11/12/13 პეგასმა ისევ გაასწრო ქარიშხალას

დასრულებამდე 2 ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონატის თბილისის ლიგას ისევ ორი გუნდი ლიდერობს.

 

დღეს ქარიშხალამ 32:24 დაამარხა მამული, ხოლო პეგასმა 32:10 მოუგო ქარელს და ბურთების სხვაობით დაწინაურდა. ეს მაჩვენებელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თუ ლიდერთ მატჩი ბოლო ტურში, ისევე როგორც პირველი წრის შეხვედრა, ფრედ დასრულდა.

მესამე ადგილისთვის იბრძვიან მამული და იმედი. იმედმა დღეს მოუგო შევარდენს – 30:17. მამული 4 ქულით წინაა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მესამე პრიზიორის ვინაობაც ბოლო დღეს, ურთიერთშეხვედრაში გაირკვეს. პირველი წრის მატჩი მამულმა 22:20 მოიგო.

მეორე ეტაპზე, 2014 წელს, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ლიგების 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. 9 მონაწილე უკვე ცნობილია – თელავი, გორი, ყვარელი, ფოთი, სამტრედია, ზუგდიდი, ქარიშხალა, პეგასი და მამული.

მატჩების ვიდეო-სტრიმინგი მიმდინარეობს მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/geohandball&per_page=

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.

11 დეკემბერი, არენა

ქარიშხალამამული 32:24
იმედიშევარდენი 30:17
პეგასიქარელი 32:10

მდგომარეობა: პეგასი 15 ქ (+103), ქარიშხალა 15 (+91), მამული 10 / იმედი 6 / შევარდენი 2, ქარელი 0

12 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალაშევარდენი
16:20
მამულიპეგასი
17:40
ქარელიიმედი
13 დეკემბერი, არენა
15:00 შევარდენიქარელი
16:20
მამულიიმედი
17:40
პეგასიქარიშხალა
18:00
დაჯილდოება

აღმოსავლეთი. საბოლოო

1.თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2

დასავლეთი. საბოლოო

1.ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

ქართული ხელბურთის ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე

http://geohandball.ge/

და ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

ჩვენი არხი მაივიდეოზე:

http://www.myvideo.ge/geohandball&per_page=

 

Leave a Reply