
ლეგიონერებისიახლეები
ლეგიონერები | გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ლიგის მატჩში სამი გოლი გაიტანა
ევროპის ლიგის გათამაშებაში ხელბურთელთა შორის „გუმერსბახმა“ გასვლითი მატჩი ჩაატარა უნგრეთში „ტატაბანიასთან“ და იოლად შეძლო მეტოქის დამარცხება – 44:29.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც უნგრელებს სამი გოლი გაუტანა.
ოთხი ტურის შემდეგ „გუმერსბახი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა. ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, მეორე-მესამეადგილოსნები კი ბრძოლას მერვედფინალიდან განაგრძობენ.
მომდევნო შეხვედრას „გუმერსბახი“ კვლავ „ტატაბანიასთან“ გამართავს, ამჯერად საკუთარ მოედანზე – შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.