შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

05/12/14 ფსიქოლოგები ქართველ ხელბურთელებთან თანამშრომლობენ

ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში მიმდინარეობს სამდღიანი სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის, რომელიც სპორტსმენთა ფსიქოლოგიურ მომზადებას ეხება.

სემინარი ეწყობა ხელბურთის ფედერაციისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროგრამით. ინიციატორი გახლავთ სამინისტროს მანდატურთა სამსახურის ხელმძღვანელი და ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი. ლექციებს კითხულობენ მანდატურთა სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის სპეციალისტები - ლევან ზარდალიშვილი, ქეთი კაპანაძე, რუსუდან სამხარაძე და ლელი ყიფიანი.

თემები შეეხება მწვრთნელსა და სპორტსმენთა შორის კომუნიკაციას, დამოკიდებულებებს გუნდს, გუნდის ლიდერსა და მწვრთნელებს შორის და სხვა აქტუალურ საკითხებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდთა სპორტულ გუნდებში მუშაობისას.

სემინარი ორშაბათს დასრულდება, ხოლო სამომავლოდ განზრახულია თანამშრომლობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით გაგრძელება - ფსიქოლოგები უშუალოდ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებთან იმუშავებენ.