12/12/13 ბრაზილია და საფრანგეთი დაუმარცხებლები არიან
კიდევ რამდენიმე მერვედფინალისტი გამოვლინდა სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
A ჯგუფში საუკეთესო ოთხეულში გასვლა გაინაღდა ჰოლანდიამ, ხოლო მთავარი მატჩი ევროპის ჩემპიონ მონტენეგროსა და საფრანგეთს შორის გაიმართა. გამარჯვების მომტანი გოლი დასრულებამდე 21 წამით შეაგდო ფრანგმა მარიამა სინიატემ. ფრანგებმა 17-დან 13 გოლი უკანა ხაზიდან გაიტანეს, ხოლო მათმა მეკარემ, არმანდინ დე ინომ მეტოქეთა დარტყმების 43% მოიგერია.
B ჯგუფში ბრაზილიამ დაამარცხა იაპონია (24:20) და ხუთი ოთხი მოგებით ლიდერობს. ალჟირი ბოლო წუთებზე დამარცხდა ჩინეთთან (25:27), მაგრამ მერვედფინალში გასვლის შანსი ისევ აქვს, თუ ბოლო ტურში იაპონიას 4 ბურთით მოუგებს.
ბრაზილიასთან წაგების შემდეგ შეჯიბრების მასპინძელი, სერბეთი, ჯგუფის ფავორიტს, დანიას ხვდებოდა. დანია 19:17 იგებდა, როცა მასპინძელთა მწვრთნელმა საშა ბოშკოვიჩმა წუთშესვენება აიღო. ამის სემდეგ სერბეთმა ზედიზედ 5 გოლი გაიტანა და დასრულებამდე 5 წუთით ადრე 22:19 დაწინაურდა. ბრძოლა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. დანიელებმა ერთ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა (22:23) და ბოლო შეტევაც მათი იყო, მაგრამ სუზან ტორსგარდის დარტყმა მოიგერია მეკარე კატარინა ტომაშევიჩმა და თამაშიც დასრულდა.
დღეს მეოთხე ტურს C და D ჯგუფების გუნდები გამართავენ.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
11 დეკემბერი
A ჯგუფი
დომ. რესპ – კორეა 20:51
ჰოლანდია – დრ. კონგო 33:21
საფრანგეთი – მონტენეგრო 17:16
საფრანგეთი 8, მონტენეგრო 6, კორეა 6, ჰოლანდია 4 / კონგო 0, დომ. რესპ 0
B ჯგუფი
ბრაზილია – იაპონია 24:20
ალჟირი – ჩინეთი 25:27
სერბეთი – დანია 23:22
ბრაზილია 8, სერბეთი 6, დანია 6, იაპონია 2 / ჩინეთი 2, ალჟირი 0
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
12 დეკემბერს
C ჯგუფი. 18:45 პარაგვაი – ესპანეთი, 21:00 პოლონეთი – არგენტინა, 23:15 ანგოლა – ნორვეგია
D ჯგუფი. 17:45 ავსტრალია – ჩეხეთი, 20:00 გერმანია – ტუნისი, 22:15 რუმინეთი – უნგრეთი