04/11/14 პირველი ჩემპიონი ოთხშაბათს გამოვლინდება
ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში ოთხშაბათს დასრულდება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის აღმოსავლეთი ლიგის ტურნირი.
დღეს ლიდერმა, გორის გუნდმა 40:7 დაამარცხა ქარელი, ხოლო მეორე ადგილზე მყოფმა კახეთმა მოუგო რუსთავს. ჩემპიონი გორისა და კახეთის გუნდს შორის ბოლო მატჩში გამოვლინდება, თუმცა, ქართლელებს დიდი უპირატესობა აქვთ – ისინი ორი ქულით წინ არიან და პირველი მატჩი-11 ბურთიანი უპირატესობით აქვთ მოგებული ოპონენტთან, ასე რომ კახელებს 12 ბურთით გამარჯვება სჭირდებათ.
10 ნოემბრიდან თბილისისა და დასავლეთის ლიგების მეორე წრეც დაიწყება თბილისსა და სენაკში, რის შემდეგაც გამოვლინდება ის საუკეთესო 10 გუნდი, რომელიც 2015 წელს ბრძოლას უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის დაიწყებს.
საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
აღმოსავლეთის ლიგა. 3-5 ნოემბერი, გლდანი
4 ნოემბერი
ქარელი – გორი 7:40
რუსთავი – კახეთი 12:25
მდგომარეობა: გორი 10 ქულა, კახეთი 8, რუსთავი 2, ქარელი 0
5 ნოემბერი
12:00 რუსთავი – ქარელი, 13:30 გორი – კახეთი