გლდანის ცერცვაძის აკადემიაში დაწყებულ საქართველოს თასზე ხელბურთში, პირველ დღეს ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - იმედმა 31:38 წააგო ქარიშხალასთან.
მოულოდნელი, შესაძლოა, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, რადგან საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ადგილის მფლობელ იმედს ახალი სეზონის წინ რამდენიმე მოთამაშე დააკლდა და ძირითადად ახალგაზრდებით გამოდის, მაგრამ ერთი-ორი გამოცდილი ხელბურთელი გუნდში მაინც არის.
ქარიშხალა კი მთლიანად ახალგაზრდული გუნდია. თამაში ლამის ბოლო წუთებამდე თანაბარი იყო და მხოლოდ ბოლოსკენ გადატყდა. დანარჩენ სამ მატჩში ბათუმმა მოუგო გორს - 50:32, სამტრედიამ - რუსთავს, 47:21, ხოლო პეგასმა - ფოთის ოქროს ვერძს - 38:27.
სამშაბათსა და ოთხშაბათშ ჯგუფური ტურნირის მატჩები გაგრძელდება. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ხუთშაბათს ნახევარფინალებს ითამაშებს, ხოლო პარასკევს თასის მფლობელიც გამოვლინდება.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2014. კაცები
გლდანი, 13 ოქტომბერი
A ჯგუფი
ბათუმი - გორი 50:32
ბათ: ცერცვაძე - გამზარდია 11, სიმონია 8, ნარსია 7, ქარდავა 6, აბრამიშვილი 5, სურმავა 4, ამირანაშვილი 2, ჯორბენაძე 2, ქავთარაძე 2, ვინოგრადსკი 2, ჭანტურია 1
გორ: ვათიაშვილი - ტარუაშვილი 9, გრიგოლ მამაცაშვილი 6, გაგლოშვილი 6, ზუბიაშვილი 4, ტიელიძე 3, მურადაშვილი 2, ნიაზაშვილი 1, ყანჩაველი 1
იმედი - ქარიშხალა 31:38
იმ: ხარაიშვილი - გ. იობაშვილი 11, გოგუა 8, ბეჟანიშვილი 5, ზ. იობაშვილი 2, ჩიკვილაძე 2, მიქავა 1, დანელიშვილი 1, რუსტამოვი 1
ქარ: ხანდოლიშვილი - ფერაძე 9, კბილაშვილი 8, მამულაშვილი 7, არსენაშვილი 5, ზაალიშვილი 5, შევჩენკო 3, სხვიტარიძე 1
B ჯგუფი
სამტრედია - რუსთავი 47:21
სამ: სამყურაშვილი - წითელიშვილი 10, ხაჟომია 9, გ. ნიკურაძე 8, წივწივაძე 5, ზურაბიანი 5, თევზაძე 5, ელგანდაშვილი 3, ხონელიძე 2
რუს: მამულაშვილი, ჯანგიძე - მძელური 8, გიორგაძე 4, მუქთიაშვილი 3, მუმლაძე 2, რ. შეყელაშვილი 1, თაბაგარი 1, ჭაბაშვილი 1, კახურაშვილი 1
პეგასი - ფოთი 38:27
პეგ: ცინცაძე, ნარსია - დიხამინჯია 7, ცხვარაშვილი 5, გაწერელია 5, კოხრეიძე 5, ზარნაძე 4, აბჟანდაძე 3, სახვაძე 3, მაისურაძე 2, ბაძაღუა 2, ლეჟავა 2
ფოთ: სიორდია, ზარგინავა - ალანია 11, ჟვანია 7, მიქაძე 4, ბიბილეიშვილი 2, დაგარგულია 1, კუჭავა 1, ნემსაია 1
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
ფოტო: გიგი ფერაძე, ქარიშხალა
14 ოქტომბერი
12:00 ქარიშხალა - ბათუმი
13:30 ფოთი - სამტრედია
15:00 გორი - იმედი
16:30 რუსთავი - პეგასი
15 ოქტომბერი
12:00 გორი - ქარიშხალა
13:30 რუსთავი - ფოთი
15:00 ბათუმი - იმედი
16:30 სამტრედია - პეგასი
16 ოქტომბერი, ნახევარფინალი
12:00 A3-B4
13:30 B3-A4
15:00 A1-B2
16:30 B1-A2
17 ოქტომბერი, ფინალი
12:00 7 ადგილისთვის
13:30 5 ადგილისთვის
15:00 3 ადგილისთვის
16:30 1 ადგილისთვის