკაშვილი (78) ლასლო ნადის წინააღმდეგ

22/12/14 2 მოგება, 2 ფრე - რევანში აზერბაიჯანთან

ხელბურთელ გოგონათა ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა ოთხმატჩიანი სერია აზერბაიჯანის თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან. სამი დაძაბული ბრძოლის შემდეგ (ორი ფრე, 1 მოგება) მეოთხე შეხვედრაში ქართველებმა შედარებით იოლად გაიმარჯვეს - 31-27.

აზერბაიჯანს ტრავმის გამო დააკლდა ძირითადი მეკარე მუსაევა. ამავე მიზეზით რონალდ ერაძემ ვერ ათამაშა ჩოგოვაძე და კუნელაშვილი, ხოლო ქიტესაშვილი მატჩის დასაწყისშივე დაშავდა, მაგრამ ამჯერად ქართველები თავიდან ბოლომდე ლიდერობდნენ. მეტოქემ ვერ შეაჩერა ჩვენი მარცხენა შუამარბი თათია გადელია, რომელმაც გაიტანა არც მეტი, არც ნაკლები - 17 გოლი. მეორე ტაიმის დასაყისშივე საქართველოს ნაკრები 21-11 დაწინაურდა თამაშის ბოლოს მეტოქემ სხვაობა შეამცირა 31-17.

ნაკრები ახლა 5 იანვრამდე საშობაო არდადაგებზე გავა, შემდეგ კი განაგრძობს მზადებას ორი ტურნირისთვის, რომელიც საქართველოში გაიმართება. წლის მთავარი შეჯიბრებაა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მასპინძელთა გარდა ევროპის 7 უძლიერესი გუნდი გამოვა, ხოლო იქამდე, 20-22 მარტს - ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციას ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.

რონალდ ერაძე, მთავარი მწვრთნელი: - შეიძლება ითქვას, რომ ამ ოთხი თამაშით კმაყოფილი ვარ.  ცხადად დავინახეთ იმ შრომის შედეგი, რაც თითქმის სამი თვის განმავლობაში გავწიეთ, თუმცა, წინა გაცილებით მეტი სამუშაო გვქავს. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა, მაგრამ ოფიციალურ ტურნირებზე ეს საკმარისი არ იქნება. უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოვუმატოთ.

ელისო ჟურულიშვილი, მწვრთნელი: - აზერბაიჯანის ამ ნაკრებთან ჩვენ გაზაფხულზე სამჯერ წავაგეთ ბაქოში  (19-27, 24-30, 16-24) და ერთხელ თბილისში, ჯემალ ცერცვაძის თასზე (12-23). ისინი ჩვენზე 2 წლით უფროსები არიან. მართალია, ახლა აღარ ჰყავდათ ლიდერი,  ფოლადოვა, რომელსაც თამაშისთვის თავი გაუნებებია, მაგრამ  ჩვენ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა - მეკარე, გამთამაშებელი, ორი  ცაცია...  მომავალი სამი მეტოქიდან ერთთან  გვითამაშია. მაისში, ბელარუსის ტურნირზე შევხვდით ლიტვას. მაშინ არ გაგვიმართლა და ერთ დღეს მოგვიწია 2 მატჩი ბელარუსისა და ლიტვის ნაკრებებთან, ორსაათიანი შუალედით.  ლიტვასთან წავაგეთ 10 ბურთით. ძლიერი გუნდია. ჩვენზე ბევრად მაღალი მოთამაშეები ჰყავთ, მათ მეტი რესურსი აქვთ საერთოდ ქალთა ხელბურთში და მეტი არჩევანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლიტვას მარტში ბრძოლას გავუმართავთ.

საქართველო (16წ)  - აზერბაიჯანი (18წ)  31-27

22 დეკემბერი, გლდანი (მეოთხე მატჩი. 18-18, 27-27, 20-19)

საქ: ჩაჩუა, ყაველაშვილი - გადელია 17,  ღვალაძე 4, გაბისონია 4, გიორგაძე 3,  მორჩაძე 1, თეთრაშვილი 1, ბერიძე 1,  ჩოხელი,  ქიტესაშვილი

აზ: სალამოვა - გ. გულიევა 9, სმაგინა 6,  კალმიკოვა 5, რასულოვა 2, ბაგიროვა 1, ნაგიევა 1, გაჰრამანოვა 1, მამადოვა 1, ბაირამოვა 1, ალიევა, ნ. გულიევა

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ზ. ცინცაძე

ფოტო: თათია გადელია (9)

25/12/14 ფრედ დასრულებული სერია ბელარუსში

ბელარუსიდან დაბრუნდა საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ოლიმპიური ნაკრები, რომელმაც მინსკში 5 მატჩი გამართა ბელარუს თანატოლებთან და სერია ფრედ დაასრულა - 2 მოგება, ფრე და 2 მარცხი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გარი თურქია საშობაო არდადაგებზე გაემგზავრა საბერძნეთში, ტურნე კი მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა შეაჯამა.

გიორგი ქობელაშვილი: - მინსკში ძალიან კარგ პირობებში ვიყავით. ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ახალ, შესანიშნავ დარბაზში. ბელარუსებს ამ ცენტრში ორი გუნდი ჰყავთ, სადაც შეკრებილია ამ ასაკის, თექვსმეტი წლის, ყველა საუკეთესო  მოთამაშე მთელი ქვეყნიდან. ისინი მთელი წელი ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ და ვარჯიშობენ.

პირველი მატჩი გვქონდა ამ ორი გუნდის გაერთიანებულ შემადგენლობასთან, ანუ ბელარუსის ნაკრებთან. მოვიგეთ 30-28, ხოლო ცალ-ცალკე ერთ-ერთ გუნდს 38-33 მოვუგეთ და მეორესთან ფრედ ვითამაშეთ - 23-23.  უნდა ითქვას, რომ მასპინძლები არ მოელოდნენ ასეთ შედეგს და ბოლო ორი მატჩისთვის საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადეს. მეოთხე მატჩი მძიმე ბრძოლაში 24-27 წავაგეთ. ბოლო შეხვედრა გამოფრენის დღეს, დილას გვქონდა და მხოლოდ პირველი ტაიმი გავძელით (17-17), ხოლო მეორეში კი გუნდი ფაქტიურად გაჩერდა, იმდენად დაიღალა, მეტოქის შემადგენლობაში კი იმ ხალხმა გამოიჩნა თავი, ვინც აქამდე უმეტესად სკამზე იჯდა და შედარებით დასვენებული იყო. წავაგეთ 25-35, მაგრამ ეგ არაფერი, ჩვენთვის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენი მიზანია  ოლიმპიური ფესტივალი თბილისი-2015, რომლისთვისაც გეგმიურად ვემზადებით.

არ ვერიდებოდით ექსპერიმენტებსაც დაცვაში ძირითადი წყობა 6-0 იყო, მაგრამ ვსინჯავდით 5-1, 4-2 და 3-3 სქემასაც, რათა ყველა სიტუაციისთვის მზად ვიყოთ. იცვლებოდა შემადგებლობაც და თავის გამოჩენის შანსი ყველას ჰქონდა, თუმცა, ძირითადი შვიდეული მაინც გამოკვეთილი იყო: ხანდოლიშვილი - რუსტამოვი, იობაშვილი (კბილაშვილი), კბილაშვილი (ფერაძე), არსენაშვილი, ბულბულაშვილი, მერკვილაძე.

ტრადიციულად, ყველაზე შედეგიანი იყო ირაკლი კბილაშვილი, თუმცა,მისი გოლების ნაწილი შვიდმეტრიანებზე მოდის. განსაკუთრებული ქება და მაყურებელთა ტაში დაიმსახურა მეკარე სანდრო ხანდოლიშვილმა, დაცვაში  კარგი იყო გიორგი მიქავა. პოზიცია შევუცვალეთ ხაზეინ რუსტამოვს და გარემარბად გადავიყვანეთ, რამაც ვფიქრობ, გაამართლა. გამოვყოფ უკანახაზელებს - იობაშვილს, ფერაძეს და ბულბულაშვილს, , ძირითად პივოტ არსენაშვილს.

საბოლოო ჯამში, ტურნე სასარგებლო იყო. გამოჩნდა ბევრი კარგი და რამდენიმე უარყოფითი მომენტიც.

ამ დრისათვის გუნდის ძირითდი ბირთვი თითქოს გამოკვეთილია, მაგრამ ნაკრების კარი არავისთვის არაა დახურული. ორი მოთამაშე, გაწერელია და ტიელიძე ტრავმირებული იყო და მალე უნდა შემოგვიერთდეს.  ძირითადის გარდა გვყავს ამ მომენტისთვის მეორე შემადგენლობა, რომელსაც გიორგი გვაზავა ავარჯიშებს. ეს კარგია ამ ბიჭების მოტივაციისა და იმისთვისაც, რომ პირველ გუნდში ვინმემ თავი არხეინად არ იგრძნოს.  კონკურენცია დიდია და ივლისამდეც დიდი დროა.

ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები (16 წ) ბელარუსში. 2014

მინსკი, 19 დეკემბერი

ბელარუსი - საქართველო 28-30

ბლრ: იასიუკევიჩი - ალეხინი 6, კარპლიუკი 5, პოლუეკტოვი 4, სოტნიკი 3, ბუბენი 3, კუსენკოვი 2, განცევიჩი 2, ლევანდოვსკი 1, ხმელკოვი 1, ხლიმანკოვი 1,  ხილკო, დოროფეევი, რახოვი, დერგაჩევი. გოლოვკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - კბილაშვილი 9, არსენაშვილი 5,  ფერაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, იობაშვილი 2, მაისურაძე 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

20 დეკემბერი

ოლიმპიური რეზერვების ცენტრი - საქართველო 33-38

ორც: იასუკევიჩი - ბუბენი 10, ხმელკოვი 7, ალეხინი 6, კუსენკოვი 4, სოტნიკი 3, ხილკო 2, განცევიჩი 1, რახოვი, დოროფეევი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი -  კბილაშვილი 13,  არსენაშვილი 6, იობაშვილი 5, ბულბულაშვილი 5, რუსტამოვი 3, მიქაძე 2, ზარნაძე 2, ზაალიშვილი 1, ფერაძე 1, მაისურაძე, მამულაშვილი, მერკვილაძე

21 დეკემბერი

რცოპ არკატრონი - საქართველო 23-23

არკატრონი: ემელევიჩი -  პოლუეკტოვი 10, კარპლიუკი 4, დერგაჩევი 3, შჩერბინა 2,  ლევანდოვსკი 2, ხლიმანკოვი 1, ბუზოვსკი 1, ოსადჩუკი, კოტენკოვი, გოლოვკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი -  ბულბულაშვილი 8, არსენაშვილი 6, კბილაშვილი 3,  რუსტამოვი 3, მიქავა 1, ზარნაძე 1, მერკვილაძე 1 იობაშვილი, ზაალიშვილი, ფერაძე, მამულაშვილი, მაისურაძე

22 დეკემბერი

ბელარუსი  - საქართველო  27-24

ბლრ: იასიუკევიჩი - პოლუეკტოვი 10, ალეხინი 5, ბუბენი 5, კუსენკოვი 4, სოტნიკი 1, დერგაჩევი 1, ხლიმანკოვი 1, განცევიჩი, ხმელკოვი, ხილკო, გოლოვკოვი, კოტენკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - კბილაშვილი 10, რუსტამოვი 4, ბულბულაშვილი 4, არსენაშვილი 2,  მაისურაძე 2, იობაშვილი 1, ზარნაძე 1, ფერაძე, მერკვილაძე, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

23 დეკემბერი

ბელარუსი  - საქართველო  35-25

ბლრ: იასიუკევიჩი - განცევიჩი 12, კუსენკოვი 7, სოტნიკი 6, ხილკო 4, გოლოვკოვი 3, დერგაჩევი 2, ბუბენი 1,  პოლუეკტოვი, ალეხინი, ხლიმანკოვი, ხმელკოვი, კოტენკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - არსენაშვილი 8, იობაშვილი 5, კბილაშვილი 5, ფერაძე 4, რუსტამოვი 3, ბულბულაშვილი, მაისურაძე, ზარნაძე, მერკვილაძე, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)

უკანა ხაზი: გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა/ქუთაისი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი)

გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი)

პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი), გიორგი მიქავა (იმედი)

მთავარი მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი


22/12/14 ნორვეგია ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო ნორვეგიამ, ვინც ფინალში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ესპანეთი და ორი წლის წინ დაკარგული ტიტული დაიბრუნა.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ (3-3) ნორვეგიამ 11 წუთი გოლი ვერ გაიტანა. მეკარე ნავარომ მოიგერია ყელაფერი, მათ შორის ნორა მორკის შვიდმეტრიანი და მსოფლიოს საუკეთესო პივოტის, ჰაიდი ლოკეს 3 დარტყმა 6 მეტრიდან, გამთამაშებელმა ნერეა პენიამ კი პირველ ტაიმში 7 გოლი გაიტანა. ესპანეთი წინ გავიდა - 10-5, მე-18 წუთზე.

ნორვეგიელთა ისლანდიელმა მწვრთნელმა ჰერგეირსონმა ტაიმ-აუტი აიღო და სიტუაცია შეიცვალა. ზედიზედ 3 გაშვებული გოლის შემდეგ უკვე პენიამაც ვეღარ გაიტანა შვიდმეტრიანი და დასრულებამდე 30 წამით ადრე ლოკეს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ააცილა, ხოლო კონტრშეტევაში აგილარმა სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა - ესპანეთმა ტაიმი 12-10  მოიგო.

შესვენების შემდეგ ნორვეგიამ მყისვე გაათანაბრა და 37-ე წუთზე მორკმა 2 ბურთით დააწინაურა თავისიანები 17-15. თამაშში წაუვიდა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე სილიე სოლბერგს, ვინც ამ ტურნირზე წარმატებით შეცვალა ორსულობის გამო არმყოფი კატრინ ლუნდე. კუთხდან 3 გოლი გაიტანა მისმა ტყუპისცალმა შარლოტმა, 7 გოლი დაუგროვდა მორკს, ხოლო ცაცია ვეტერანის, ლინ-კრისტინ რიგელჰუტ-კორენის ათივე ტყორცნა ფინალში ზუსტი იყო. 48-ე წუთზე ანგარიში 24-20 გახდა.

მაგრამ ესპანეთი არ დანებდა. პენიამ დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა ერთ გოლამდე დაიყვანა (25-26) და მომდევნო ორ შეტევაში გუნდი ანგარიშის გასათანაბრებლადაც წავიდა, მაგრამ კუთხიდან ჯერ მარტინმა ააცილა, შემდეგ - პინედომ, ამასობაში კი რიგელჰუტ-კორენმა სირენამდე 2 წუთით ადრე სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა, ბოლო წამებზე კი შვიდმეტრიანიც შეაგდო, 28-25.

ბრინჯაოს მედლისთვის შვედეთმა დაამარცხა აწ უკვე ექსჩემპიონი, მონტენეგრო - 25-23.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია

21 დეკემბერი, ბუდაპეშტი

მესამე ადგილისთვის

შვედეთი - მონტენეგრო 25-23

ფინალი

ნორვეგია - ესპანეთი 28-25

ნორ: ს. სოლბერგი (15/37), სანდო (2/5) - რიგელჰუტ-კორენი 10 (5 პენალტი), მორკი 7 (6 პასი),  შ. სოლბერგი 3,  ოფტედალი 2,  ლოკე 2, ბ. რიგელჰუტი 2, კრისტიანსენი 1, ალსტადი 1, ჰერემი, იაკობსენი, ბრეივანგი, ვიბე, კარლსონი, არნცენი

ესპ: ნავარო (11/39), ტემპრანო - პენია 10 (5 პენალტი), მარტინი (4), კაბრალი 4 (4 ჩაჭრა),  მანგე 3 (4 პასი), აგილარი 2, ჩავესი 1, პინედო 1, ფერნანდესი, ელორსა, გონსალესი, ლოპესი, ეგოსკე, ნუნიესი, ესკრიბანო

ლასლო პაპის არენა, 7500 მაყურებელი

ქალთა ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები

1994 - 1. დანია 2, გერმანია 3. ნორვეგია 4, უნგრეთი

1996 – 1. დანია 2. ნორვეგია 3. ავსტრია. 4. გერმანია

1998 – 1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. ავსტრია

2000 – 1. უნგრეთი 2, უკრაინა  3. რუსეთი 4, რუმინეთი

2002 – 1. დანია 2. ნორვეგია 3. საფრანგეთი 4. რუსეთი

2004 -  1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. რუსეთი

2006 - 1. ნორვეგია 2. რუსეთი 3. საფრანგეთი 4. გერმანია

2008 - 1. ნორვეგია 2. ესპანეთი 3. რუსეთი 4. გერმანია

2010 - 1. ნორვეგია 2. შვედეთი 3, რუმინეთი 4, დანია

2012 - 1. მონტენეგრო 2. ნორვეგია 3. უნგრეთი 4. სერბეთი

2014. - 1. ნორვეგია 2. ესპანეთი 3. შვედეთი 4. მონტენეგრო

23/12/14 საუკეთესო მოთამაშე იზაბელ გულდენი გახდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცხადდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა.

სიმბოლურ შვიდეულში მოხვდა ევროპის ჩემპიონის, ნორვეგიის 3 ხელბურთელი, ფინალისტ ესპანეთის - ერთი, ორი დანიელი და ერთი რუმინელი. შვიდეულში არცერთი წარმომადგენელი არ ჰყოლია ბრინჯაოს პრიზიორ შვედეთს, თუმცა მათ ორი პრიზი ერგოთ.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=6W0M18sY6S0

საუკეთესო შვიდეული: მეკარე სილიე სოლბერგი (ნორ), მარცხენა გარემარბი მარია ფისკერი (დან), მარცხენა შუამარბი კრისტინა ნიაგუ (რუმ), გამთამაშებელი კრისტინა კრისტიანსენი (დან), პივოტი ჰაიდი ლოკე (ნორ), მარჯვენა შუამარბი ნორა მორკი (ნორ),  მარჯვენა გარემარბი კარმენ მარტინი (ესპ)

საუკეთესო მოთამაშე იზაბელ გულდენი(შვდ)

ჩემპიონატის საუკეთესო ხელბურთელს შვიდეულში არ ასახელებენ და სპეციალურ პრიზს გადასცემენ. აშკარა იყო, რომ ამ ჯილდოს მიიღებდა შვედეთის 25 წლის გამთამაშებელი, იზაბელ გულდენი (179 სმ) - ის რამდენიმე სტატისტიკურ ნომინაციაში საუკეთესო იყო: გაიტანა ყველაზე მეტი გოლი, საუკეთესო იყო გოლი+პასი სისტემით, ხოლო შვიდმეტრიანებში უნიკალური შედეგი ჰქონდა, 27 დარტყმიდან 27 გოლი.

საუკეთესო მცველი საბინა იაკობსენი (შვდ)

საუკეთესო მცველი სახელდება სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და მას იღებს მოთამაშე, ვისაც ჯამში ყველაზე მეტი ჩაჭრილი და დაბლოკილი ბურთი დაუგროვდება. ასეთი იყო ლინეა ტორსტენსონი, მაგრამ მან ბოლო მატჩში უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და ჯილდო ერგო საბინე იაკობსენს.

ევროპის ჩემპიონმა, ნორვეგიამ მოიპოვა 2016 წლის ოლიმპიადისა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატების საგზური. ნორვეგიისა და მასპინძელ ბრაზილიის გარდა, თითო ადგილს მიიღებენ დანარჩენი სამი რეგიონის (ამერიკა, აფრიკა, აზია) ჩემპიონი და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი. დანარჩენი 6 საგზური გათამაშდება სპეციალურ შესარჩევ ტურნირებზე 2016 წელს.

რაც შეეხება 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ევროპას მასზე კიდევ 9 ადგილი ერგება. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 14 გუნდი (ყველა, ნორვეგიისა და მომავალი ტურნირის მასპინძელ დანიის გარდა) გადავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში, სადაც მათ დაემატებათ შესარჩევი ტურნირის 4 გამარჯვებული - სლოვენია, ავსტრია,  ისლანდია და ჩეხეთი.

წილისყრა ევროპის ჩემპიონატის ფინალის დღეს გაიმართა: საფრანგეთი-სლოვენია, გერმანია-რუსეთი, სერბეთი-რუმინეთი, ჰოლანდია-ჩეხეთი, უკრაინა-პოლონეთი, მონტენეგრო-ისლანდია, ავსტრია-უნგრეთი, ესპანეთი-სლოვაკეთი, ხორვატია-შვედეთი. თამაშები გიმართება 6/7 და 13/14 ივნისს და გამოვლინდება მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 9 მონაწილე.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია

გოლები

იზაბელ გულდენი, შვდ 58 (8 მატჩი)

კრისტინა ნიაგუ, რუმ 49 (6)

კარმენ მარტინი, ესპ 46 (8)

კატარინა ბულატოვიჩი, მნტ 44 (8)

ნორა მორკი, ნორ 41 (8)

პასები

მარტა მანგე, ესპ 35 (8)

ნორა მორკი, ნორ 35 (8)

კრისტინა კრისტიანსენი (დან) 33 (6)

გოლი+პასი

გულდენი 82 (58+24)

მორკი 76 (41+35)

ბულატოვიჩი 72 (44+28)

ნიაგუ 72 (49+23)

ნერეა პენია, ესპ 66 (38+28)

შვიდმეტრიანები

გულდენი 27/27

მარტინი 30/25

კრისტინა ტრიშჩუკი, უნგ 25/23

ნიაგუ 24/19

გოლები თამაშიდან

ჰაიდი ლოკე, ნორ 37 (8)

იდა ოდენი, შვდ 36 (8)

გულდენი, მორკი, პენია 31 (8)

მილენა კნეზევიჩი (მნტ), ბულატოვიჩი,  მანგე, ნიაგუ 30

მეკარეები

სილიე სოლბერგი, ნორ 94/227 41%

პაულა უნგურიანუ, რუმ 80/198 40%

კატია შულკე, გერ 56/142 39%

ევა კიში, უნგ 72/188 38%

სანდრა ტოფტი, დან 62/163 38%

მცველები (ბლოკი+ჩაჭრა)

ლინეა ტორსტენსონი, შვდ 14+3

საბინა იაკობსენი, შვდ 11+4

ალექსანდრინა კაბრალი, ესპ 1+14

იზაბელ გულდენი, შვდ 1+12

21/12/14 გამარჯვება მესამე ცდიდან

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ზედიზედ ორი ფრის შემდეგ (18-18, 27-27), მესამე მატჩში დაამარცხა აზერბაიჯანის გუნდი - 20-19. ორშაბათს, გლდანში,  16 საათზე, ბოლო ამხანაგური მატჩი გაიმართება საქართველოს თექვსმეტწლამდელთა და აზერბაიჯანის თვრამეტწლამდელთა ნაკრებებს შორის.

თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში სტუმრები ლიდერობდნენ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა როლანდ ერაძემ და ელისო ჟურულიშვილმა ნაკლებად დატვირთეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, თათია გადელია. ამჯერად ყველაზე შედეგიანები იყვნენ პივოტი მედეა ჩოხელი (6 გოლი) და გარემარბი ქრისტინე ღვალაძე (5). ქართველებმა ძალიან მძიმე მატჩი დასკვნით 15 წუთში გარდატეხეს, ბოლო ორი გოლი კი შეაგდეს თამარ ჩოგოვაძემ და გადელიამ.

ამავე ასაკის ჭაბუკთა გუნდმა მესამე მატჩი გამართა ბელარუსში. ორი გამარჯვების შემდეგ, მათ შორის ამ ქვეყნის თექვსმეტწლამდელთა ნაკრებთან, კვირას ქართველებმა ფრედ დაასრულეს შეხვედრა მინსკის კლუბ ალკატრონთან - 23-23. ნაკრები ბელარუსში კიდევ 2 მატჩს გამართავს და 23 დეკემბერს შინ გამოემგზავრებს.

საქართველო (16წ)  - აზერბაიჯანი (18წ) 20-19

21 დეკემბერი, გლდანი

საქ: ჩაჩუა, ყაველაშვილი, ვარდიშვილი - ჩოხელი 6, ღვალაძე 5, გაბისონია 4, გადელია 4,  ჩოგოვაძე 1, კუნელაშვილი, ქიტესაშვილი, ბერიძე, მორჩაძე, თეთრაშვილი, ჯაღათაშვილი, გიორგაძე

აზ: მ. მუსაევა 1, სალამოვა - კალმიკოვა 8, რასულოვა 4, გ. გულიევა 3, სმაგინა 1,  ბაგიროვა 1, მამადოვა 1, ალიევა, ნაგიევა , გაჰრამანოვა, ს. მუსაევა, ბაირამოვა, ნ. გულიევა

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ზ. ცინცაძე