27/10/13 პირველი საწვრთნელი მატჩი უკრაინასთან

საქართველოს ნაკრებმა კვირას კონჩა-ზასპეში საწვრთნელი შეხვედრა გამართა უკრაინის ეროვნულ გუნდთან და 20:26 დამარცხდა.

 

საქართველოს გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ რატი მსხვილიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ნაკრებს კიევში დაემატა სერგო დათუკაშვილი, კიდევ ერთი ლეგიონერი, რევაზ ჭანტურია კი მეორე მატჩისთვის შეუერთდება. თამაში გამოტოვა ვლადიმერ რუსიამ, რომელსაც ხელის მცირე ტრავმა აქვს.

 

ორშაბათს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები კიდევ ერთხელ ითამაშებენ და შემდეგ ჩაერთვებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. უკრაინას მატჩი აქვს ლუქსემბურგთან, ხოლო საქართველოს ნაკრები გაემგზავრება პანევეჟისში, ლიტვასთან პირველი მატჩის სათამაშოდ – 30 ოქტომბერს. 3 ნოემბერს თბილისში ვმასპინძლობთ ფინეთს. ამის შემდეგ ტურნირზე შესვენებაა და ბოლო 4 ტური იანვარში გაიმართება. ჯგუფში მეოთხე გუნდია თურქეთი. პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული.

 

უკრაინა – საქართველო 26:20

 

27 ოქტომბერი, კონჩა ზასპე

 

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – მსხვილიძე 7, ჩიქოვანი 6, დათუკაშვილი 4, ტალახაძე 2, გვაზავა 1, ბერძენიშვილი, გოგალაძე, ამირანაშვილი, აბრამიშვილი, გამზარდია


მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

 

ფოტოზე: ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, კაპიტანი შოთა თევზაძე (22), გიგა ტორონჯაძე (16) და ვლადიმერ რუსია (5) – გადაღებულია თბილისში, 25 ოქტომბერს

Leave a Reply