ლიგის ჩემპიონი რთულ სიტუაციაშია

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში გაიმართა მერვედფინალის პირველი მატჩები. მოქმედი ჩემპიონი, პოლონეთის კელცე 28-33 დამარცხდა მონპელიეში და საპასუხო მატჩის წინ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. 

მონპელიე, რომელსაც შემადგენლობაში 5 ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს (ჟერარი, პორტი, გიგუ, ფაბრეგასი, გრები), შესვენებაზე 14-16 აგებდა და მხოლოდ 42-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ბოლო 15 წუთში შვეიცარიელი მეკარის, ნიკოლა პორტნერის კარგი თამაშით ნელ-ნელა დაწინაურდა და მატჩის ბოლოსთვის სხვაობა კრიტიკულამდე ავიდა – 33-28. საპასუხო მატჩი 2 აპრილსა პოლონეთში.

ეს ყველაზე დიდი სხვაობა იყო მერვედფინალის 6 მატჩში (2 გუნდი,  ბარსელონა და ვარდარი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა). ფრანგულ დერბიში ნანტმა შინ ფრედ ითამაშა წყვილის ფავორიტ პარი სენ-ჟერმენთან, რომელსაც აკლდა ნკოლა კარაბატიჩი – 26-26. გერმანულ დაპირისპირებაში რაინ ნეკარმა სტუმრად 25-24 დაამარცხა კილი, თუმცა, მთელი ბრძოლა აქაც წინაა.

სტუმრებმა მოიგეს დანარჩენი სამი მატჩიც, ოღონდ, მცირე უპირატესობით: შარშანდელმა ფინალისტმა, უნგრეთის ვესპრემმა დაამარცხა ზაგრები (23-22), გერმანიის ფლენზბურგმა ბელარუსში მოუგო მეშკოვ-ბრესტს (26-25), ხოლო უნგრულმა სეგედმა ბოლოში გატეხა დანიის სილკებორგი – 26-24.

პირველი საპასუხო მატჩი, რაინ-ნეკარი – კილი უკვე ოთხშაბათსაა, დანარჩენი 5 მეოთხედფინალისტი შაბათ-კვირას გამოვლინდება.

მიმოხილვაhttp://www.ehftv.com/int/video/2017-03-26-rewind-episode-15

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები. 22-26 მარტი

კილი (გერ) – რაინ ნეკარი (გერ) 24-25 (საპასუხო: 30.03)

ბილიკი 7, ვაინჰოლდი 5, ეკბერგი 4 – ეკდალი 6, პეკელერი, პეტერსონი, შმიდი, სიგურდსონი 4

ზაგრები (ხორ) – ვესპრემი (უნგ) 22-23 (01.04)

პავლოვიჩი, ვალჩიჩი 4 – მარგუცი, სულიჩი 4

ნანტი (საფ) – პსჟ (საფ) 26-26 (01.04)

გურბინდო 6, ბალაგერი, ო. ნიოკა, ტურნა 4 – გენსჰაიმერი 7, ჰანსენი, რემილი 6, ლ. კარაბატიჩი 4

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ფლენზბურგი (გერ) 25-26 (02.04)

კრიშტოპანსი 6, შილოვიჩი, სტოიკოვიჩი 4 – სვანი 5, ეგერტი, გლანდორფი, ლაუგე, ვანე 4

სილკებორგი (დან) – სეგედი (უნგ) 24-26 (02.04)

მარკუსენი 8, ნილსენი 5 – ბალოგი, გორბოკი 6, კალმანი, სკუბე 4

მონპელიე (საფ) – კელცე (პოლ) 33-28 (02.04)

დოლენეცი, დ. სიმონე 8, ფაბრეგასი 6, გრები 4 – ბელეცკი 5, აგინაგალდე 5, ლიევსკი, რაიხმანი 4

პირდაპირ მეოთხედფინალში არიან ბარსელონა და ვარდარი

Leave a Reply