შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

01/12/14 ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი შესვენების წინ

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის შემდეგ 6 მერვედფინალისტი ოფიციალურად გამოვლენილია: უნგრეთის ვესპრემი და სეგედი, პოლონეთის კელცე, ბარსელონა, გერმანიის კილი და დანიის კოლდინგი.

კიდევ 5 გუნდი - პსჟ, ფლენზბურგი, პლოცკი, ვარდარი და  ლიოვენი მიზანთან ძალიან ახლოა და საგზურს მალე ოფიციალურად გაიფორმებს - შესაძლოა, მერვე ტურშიც, რომელიც ამ კვირაში გაიმართება.

ამის შემდეგ საკლუბო არენაზე გამოცხადდება შესვენება, რომლის დროსაც გაიმართება ორი დიდი სანაკრებო ტურნირი - ქალთა ევროპის ჩემპიონატი (7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია) და კაცების მსოფლიო პირველობა (15 იანვარი-1 თებერვალი, ყატარი).

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლო ორი ტური უკვე 2015 წლის თებერვალშია დანიშნული. ყველა, 16  მერვედფინალისტი სწორედ თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. ყველაზე დაძაბული სიტუაცია D ჯგუფშია, სადაც ორი დარჩენილი საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის - ოლბორგი, დიუნკერკი, ზაპოროჟიე და შაფჰაუზენი, ხოლო B ჯგუფში, არაა გამორიცხული, ყველაფერი მერვე ტურის შემდეგ გაირკვეს.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები. 7 ტური. 26-30 ნოემბერი

A ჯგუფი

კილი (გერ,12) - ზაგრები (ხორ, 6) 34:27

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 5) - ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 7) 33:33

პსჟ (საფ, 10) - მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) 35:24

B ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ, 2) - ვისლა პლოცკი (პოლ, 7) 30:33

ბარსელონა (ესპ, 13) - ალინგსასი (შვდ, 2) 42:29

ფლენზბურგი (გერ, 8) - კოლდინგი (დან, 10) 27:20

C ჯგუფი

ვესპრემი (უნგ, 14) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 1) 38:31

ვარდარ სკოპიე (მკდ, 9) - ცელიე (სლნ, 4) 34:32

მონპელიე (საფ, 6) - ლიოვენი (გერ, 8) 29:33

D ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 4) - პიკ სეგედი (უნგ, 12) 25:29

კელცე (პოლ, 14) - შაფჰაუზენი (შვც, 3) 33:24

ოლბორგი (დან, 5) - დიუნკერკი (საფ, 4) 25:28

ფოტო: პოლონეთის კელცე ერთ-ერთია ორი გუნდიდან, ვინც შვიდივე მატჩი მოიგო