23/10/15 სტუ-სამტრედია, ბათუმი-ქუთაისი
საქართველოს თასის ნახევარფინალში, შაბათს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ითამაშებენ სტუ-სამტრედია და ბათუმი-ქუთაისი. ფინალი კვირასაა სპორტის სასახლეში.
ნახევარფინალის ოთხივე მონაწილე ჯგუფური ეტაპის ოთხი დღის შემდეგ იყო ცნობილი, ბოლო დღის შემდეგ კი გუნდები დაწყვილდნენ კიდეც. ქუთაისმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა ქვეყნის ჩემპიონს, შესვენების შემდეგ კი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ორჯონიკიძისა და ჭელიძის ლიდერობით, უცებ გარდატეხა თამაში – საბოლოოდ, 36-29, თუმცა, სტუ 11 ბურთითაც იყო წინ.
ბათუმმა უკანა ხაზის მძლავრი თამაშის წყალობით (წივწივაძემ, კობახიძემ და გოგალაძემ ჯამში 24 გოლი გაიტანეს) მოუგო 2014 წლის თსის მფლობელ სამტრედიას – 32-27 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ორ სხვა მატჩში ფოთმა მოუგო წყალტუბოს – 41-33, ხოლო ქარიშხალამ – გორს, 37-34, თუმცა, გორელებმა ბურთების უკეთესი სხვაობით ჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნეს.
საქართველოს თასი 2015. 19-25 ოქტომბერი
ჯგუფური ტურნირი – გლდანი, ცერცვაძის აკადემია
23 ოქტომბერი
A ჯგუფი: სტუ, ქუთაისი, ქარიშხალა, გორი, იმედი
გორი – ქარიშხალა 34-37
გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 10, დალაქიშვილი 6, ტარუაშვილი 5, ზუბიაშვილი 4, ტიელიძე 4, ყანჩაველი 2, ნიაზაშვილი 2, ახალბედაშვილი 1
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – გ. ფერაძე 11, ბულბულაშვილი 8, კორაშვილი 4, ლ. მამულაშვილი 4, ზ. ფერაძე 4, შევჩენკო 3, ისმაილოვი 3, ჭინჭარაძე
სტუ – ქუთაისი 36-29
სტუ: ტორონჯაძე – ჭელიძე 11, ორჯონიკიძე 9, არსენაშვილი 6, ჯორბენაძე 5, ი. სამიტაშვილი 2, ზაალიშვილი 1, სტურუა 1, აბდულაევი 1, ოსიყმაშვილი, ბაზანოვი, ჩაკვეტაძე
ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 10, რუსტამოვი 4, გრიშიკაშვილი 4, უ. კობახიძე 3, კვერნაძე 3, მათნაძე 3, ჯუღელი 2, მერკვილაძე, ჩიხლაძე
სტუ 8 ქულა , ქუთაისი 6 – გორი 2 (+3), ქარიშხალა 2 (+2) იმედი 2 (-5),
B ჯგუფი: ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, ფოთი, პეგასი
ფოთი-წყალტუბო 41-33
ფოთ: ცერცვაძე, ზარგინავა – ალანია 7, ბაჯალაძე 7, ჟვანია 7, გამზარდია 6, დაგარგულია 4, ბიბილეიშვილი 3, მიქაძე 3, გოგიშვილი 2, ნემსაია 1, კუჭავა 1, კორსანტია
წყ: აფხაძე 1, კუპატაძე – ხელაძე 10, მამისეიშვილი 5, გიორგაძე 5, დარსაველიძე 3, ნემსიწვერიძე 3, მეტონიძე 2, ჩანქსელიანი 2, გველესიანი 2
ბათუმი-სამტრედია 32-27
ბათ: ანდრიაძე – წივწივაძე 9, გ. კობახიძე 8, გოგალაძე 7, ქარდავა 4, აბრამიშვილი 2, უ. მაისურაძე 1, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი, სურმავა
სამ: ა. სამიტაშვილი, ხონელიძე – წითელიშვილი 10, სიმონია 7, ხაჟომია 4, გოგოლაძე 4, თევზაძე 1, ზურაბიანი 1, ღაღანიძე, გ. გიორგაძე
ბათუმი 8, სამტრედია 6 – ფოთი 4, პეგასი 2, წყალტუბო 0
მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე
24 ოქტომბერი. ნახევარფინალი. გლდანი
10:30 სტუ-სამტრედია
12:15 ბათუმი-ქუთაისი
25 ოქტომბერი. ფინალი. 18:00, სპორტის სასახლე