შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

02/12/14 ორი ნაკრების საწვრთნელი მატჩი

გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში საწვრთნელი მატჩი გამართა საქართველოს ორმა ასაკობრივმა ნაკრებმა. ჭაბუკთა ნაკრებმა (1996 წელს დაბადებულები) მოუგო ოლიმპიურ გუნდს (1998) – 32:24.

ოლიმპიური ნაკრები თბილისი-2015, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება გარი თურქიასა და გიორგი ქობელაშვილის ხელმძღვანელობით,  ხოლო ტიტე კალანდაძის ნაკრებს 2015 წელს ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაცია არ უწევს, თუმცა, გუნდი ივნისში შვედეთში,  ე.წ ევროპის ღია პირველობაზე ითამაშებს, მომდევნო წლიდან კი უკვე ახალგაზრდული ნაკრების სახელით მოუწევს გამოსვლა.

თავიდან უმცროსები დაწინაურდნენ - 7:4. ორი წლით უფროსებმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს ანგარიში, წინაც გავიდნენ (14:13), შესვენების შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეს სხვაობა - 32:24.

ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის, გარი თურქიას თქმით, მთავარი საგაისო ტურნირისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის. ის კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით შეტევაში, გამსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა, დაცვაში სერიოზული პრობლემები იყო, რაზედაც მომავალში მოუწევთ მუშაობა. 19 დეკემბერს ნაკრები ბელარუსში გაემგზავრება ტურნეზე და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.

ამხანაგური მატჩი. 2 დეკემბერი, გლდანი

საქართველო (18წ) - საქართველო (16წ)  32:24

(18) ცინცაძე, ნარსია - ორჯონიკიძე 10, ცხვარაშვილი 7, ბაძაღუა 4, დიხამინჯია 4, აბჟანდაძე 3, ხაჟომია 2, კოხრეიძე 1, გიორგაძე 1, გოგოლაძე, ცხოვრებაძე, ზურაბიანი, პეტრიაშვილი - მწვრთნელი ტიტე კალანდაძე

(16) ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - ბულბულაშვილი 9, კბილაშვილი 6, არსენაშვილი 5, რუსტამოვი 1, მერკვილაძე 1, იობაშვილი 1, მაისურაძე 1, ფერაძე, ზარნაძე, მამულაშვილი, ზაალიშვილი, მიქავა,  შევჩენკო - მწვრთნელები გარი თურქია, გიორგი ქობელაშვილი