უდანაკარგოდ 5 გუნდია  

ტყიბულსა და თბილისში გაგრძელთა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში. ყველაზე დაძაბულ მატჩში რუსთავის გუნდმა  24-23 მოუგო თბილისის ქარიშხალას და აღმოსავლეთის პირველობას 8 ქულით ლიდერობს თბილისის პეგასთან ერთად.

თუმცა, აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი, ყვარელი, რომელსაც 2 მატჩში 2 მოგება აქვს და მომდევნო ტურში, 18 ნოემბერს, ორივე კონკურენტს ეთამაშება.

დასავლეთში 3 თამაშიდან 6 ქულით ლიდერობს ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი სამტრედია, ორიდან 2 მატჩი მოიგო აჭარის გუნდმა, სამი მატჩიდან 4 ქულა აქვს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. 

პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი მაისში გამოვლინდება ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

აღმოსავლეთი. ნოემბერიარენა 2. ქარელი – გორი 15-18, ქარიშხალა – ყვარელი 7-20, ქარელი – პეგასი 2-28, ლაგოდეხი – რუსთავი 20-39, თელავი – პეგასი 9-29, რუსთავი – ქარიშხალა 24-23 – მსაჯები: ი. გოგოლაძე – გ. სურმავა, თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

პეგასი———4—4—0—0–100-25—8

რუსთავი—–4—4—0—0–117-93—8

ყვარელი——2—2—0—0—41-15—4

გორი———–2—1—0—1—35-34—2

ქარელი——–4—1—0—3—60-81—2

ქარიშხალა—-3—0—0—3—44-77—0

თელავი——-2—0—0—2—17-50—0

ლაგოდეხი—-3—0—0—3—20-59—0

დასავლეთინოემბერიტყიბული; სამტრედია – ქუთაისი 22-18, ფოთი – ბსბ ბათუმი 13-24, სამტრედია -წყალტუბო 36-13, ხელვაჩაური – ბსბ ბათუმი 23-29 – მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

—————–თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სამტრედია—-3—3—0—0—94-49—6

ბსბ ბათუმი—3—2—0—1—77-61—4

აჭარა———–2—2—0—0—47-39—4

ქუთაისი——-2—1—0—1—49-25—2

ხელვაჩაური–3—1—0—2—71-70—2

ფოთი———-2—0—0—2—28-46—0

წყალტუბო—-3—0—0—3—21-61—0

5-5 საუკეთესო გუნდი გადის მეორე ეტაპზე

მომდევნო მატჩები 17 და 18 ნოემბერს

Leave a Reply