შაბათს ნახევარფინალია
საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ხელბურთში 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გაირკვა ნახევარფინალური წყვილები. შაბათს სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ პეგასი-წყალტუბო, გორი-ფოთი.
ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს ყველაზე საინტერესო გამოდგა დასავლეთის ჩემპიონის, წყალტუბოს მატჩი აღმოსავლეთის ლიგის მეორე პრიზიორ გორთან. გორელებმა 24-21 მოიგეს და ნახევარფინალში შარშანდელ ჩემპიონ პეგასთან თამაში აირიდეს თავიდან.
საქართველოს ჩემპიონი 10 აპრილს გამოვლინდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01.
ფინალური ტურნირი. არენა, 6-10 აპრილი
8 აპრილი, არენა 2
A ჯგუფი: წყალტუბო (დას-1), გორი (აღმ-2), კახეთი, სამტრედია (დას-4)
სამტრედია (2 ქულა) – კახეთი (0) 31-22
წყალტუბო (4) – გორი (6) 21-24
B ჯგუფი: პეგასი (აღმ-1), ფოთი (დას-2), რუსთავი (აღმ-3), ბათუმი (დას-3)
რუსთავი (2) – ბათუმი (0) 24-20
პეგასი (6) – ფოთი (4) 37-21
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი, გ. სურმავა, ზ. აბრამიშვილი
დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი
9 აპრილი, არენა 1. ნახევარფინალი
11:30 გორი-ფოთი, 12:50 პეგასი-წყალტუბო
10 აპრილი, არენა 2. ფინალი
11:00 3 ადგილისთვის, 12:20 მთავარი ფინალი