სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

საქართველოს თასი მოიპოვა სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ, რომელმაც ფინალში 31:24 დაამარცხა თბილისის პეგასი.

თამაში დაიწყო იმით, რომ სამტრედიელთა მწვრთნელმა, ავთანდილ ქავზინაძემ პერსონალურად ააყვანინა პეგასის საუკეთესო უკანახაზელი, ალექსანდრე ცხვარაშვილი. ის და მისი მეურვე, ვეფხია ზურაბიანი პეგასის შეტევის დროს, ფაქტიურად მთელი თამაშის განმავლობაში, მოედნის ცენტრში იდგნენ.

ცხვარაშვილმა თამაში უგოლოდ დაასრულა, სამტრედია კი თავიდანვე დაწინაურდა - 4:1. პეგასმა ერთადერთხელ გაათანაბრა ანგარიში - 4:4. სამტრედიელებს მოედანზე ორი ტრავმირებული მოთამაშე, წითელიშვილი და წივწივაძე ჰყავდათ და ტემპს არ აჩქარებდნენ. პირველი ტაიმში საუკეთესოები იყვნენ ირაკლი თევზაძე (6 გოლი) და ლექსო წითელიშვილი (4). ტაიმის ბოლოს პეგასს ორი მოთამაშე გაუძევეს და სამტრედიამ სხვაობა გაზარდა - 18:13.

პეგასმა გაიბრძოლა მეორე ტაიმში. მათი მთავარი იარაღი იყო ლუკა გაწერელიასა და გიორგი დიხამინჯიას სწრაფი გარღვევები, ეს უკანასკნელი კი კუთხიდან ინსაიდის პოზიციაზეც გადადიოდა და 11 გოლით თამაშის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახლა უკვე თბილისელებმა აიყვანეს პერსონალურად თევზაძე. სადღაც მე-40 წუთისთვის უკვე სამტრედია დარჩა მოედანზე 5 მოთამაშით და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 21:23. 23:24.

ამის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთი სამტრედია ერთიდან სამბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა, ბოლო წუთებში საბოლოოდ გატეხა მეტოქე. მეორე ნახევარში მათგან ლიდერობა იტვირთეს ხაჟომიამ, წივწივაძემ და ნიკურაძემ. კარგად ითამაშა მეკარე სამყურაშვილმაც. საბოლოოდ - 31:24.

სამტრედიამ ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო საქართველოს თასზე, ჯილდო დამსახურებულად მოიპოვა და ახლა მოემზადება ევროპული ტურნირისთვის. ნოემბერში გუნდი ორჯერ შეხვდება ჩელენჯ კაპზე ფინეთის კლუბ რიიჰიმიაენ კოქსს.

ხელბურთი. საქართველოს თასი, 2014. კაცები

გლდანი, 17 ოქტომბერი

ფინალი. სამტრედია-პეგასი 31:24

სამ: სამყურაშვილი - თევზაძე 7, ნიკურაძე 6, წითელიშვილი 6, ხაჟომია 6, წივწივაძე 5, ზურაბიანი 1, ელგანდაშვილი

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია - დიხამინჯია 11, გაწერელია 6, ბაძაღუა 4, კოხრეიძე 1, სახვაძე 1, ზარნაძე 1, ცხვარაშვილი, ქუთათელაძე

3 ადგილისთვის. ბათუმი-ქარიშხალა 38:35

ბათ: ცერცვაძე - ჯორბენაძე 13, აბრამიშვილი 7, სურმავა 6, გამზარდია 5, სიმონია 4, ქარდავა 3, ი. ნარსია, ქავთარაძე, ვინოგრადსკი, კონცელიძე, ჭანტურია, ვარშანიძე

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი - კბილაშვილი 9, არსენაშვილი 7, სხვიტარიძე 6, მამულაშვილი 5, ზაალიშვილი 4, ფერაძე 2, კორაშვილი 2, შევჩენკო, ტალახაძე, ქურასბედიანი

5 ადგილისთვის. რუსთავი-იმედი 42:40 (დ.დ. 35:35)

რუს: ჯანგიძე, მამულაშვილი, ლორია - თაბაგარი 16, გიორგაძე 8, მუქთიაშვილი 8, ჩუთლაშვილი 5 მძელური 4, ჩუბინიძე 1, მენაბდიშვილი, რ. შეყელაშვილი, მუმლაძე, ჭაბაშვილი, კახურაშვილი, ბ. შეყელაშვილი, მებურიშვილი

იმ: ხარაიშვილი, მღებრიშვილი - გოგუა 7, რუსტამოვი 5, აბაშიძე 5, ფურცელაძე 5, ზ. იობაშვილი 5, გ. იობაშვილი 4, დანელიშვილი 3, მელაშვილი 3, მიქავა 2, ბაინაზიშვილი 1

7 ადგილისთვის. ფოთი-გორი 30:29

ფოთ: სიორდია, ზარგინავა, ჭანტურია - ალანია 8, მიქაძე 5, ბაჯალაძე 5, ბიბილეიშვილი 4, გოგიშვილი 3, დაგარგულია 3, ნემსაია 2

გორ: ვათიაშვილი, ოქროპირიძე - ახალბედაშვილი 8, ტარუაშვილი 7, მჭედლიშვილი 4, გრიგოლ მამაცაშვილი 3, მურადაშვილი 2, ტიელიძე 2, ყანჩაველი 2, ნიაზაშვილი 1, საათაშვილი, ბესტავაშვილი,

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ფოტო: სამტრედია (პირველ რიგში - თევზაძე, ხაჟომია, ზურაბიანი, ხონელიძე, ნიკურაძე. მეორე რიგში - ქავზინაძე, ელგანდაშვილი, წითელიშვილი, სიხარულიძე, კიკნაძე, წივწივაძე, სამყურაშვილი, ხელისუფალი, დუნდუა)

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: