ბრძოლები მაისამდე გაგრძელდება

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში მორიგი 4 მატჩი გაიმართა: ყვარელი – ბათუმი 16-10, პეგასი – აჭარა 13-18, სამტრედია – ქარიშხალა 25-24, მამული – ფოთი 14-18. ტური ხვალ დასრულდება სპორტკომპლექს არენაში. 

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა მატჩში სამტრედიამ 25-24 მოუგო ქარიშხალას, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა: ქარიშხალას ქულით ჩამორჩებიან სამტრედია და ყვარელი (ყვარელს ერთი თამაშით მეტი აქვს). ყველაფერი მაისში, მესამე წრის საერთო ტურზე გაირკვევა.

ჩემპიონის გასარკვევად უმნიშვნელოვანესია ფოთისა და აჭარის მატჩი, რომელიც 6 აპრილსაა დანიშნული სენაკში, იქამდე, კი, ხვალ, „არენაში“ მეორე წრის კიდევ ორი თამაშია: ბათუმი – ქარიშხალა და პეგასი – ფოთი.

ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

26 მარტი

ყვარელი – ბათუმი 16-10

პეგასი – აჭარა 13-18

სამტრედია – ქარიშხალა 25-24

მამული – ფოთი 14-18

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———17–16—1—0–317-211–33

აჭარა———-18–16—0—2–392-256–32

ქარიშხალა—18–11—1—6–437-368–23

სამტრედია—18–10—2—6–313-269–22

ყვარელი——19–10—2—7–359-315–22

პეგასი———18—7—2—9–332-318–16

ბათუმი——-17—3—1–13–202-293—7

წყალტუბო—18—2—1–15–216-373—5

მამული——-19—1—0–18–291-456—2

27 მარტი

11:00 ბათუმი – ქარიშხალა

12:00 პეგასი – ფოთი

დასავლეთის ტური6 აპრილი სენაკი

ფოთი – აჭარა, ბათუმი – წყალტუბო, აჭარა – სამტრედია, ბათუმი – ფოთი, წყალტუბო – სამტრედია

საერთო ტური. 4-8 მაისითბილისი

Leave a Reply