30/06/14 ფედერაციამ საუკეთესოები დააჯილდოვა

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2013-14 სეზონის დახურვის ცერემონიალი მოაწყო გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ოლიმპიური მზადების აკადემიაში.

დაჯილდოვდნენ საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორი გუნდები, დარიგდა ინდივიდუალური პრიზები.

2013-14. საქართველოს ჩემპიონატების ლაურეატები

ეროვნული ჩემპიონატი. 1. სტუ 2. ბათუმი 3. სამტრედია. საუკეთესოები პოზიციების მიხედვით: ალექსანდრე ხონელიძე (მეკარე, სამტრედია) – ილია გოგალაძე (მარცხენა გარემარბი, სტუ), რობერტ ბეჟანიშვილი (მარჯვენა გარემარბი, იმედი) – ჯაბა ხაჟომია (პივოტი, სამტრედია) – გია წივწივაძე (მარცხენა შუამარბი, ბათუმი), უჩა გამზარდია (გამთამაშებელი, ბათუმი), თემურ ორჯონიკიძე (მარჯვენა შუამარბი, სტუ)

ბიჭები. 1998-99. 1. ქარიშხალა 2. პეგასი 3, იმედი. საუკეთესო შვიდეული: ნიკო ზურაბიშვილი (პეგასი) – თამაზ კორაშვილი (მამული), გიორგი ცხოვრებაძე (პეგასი) – ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა) – ზურაბ გოგავა (პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა)

ბიჭები. 2000-01. 1. პეგასი 2. გორი 3. ფოთი. საუკეთესო მოთამაშე – გიორგი კაჭკაჭაშვილი (პეგასი)

1998-99. გოგონები. 1. მამული 2. ფოთი 3. ყვარელი. საუკეთესო შვიდეული: ქრისტინე ჯავახია (ფოთი) – ნინო სიხარულიძე (ფოთი), მარიამ მიხელიძე (ყვარელი) – მედეა ჩოხელი (პეგასი) – თათია გადელია (ფოთი), ანა ყველაშვილი (მამული), ნინო გაბისონია (მამული)

2000-01. გოგონები. 1. ფოთი 2. მამული 3. ქარიშხალა. საუკეთესო მოთამაშე – ნინო სურგულაძე (ფოთი)

ჯილდოების მისაღებად ყველაზე ხშირად გამოსვლა მოუწია ფოთის სახელბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელს, დარეჯან გეფერიძეს. მისმა გუნდებმა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო მოთამაშეებმა – ოთხი ინდივიდუალური ჯილდო. სულ ბოლოს დარეჯანმა შვილის, უჩა გამზარდიასთვის განკუთვნილი ჯილდოც ჩაიბარა და აღნიშნა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტმა დიდი ყურადღება გამოიჩინა და ფულადი პრიზით დააჯილდოვა პრიზიორი გუნდები.

სპეციალური პრიზი დააწესა სახელბურთი კლუბ თბილისის პრეზიდენტმა მამუკა მჟავანაძემ. მან ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის ჯილდო გადასცა პეგასისა და ჭაბუკთა ნაკრების გარემარბს, გიორგი დიხამინჯიას.

ხელბურთელებს სიტყვით მიმართეს და მომავალი წარმატებები უსურვეს სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სეოკის ვიცეპრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა და სპორტის აკადემიის რექტორმა გურამ ძაგანიამ.

ფოტო: დარეჯან გეფერიძე

 

Leave a Reply