სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

მთავარი

ევროპის პირველობის პირველი ფინალისტი გახდა საფრანგეთი, ვინც 30:27 დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი.

თამაში დაიწყო იმით, რომ ფრანგების 38 წლის მეკარემ ტიერი ომაიერმა მოიგერია შვიდიდან 5 დარტყმა, რის შემდეგაც ფრანგები ჯერ 7:2, მერე კი 11:6 (20 წუთი) დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დადგა ესპანეთის ჯერი და ტაიმის დარჩენილი 10 წუთი მსოფლიო ჩემპიონებმა 8-1 მოიგეს. მათ ორი ლიდერი ჰყავდათ თამაშში - პივოტი ხულენ აგინაგალდე და გამთამაშებელი ხოან კანელასი - სწორედ მან გაიტანა ტაიმის ბოლოს ზედიზედ 4 გოლი - 14:12.

33-ე წუთზე მსოფლიო ჩემპიონი უკვე 16:13 ლიდერობდა. როდესაც ორწუთიანში გაუშვეს ლუკა კარაბატიჩი, ესპანეთი 2 ბურთით იგებდა, მაგრამ 2 წუთის შემდეგ დანიელ ნარსისის და ნიკოლა კარაბატიჩის გოლების შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, ხოლო მერე ვალენტენ პორტმა და ნარსისმა წინ გაიყვანეს ფრანგები - 18:16.

37 წუთზე უკვე ნიკოლა კარაბატიჩი გააძევეს ორი წუთით. კანელასმა პენალტით სხვაობა შეამცირა - 17:18. მალე კარაბატიჩს მიჰყვა ნარსისი და ფრანგები წუთნახევრით ხუთნი დარჩნენ. მოედანზე გამოვიდა მეორე მეკარიე სირილ დიუმულენი და პენალტი აუღო კანელასს, ხოლო სწრაფი შეტევის შემდეგ ლუკ აბალომ ანგარიში 19:17 გახადა - ამ დროს საფრანგეთს მოედანზე 2 კაცით ნაკლები ყავდა.

17:20 ჩამორჩენის შემდეგ ესპანეთი გონს მოვიდა და ანგარიში გაათანაბრა - 20:20, 43 წუთი. ამის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა. ესპანეთმა ბოლოს გაათანაბრა 53 წუთზე, მას შემდეგ, რაც დაცვის ბურჯმა, ლუკა კარაბატიჩმა მესამე ორწუთიანისთვის წითელი ბარათი მიიღო და აგინაგალდემ გაიტანა - 25:25.

ბოლო წუთები იყო ლუკ აბალოს (ფოტოზე - 19) ბენეფისი. ფრანგების ცაცია გარემარბმა საოცარ ნახტომში გაიტანა ბოლო სამი ბურთი და ესპანელებს შანსი არ დაუტოვა. აბალოს ანგარიშზე 8 გოლია, 7 გაიტანა მეორე ცაციამ, ვალენტენ პორტმა, ხოლო ესპანეთის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, მათმა მემარცხენემ, ხორხე მაკედამ თორმეტიდან მხოლოდ 2 გოლი შეაგდო და ამის გარდა 5 ბურთი დაკარგა შეტევაში.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
24 იანვარი. ნახევარფინალი

საფრანგეთი - ესპანეთი 30:27

საფ: ომაიერი 7/24, დიუმულენი 9/19 - აბალო 11/8, პორტი 8/7, ნარსისი 10/5, გიგუ 7/5, ნ. კარაბატიჩი 3/2, სორენდო 3/2, ჟოლი 2/1, ლ. კარაბატიჩი, ანიჩი, ფერნანდესი, ონრუბია, აკამბრეი - ორწუთიანი 7, შვიდმეტრიანი 6/5

ესპ: სიერა 5/29, პერეს დე ვარგასი 2/8 - კანელასი 12/10, აგინაგალდე 6/5, ენტრერიოსი 6/4, მაკედა 12/2, ტომასი 4/2, უგალდე 2/1, მოროს დე არხილა 1/1, გარსია 3/1. რივერა 3/1, სიერა, გვარდიოლა, სარმიენტო - ორწუთიანი 4, შვიდმეტრიანი 5/4

24:00 დანია - ესპანეთი

მეხუთე ადგილისთვის

ისლანდია - პოლონეთი 28:27

26 იანვარი

18:00 მესამე ადგილისთვის

20:30 ფინალი

დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდა მეორე ნახევარფინალისტი - ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი. მეორე ჯგუფში მეორე ადგილისთვის ოთხშაბათს გადამწყვეტი მატჩია - ხორვატია - პოლონეთი.

შვედეთი თვიდანვე უგებდა პოლონეთს - 3:0, 5:1, 10:6. მე-15 წუთზე კი მოედანზე გამოვიდა პოლონელთა სათადარიგო მეკარე პიოტრ ვიშომირსკი. მან მოიგერია პირველი 7 დარტყმიდან 5, რის შემდეგაც ტაიმი უკვე მისმა გუნდმა მოიგო - 15:12. შესვენების სემდეგ ვიშომირსკიმ განაგრძო შვედების დაჰიპნოზება - 19:12, 24:14 და 32:18 55-ე წუთზე! საბოლოოდ, 35:25, ვიშომირსკიმ კი მოიგერია 17 ბურთი 32 დარტყმიდან, ანუ 53 პროცენტი. შვედები ნახევარფინალის საგზურს გამოეთხოვნენ და ნებისმიერ შემთხვევაშო მეოთხე ადგილზე გავლენ ჯგუფში.

დარჩენილ ორ მატჩში ბრძოლა არ ყოფილა - ხორვატიამ 33:25 მოუგო რუსეთს, ხოლო საფრანგეთმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარა ამ ჩემპიონატზე - 39:30 დაამარცხა ბელარუსი.

შედეგად, საფრანგეთს 8 ქულა აქვს და ნახევარფინალის საგზური ჯიბეში უდებს. ხორვატია და პოლონეთი ერთმანეთთან შეხვედრაში გაითამაშებენ მეორე ადგილს. ფრე ხორვატიას აწყობს, რადგანაც ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.

ოთხშაბათს გაიმართება 6 მატჩი და ორივე ჯგუფში დასულდება ასპარეზობა. პირველი ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვს დანიას. ისლანდიას მეორე ადგილზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა - თუ მოუგებს დანიას და ესპანეთი წააგებს მაკედონიასთან. სხვა შემთხვევაში ნახევარფინალში ესპანეთი გავა.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
მეორე ჯგუფური ეტაპი.

2 ჯგუფი . 21 იანვარი

რუსეთი - ხორვატია 25:33

საფრანგეთი - ბელარუსი 39:30

პოლონეთი - შვედეთი 35:25

საფრანგეთი 8 ქულა, ხორვატია 6 / პოლონეთი 6, შვედეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0

22 იანვარი

18:45 რუსეთი - ბელარუსი

21:00 საფრანგეთი - შვედეთი

23:15 პოლონეთი - ხორვატია

1 ჯგუფი

დანია 8, ესპანეთი 6 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

22 იანვარი

19:00 მაკედონია - ესპანეთი

21:15 ავსტრია - უნგრეთი

23:30 დანია - ისლანდია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

თებერვალში განახლდება შინაური სახელბურთო სეზონი. ტურნირების სერია ასაკობრივი პირველობით დაიწყება და გაგრძელდება ეროვნული ჩემპიონატით.

1 მარტს უკვე თბილისში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრნელი ჯორჯე რაშიჩი, რომელიც თვალყურს მიადევნებს ყველა შინაურ შეჯიბრებას. სერბი სპეციალისტს ფუნქციები იზრდება - ის ყველა ნაკრების კოორდინატორად ინიშნება.

სეზონის განახლების წინ ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ვიცეპრეზიდენტები იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე, ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი დიმიტრი აბესაძე.

იმსჯელეს ეროვნული ნაკრებისა და შინაური ტურნირების პრობლემებზე. ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს.

ირაკლი კეკელიძე: - მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მთელმა სიმძიმემ 7-8 მოთამაშეზე გადაიარა. ერთი-ორი კაცის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ხელბურთელები სათანადოდ ვერ არიან მომზადებულები - ძირითადად ეს ეხება ფიზიკურ კონდიციებს, თუმცა, არის პრობლემები საბაზისო ტექნიკასა და ტაქტიკურ მომზადებაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველა კლუბს არა აქვს მოსამზადებელი პირობები. ამ მხრივ, ზამთარი ფაქტობრივად დაკარგულია, რადგან ის დარბაზები, სადაც კლუბები ვარჯიშობენ არ თბება და ტრავმების საშიშროება დიდია, ფედერაციის საკუთრებაში კი არცერთი დარბაზი არაა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს...

ბექა ორჯონიკიძე: - ყველამ იცის, რომ ნაკრებში რამდენიმე პრობლემური პოზიცია გვაქვს. შემოდგომიდან ახალ შესარჩევ ციკლში ჩავებმებით და ამ პრობლემას შეიძლება კიდევ ერთიც დაემატოს. ორი მოთამაშე უკვე კრიტიკულ ასაკშია. როგორც ვიცი, გიორგი გვაზავა თამაშს თავს ანებებს, რის შემდეგაც პივოტის პოზიციაზე პრობლემა კიდევ უფრო გაგვიმწვავდება. ასევე 35 წლისაა სერგო დათუკაშვილიც. მისი მომავალი კარიერის შესახებ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ახალი მოთამაშეების დამატება აუცილებელია.

პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი გზა დაისახა - უკვე არსებობს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთაგან შემდგარი დაახლოებით ოცკაციანი სია - ნაკრების უახლოესი რეზერვი. აქ არიან ხელბურთელები თითქმის ყველა კლუბიდან. ეს ჯგუფი, ჩემპიონატის თამაშების შუალედში, პერიოდულად შეიკრიბება ხოლმე და ჯორჯე რაშიჩის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებს.

გლობალურად ამ პრობლემას მას შემდეგ მოევლება, რაც ასაკობრივი ნაკრებებიდან მივიღებთ კარგ შევსებას, იქამდე კი უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატის ყველა რესურსი.

ასაკობრივი გუნდებს რაც შეეხება, უახლოეს ხანში შეიკრიბება 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოემზადება. ნაკრების კანდიდატთა სია უვე ცნობილია, თუმცა დიდი არჩევანი არც აქაა - გუნდი ამ და უფრო უმცროსი ასაკის მაქსიმუმ 25 მოქმედი მოთამაშისგან უნდა შეირჩეს. თუმცა, რამდენიმე მათგანს - ზურაბ აბრამიშვილს, ზურაბ სიმონიას და თემურ ორჯონიკიძეს, უკვე მიღებული აქვს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება.

შეჯიბრება 4-6 აპრილს გაიმარება ოვიედოში, ესპანეთი. მეტოქეები არიან ესპანეთი, ნორვეგია და მონტენეგრო. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ორი გუნდი გადის.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლინდა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მასპინძელი, დანია. ამ ჯგუფში მეორე ადგილზე ესპანეთია და საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ბოლო ტურში დამარცხდება მაკედონიასთან, ისლანდია კი დანიას მოუგებს.

ორშაბათს სამივე ფავორიტმა დაგეგმილი მოგება მიითვალა, თუმცა, სამივეს გაუჭირდა. მაკედონიამ რამდენჯერმე გაუთანაბრა ანგარიში ისლანდიას, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა კირილ ლაზაროვმა 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - კრიტიკულ მომენტში ისლანდია ახერხებდა მომატებას და მეტოქისთვის ადგილის მიჩენას - 29:27.

თითქმის იგივე სცენარი იყო ავსტრია - ესპანეთის თამაშში. ავსტრია ორჯერ წინაც გავიდა (11:10, 12:11), მაგრამ საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ ბოლო ორ წუთში ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა - 27:28. ამ თამაშში უფრო სხვა რამ იყო გამოსარჩევი - ესპანეთმა განაცხადში დაიმატა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის საუკეთესო პივოტი ხულენ აგინაგალდე, ვინც ტრავმა მოირჩინა და დღეს საუკეთესოც იყო მოედანზე - 8 გოლი 10 ცდიდან.

ანალოგიური სცენარი იყო მესამე მატჩშიც. უნგრეთი ნახევარფინალში გასვლის შანსს მხოლოდ დანიის დამარცხების შემთხვევაში ინარჩუნებდა და, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ 24:28 წააგო.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
მეორე ჯგუფური ეტაპი.

1 ჯგუფი. 20 იანვარი

მაკედონია - ისლანდია 27:29

ავსტრია - ესპანეთი 27:28

დანია - უნგრეთი 28:24

დანია 8 ქულა, ესპანეთი 6 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

22 იანვარი

19:00 მაკედონია - ესპანეთი

21:15 ავსტრია - უნგრეთი

23:30 დანია - ისლანდია

2 ჯგუფი.

საფრანგეთი 6, ხორვატია 4 / შვედეთი 4, პოლონეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0

21 იანვარი

18:45 რუსეთი - ხორვატია

21:00 საფრანგეთი - ბელარუსი

23:15 პოლონეთი - შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი - ბელარუსი

21:00 საფრანგეთი - შვედეთი

23:15 პოლონეთი - ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პარასკევს, ითამაშებენ დანია-ხორვატია და საფრანგეთი-ესპანეთი.

ხუთშაბათს ესპანეთმა დამაჯერებლად მოუგო მაკედონიას, 33:22, მეორე ადგილი გაინაღდა ჯგუფში და ისლანდიას მიზერული შანსები გადაუწურა.

მთავარი მატჩი გაიმართა მეორე ჯგუფში, ხორვატიასა და პოლონეთს შორის. გამარჯვებული ნახევარფინალის ბოლო, მეოთხე საგზურს იღებდა.

პოლონეთმა კარგად დაიწყო - 6:3 9 წუთზე და 15:14 ტაიმის ბოლოს. მაგრამ შესვენების შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა გარემარბმა მანუელ შტრლეკმა, თითო - ივან ჩუპიჩმა და მარკო კოპლიარმა. ხორვატია 19:15 გავიდა წინ და უპირატესობა აღრ დაუთმია. წინა თამაშის გმირმა, მეკარე პიოტრ ვიშომირსკიმ მხოლოოდ 15 წუთი ითამაშა და ათიდან 2 დარტყმა მოიგერია. პოლონელებმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა 2 ბურთამდე (23:25, 52 წუთი), მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს. 6-6 გოლით ხორვატთაგან საუკეთესოები იყვნენ გამთამაშებელი დომაგოი დუვნიაკი, გარემარბები ზლატკო ჰორვატი და შტრლეკი. პოლონელები შაბათს სანუგეშო მატჩს ითამაშებენ ისლანდიასთან მეხუთე ადგილისთვის.

საბოლოოდ, ნახევარფინალში გავიდნენ ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი, მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი, ევროპის ჩემპიონი დანია და ბოლო ამ სამი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი ხორვატია. ოთხივე ეს გუნდი საუკეთესო იყო პირველ ჯგუფურ ეტაპზე და თავ-თავის ჯგუფში სამი-სამი თამაში მოიგო. ყველა, ექვსივე მატჩის მოგება ამ ჩემპიონატზე მხოლოდ დანიამ მოახერხა. აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე საფრანგეთი დღეს 28:30 დამარცხდა შვედეთთან, მაგრამ პირველი ადგილი ხორვატებთან პირადი მოგების წყალობით შეინარჩუნა.

სამმა ნახევარფინალისტმა მოიპოვა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის საგზური, ხოლო ესპანეთს, როგორც 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ეს უფლება ისედაც ჰქონდა. დანარჩენი 12 გუნდი პლეიოფში გადავა. მათ დაემატება გერმანია და ახლახან დასრულებული შესარჩევი ტურნირის 5 გამარჯვებული.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ სტატისტიკას, ბომბარდირია ისლანდიელი გუდიონ სიგურდსონი (44 გოლი), ყველაზე მეტი ქულა კი დანიელმა მიქელ ჰანსენმა დააგროვა - 64 (28 გოლი, 36 პასი).

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი.

1 ჯგუფი

დანია 10, ესპანეთი 8 / ისლანდია 5, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 2

22 იანვარი

მაკედონია - ესპანეთი 22:33

ავსტრია - უნგრეთი 25:24

დანია - ისლანდია 32:23

2 ჯგუფი

საფრანგეთი 8, ხორვატია 8 / პოლონეთი 6, შვედეთი 6, რუსეთი 2, ბელარუსი 0

22 იანვარი

რუსეთი - ბელარუსი 39:33

საფრანგეთი - შვედეთი 28:30

პოლონეთი - ხორვატია 28:31

24 იანვარი, ნახევარფინალი

21:30 საფრანგეთი - ესპანეთი

24:00 დანია - ხორვატია

მეხუთე ადგილისთვის:

19:00 პოლონეთი - ისლანდია

26 იანვარი

18:00 მესამე ადგილისთვის

20:30 ფინალი

 

დანიიდან დაბრუნდა ქართველი მწვრთნელი ლევან გელაშვილი. ის ქალაქ სილკებორგში ესწრებოდა მწვრთნელთა უმაღლესი კატეგორიის კურსებს, რომელიც ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ, ე.წ. რინკის კონვენციის ფარგლებში გაიმართა.

ლევან გელაშვილი: - კურსები ერთი კვირა გაგრძელდა და იქ მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ. გრაფიკი ძალიან ინტენსიური იყო. დილის 8 საათიდან საღამოს ექვსამდე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გვქონდა, საღამოს კი ვესწრებოდით ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ქალაქ ორჰუსში. ლექტორები იყვნენ აღიარებული ექსპერტები: უნგრელი პეტერ კოვაჩი, სლოვენიელი მარკო სიბილა, სერბი ბრანისლავ პოკრაიაცი, ფრანგი პოლ ლანდური, ისლანდიელი იოჰან გუნარსონი და EHF ოფისის თანამშრომლები ჰელმუტ ჰორიჩი და პეტერ ფროშლი.

მსმენელთა შორის იყო მთელი სახელბურთო ევროპა და სტუმრები იაპონიიდან თუ არაბული ქვეყნებიდან. მაგალითად, რამდენიმე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გერმანული კილის მწვრთნელი ალფრედ გისლასონი, რუმინეთში მოთამაშე ქართველთა საკლუბო მწვრთნელები და ასე შემდეგ. მარტო რუმინელი ათამდე კაცი იყო, ნაკრების შეფის ჩათლით. კურსებზე ყველა ცდილობს ჩამოსვლას, რადგან მეორე და მესამე სტადიაზე, რომლებიც წლის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს, წარმატებული მონაწილენი მიიღებენ ე.წ. მასტერ ქოუჩის ლიცენზიას, რომელიც უმაღლეს სამწვრთნელო ლიცენზიად ითვლება ევროპაში. იმის გამო, რომ საქართველო ჯერ არ შეერთებია რინკის კონვენციას, ამ სემინარზე მე ფორმალურად სტუმრის სტატუსი მქონდა, მაგრამ როდესაც კონვენციას ხელს მოვაწერთ, და, იმედია, ეს ძალიან მალე მოხდება, ეს კურსები ავტომატურად ჩამეთვლება განვლილად.

ლექციების თემატიკა მოიცავდა აბსოლუტურად ყველაფერს, რისგანაც შედგება თანამედროვე ხელბურთი - დაწყებული ვარჯიშის მეთოდიკით, ტაქტიკის თანამედროვე ტენდენციებით და დასრულებული გუნდის ფსიქოლოგიური მომზადებით. ლექციების შემდეგ გადავდიოდით დარბაზში, სადაც უკვე პრაქტიკული მეცადინეობი გვქონდა სპეციალურად ამ კურსებისთვის მოწვეულ გუნდებთან. საღამოს უკვე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვაანალიზებდით.

ლექტორთაგან, პეტერ კოვაჩი უკვე ნამყოფია საქართველოში და სემინარიც აქვს გამართული. ჩვენს ფედერაციას ძალიან კარგი კონტაქტები აქვს ხელბურთის საერთაშორისო სტრუქტურებთან, რაც დანიაში ყოფნისას ძალიან გამომადგა. ახლა, საჭიროა რინკის კონვენციასთან შეერთება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოშიც აუცილებელი გახდება მწვრთნელთა სამდონიანი სერტიფიცირება - ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა კლუბებთან მუშაობის უფლებით. ეს აუცილებელი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეა.

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: