26/03/15 პარასკევი მნიშვნელოვანი დღეა
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, მესამე დღის შემდეგ, სატურნირო სიტუაცია გამოიკვეთა. პირველი მარცხი განიცადა ზუგდიდის გუნდმა (ქუთაისთან, 15-39), ქარიშხალამ მოუგო თელავს (44-24) იმედმა – სამტრედიას (28-21), ხოლო რუსთავი არ გამოცხადდა გორთან.
პარასკევს ორი მნიშვნელოვანი მატჩია. A ჯგუფში თამაშობენ ქარიშხალა და ზუგდიდი. გამარჯვებული ოთხთა ფინალის საგზურს გაინაღდებს, ხოლო წაგებული ბრძოლას გამოეთიშება. B ჯგუფში პრინციპული თამაშია პეგასსა და გორს შორის. გორელები უკვე დამარცხდნენ იმედთან და მოგება სჭირდებათ, რათა ბრძოლის გაგრძელების შანსი შეინარჩუნონ. თუ პეგასმა და ქარიშხალამ მოიგეს, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალვე გაირკვევა.
მეორე ეტაპი 28 მარტს დასრულდება. ოთხთა ფინალი გაიმართება 6-7 აპრილს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 1998-99.
მეორე ეტაპი. 26 მარტი, გლდანი
(ოთხთა ფინალში გადის 2-2 საუკეთესო)
A ჯგუფი: ქარიშხალა, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი
ზუგდიდი–ქუთაისი 15-39
ზუგ: ხასია – ბულია 4, ძაძამია 4, გრიგოლია 3, კუკავა 2, ესართია 1, ჭკადუა 1, კვარაცხელია, გოგოხია, ეხვაია, ხურციძე, გადელია – მწ. ფარცვანია, გვარამია
ქუთ: კუპატაძე, აფხაძე – მერკვილაძე 12, კბილაშვილი 11, გიორგაძე 4, დარსაველიძე 4, მამისეიშვილი 4, რობაქიძე 2, კლდიაშვილი 1, ნოდია 1, არსენიძე, თოდაძე, სულაბერიძე, ფაილოძე – მწვ. თავხელიძე, გობეჯიშვილი
თელავი–ქარიშხალა 24-44
თელ: ლილუაშვილი, ერგემლიძე – ყორიაული 11, დოლმაზაშვილი 5, კაიშაური 4, ილაშვილი 3, გიგაური 1, ბაჩიაშვილი, მესხიშვილი, ზურაბიშვილი, აღვინოვი, კონჭოშვილი – მწვ. მამალაშვილი, ბეგაშვილი
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ჭინჭარაძე 11, ბულბულაშვილი 6, ბიბილეიშვილი 5, არსენაშვილი 5, წიკლაური 4, ლ. მამულაშვილი 3, კვირკველია 3, ციხიშვილი 3, ივანიაძე 2, ასაბაშვილი 2 – მწვ. ქობელაშვილი, ფერაძე
ქუთაისი 4 ქულა (2 თამაშიდან), ქარიშხალა 4 (2), ზუგდიდი 4 (3), თელავი 0 (3), ბათუმი 0 (2)
—
B ჯგუფი: გორი, პეგასი, სამტრედია, იმედი, რუსთავი
იმედი–სამტრედია 28-21
იმ: ხარაიშვილი – იობაშვილი 8, ჰუსეინოვი 6, რუსტამოვი 6, ბაინაზიშვილი 2, გოგუა 2, მიქავა 1, გოზალოვი 1, მღებრიშვილი 1, მელაშვილი 1, ბაზანოვი, ტიგიშვილი, თურქაძე – მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია
სამ: დავითაშვილი, ქავზინაძე – კორაშვილი 6, ანტონოვიჩი 4, ბოცვაძე 4, შევჩენკო 2, რ. ზურაბიანი 2, თოდუა 2, სხვიტარიძე 1, გეგია, ძნელაძე, გაგუა – მწვ. ქავზინაძე, ხელისუფალი
გორი–რუსთავი 10-0
იმედი 6 (3), პეგასი 4 (2), გორი 2 (2), სამტრედია 0 (2), რუსთავი 0 (3)
მსაჯები: ი. ჭკუასელი ე. არაბული, ა. კომახიძე
27 მარტი
12:00 ქუთაისი-ბათუმი
13:30 სამტრედია-რუსთავი
15:00 ქარიშხალა-ზუგდიდი
16:30 პეგასი-გორი
28 მარტი
12:00 ბათუმი-თელავი
13:30 გორი-სამტრედია
15:00 იმედი-პეგასი
16:30 ქარიშხალა-ქუთაისი