facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

8-13 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ დაადგინა მონაწილეთა სია. თბილისში ითამაშებს 8 ნაკრები: ბელგია, ლატვია, ფარერები, საქართველო, კვიპროსი, მალტა, ალბანეთი და სომხეთი. 

ტურნირს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები 2011 წლიდან ატარებენ განვითარებად ქვეყნებს შორის. ეს შეჯიბრება რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, სადაც რეგიონულ კონფედერაციებს შორის გამარჯვებულები გამოვლენ.

მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიაა 1997 წელს და გვიან დაბადებულები.  ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მოწვევა გაუგზავნა 22 ქვეყანას, მიიღო 12 განაცხადი და აქედან ამოარჩია 7 მონაწილე, ხოლო ტურნირის მასპინძლად საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 2015 წლის ნოემბერში დასახელდა.

იმ  7 გუნდს შორის, რომელიც თბილისში ჩამოვა, ალბათ უძლიერესია ფარერის კუნძულების ნაკრები. 2015 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე (1998-99 წლებში დაბადებულები) ფარერების გუნდმა დაამარცხა ისლანდია 25-24, თუმცა, ფინალურ ტურნირზე ვერ გავიდა, რადგანაც ორი დანარჩენი მატჩი წააგო - ჩეხეთთან 21-25 და რუსეთთან 15-23.

ამავე ტურნირში თამაშობდა ლატვიაც (15-46 ხორვატიასთან და 31-34 ბელარუსთან), ხოლო ბელგიას, კვიპროსს, მალტას, ალბანეთსა და სომხეთს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია არ უთამაშიათ. რაც შეეხება ევროპის შარშანდელ 19-წლამდელთა ჩემპიონატს (1996-97 წლებშ დაბადებულები), აქ ითამაშა მხოლოდ ფარერებმა და სამივე მატჩი წააგო (ლიტვა 20-33, ჩეხეთი 18-26, ნორვეგია 16-45).

საქართველოს ნაკრებს ორჯერ უთამაშია მსგავსი კატეგორიის ტურნირებზე - 2002 და 2006 წლებში, როცა EHF ატარებდა ჩელენჯ ტროფის, ოღონდ - ეროვნული ნაკრებების დონეზე.

2006 წელს, ბოსნიაში, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა რვა გუნდში (ჯგუფში ინგლისი 34-12, ალბანეთი 61-1, ფარერები 20-40, ნახევარფინალში ბოსნია 16-49, მესამე ადგილისთვის კვიპროსი 18-23). 2002 წელს ტურნირი ბაქოში გაიმართა და საქართველოს ნაკრები მეხუთე იყო 6 გუნდში (ჯგუფში: მოლდოვა 28-24, აზერბაიჯანი 15-34, საბერძნეთი 16-27, ისრაელი 23-29, ბელგია 15-26, მეხუთე ადგილისთვის: მოლდოვა 35-18).

2006 წლის შემდეგ ქალთა გუნდი აღარ გვყოლია იქამდე, სანამ თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება არ მოიპოვა. ჩვენს გუნდს, სადაც ძირითდად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ, უკვე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. მართალია, ევროპის 17-წლამდელთა კვალიფიკაციაზე ქუთაისში, ძალიან ძლიერ გუნდებთან დიდი სხვაობით წავაგეთ (ნორვეგია 20-41, ჰოლანდია 22-43, ლიტვა 20-39. 2015 წლის მარტი), მაგრამ უკვე აგვისტოში, ოლიმპიურ ფესტივალზე გვესტუმრა ევროპის 7 უძლიერესი გუნდი, ხოლო თამაშის ხარისხი  ბევრად უკეთესი იყო (გერმანია 25-30, რუმინეთი 24-32, მონტენეგრო 15-26, რუსეთი 16-34, ჩეხეთი 18-44).

საქართველოს გოგონათა ნაკრები ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ სერიოზულად ემზადება და ახლახან ტურნე გამართა ისრაელში, სადაც ორი წლით უფროს, ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს  სამმატჩიანი სერია მოუგო - 32-29, 30-30, 26-24. ნაკრების სტაფში შედიან გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), მწვრთნელები ოლექსანდრ გურსკი და ინა ჭკუასელი, მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ფიზმომზადების სპეციალისტი მამია ტუღუში და გუნდის ლიდერი, ლანა მარგიანი, ხოლო ნაკრებს წარმოადგენენ ხუთ კლუბის - ყვარლის, ფოთის, წყალტუბოს, თბილისის მამულისა და პეგასის მოთამაშეები. გუნდი გეგმავს რომ 8-13 მარტს, თბილისში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლოს.

IHF/EHF ქალთა თასის წინა, მესამე გათამაშების ევროპული ტურნირი, საბერძნეთში, 2014 წელს, მოიგო ბულგარეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ისრაელი 34-23, მაგრამ უკვე ინტერკონტინენტალური თასის ფინალში, 2015 წელს, საკუთარ მოედანზე დამარცხდა გვადელუპესთან 22-26 და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე იყო უზბეკეთი, მეოთხე - სენეგალი, მეხუთე - ზელანდია.

მეორე გათამაშება, 2013 წელს, ბულგარეთმა მოიგო, ხოლო სადებიუტო ტურნირის გამარჯვებული, 2011 წელს  იყო ფინეთი. პირველი სამი ტურნირი ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართებოდა.  თბილისის ტურნირის ფორმატი ტრადიციულია - ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ნახევარფინალები და ფინალი. წილისყრა მოგვიანებით გაიმართება.

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: