21/12/15 ბათუმმა და სამტრედიამ მოგებით დაიწყეს

ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყო 2015-16 სეზონის ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. პირველ დღეს სამტრედიამ დაამარცხა ფოთის „ოქროს ვერძი“, 49-30, ხოლო ბათუმმა – ქუთაისი, 32-26.

 

პირველ დღეს ცენტრალური იყო შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის, ქუთაისისა და საქართველოს თასის მფლობელის, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ მატჩი.

ბათუმელებმა თასის გათამაშების შემდეგ სამტრედიიდან დაიმატეს ეროვნული ნაკრების წევრი, ლექსო წითელიშვილი, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო გამარჯვებულ გუნდში – 6 გოლი. ბათუმმა ტაიმი 14-10 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ სხვაობა 6 ბურთამდე აიყვანა – 32-26. მასპინძელთა შორის 12 გოლი გაიტანა ირაკლი კბილაშვილმა.

ქუთაისის ტური სამშაბათს და ოთხშაბათს გაგრძელდება. 24 დეკემბრიდან ჩემპიონატში ჩაერთვება 4 თბილისური გუნდიც – ტექნიკური უნივერსიტეტი, პეგასი, ქარიშხალა და იმედი. რეგულარულ ტურნირში რვავე გუნდი ორ-ორჯერ შეხვდება ერთმანეთს, ოთხი საუკეთესო კი ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს ქვეყნის ჩემპიონობისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

ქუთაისის სპორტის სასახლე, 21-23 დეკემბერი

21 დეკემბერი

ფოთი-სამტრედია 30-49

ფოთ: ცერცვაძე, ზარგინავა – გამზარდია 8, ალანია 7, მიქაძე 4, ბაჯალაძე 4, ჟვანია 3, გოგიშვილი 2, ბიბილეიშვილი 1, ნემსაია 1, დაგარგულია, კორსანტია, შარტავა, კუჭავა

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – გოგოლაძე 11, სიმონია 11, გიორგაძე 9, ხაჟომია 7, თევზაძე 5, ჯ. ნიკურაძე 2,  ვ. ზურაბიანი 1, გეგია 1, ცხვარაძე 1, ანტონოვიჩი 1, ღაღანიძე, რ. ზურაბიანი

ბათუმი-ქუთაისი 32-26

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – წითელიშვილი 6, ქარდავა 5, გ. კობახიძე 5, სურმავა 3, მაისურაძე 3, აბრამიშვილი 3, მაისაშვილი 3,  გოგალაძე 2, წივწივაძე 2, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ვარშანიძე, ჭანტურია

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი, კუპატაძე – კბილაშვილი 12, რუსტამოვი 5, გრიშიკაშვილი 5, კვერნაძე 2, მერკვილაძე 2, ჩიხლაძე, მათნაძე, ჯუღელი, უ. კობახიძე, ბ. გიორგაძე, ლომიძე, ძნელაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ე. არაბული.

ტექნიკური დელეგატი: ლ. გელაშვილი, დამკვირვებელი: ვ. ბერიაშვილი

22 დეკემბერი

15:00 ბათუმი-ფოთი, 16:30 სამტრედია-ქუთაისი

23 დეკემბერი

15:00 სამტრედია-ბათუმი, 16:30 ქუთაისი-ფოთი

24-26 დეკემბერი, თბილისი, ახალი სახელბურთო არენა – სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი

Leave a Reply