imedofxakadze

გარდაიცვალა იმედო ფხაკაძე

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო.

იმედო ფხაკაძე გახლდათ თბილისის “ბურევესტნიკისა” (1962-1974) და საკავშირო ნაკრების (1963-1971) წევრი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის ვერცხლისა (1965-1967) და ბრინჯაოს პრიზიორი (1963), მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967, 1970). მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი (1968).

იმედო ფხაკაძე იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მისი ხელმძღვანელობით „ბურევესტნიკი“ სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. სხვადასხვა დროს წვრთნიდა საქართველოსა და იორდანიის ნაკრებებს.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სპორტისთვის.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ სპორტს.