სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირი 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.
პირველ დღეს შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა სამტრედიამ 24:18 დაამარცხა ბათუმის გუნდი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა, ზუგდიდმა - წყალტუბო, 33:31.
ხვალ ტურნირზე სამი მატჩია, პირველი წრე კი 9 ოქტომბერს დასრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ სამი საუკეთესო გუნდი უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99
დასავლეთის ლიგა: სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი
პირველი წრე, სენაკი. 6 ოქტომბერი
6 ოქტომბერი
წყალტუბო-ზუგდიდი 31:33
წყ: აფხაძე, ჯანელიძე - ხელაძე 11, ბენდელიანი 11, დარსაველიძე 3, ნემსიწვერიძე 3, ჭოლოკავა 2, მეტონიძე 1
ზუგ: ხასია - ხურციძე 14, ბულია 8, ესართია 3, ეხვაია 2, კვარაცხელია 2, ტაბაღუა 1, ძაძამია 1, ყუფუნია 1, შედანია 1
ბათუმი - სამტრედია 18:24
ბათ: დავითაძე, ქათამაძე - მახაჭაძე 5, სიხარულიძე 5, კოტიშაძე 4, მალაყმაძე 2, კეკელიძე 1, დიასამიძე 1
სამ: გაგუა, ქავზინაძე - ანტონოვიჩი 7, ბოცვაძე 7, გ. ცხვარაძე 4, ზურაბიანი 3, ლ. ცხვარაძე 2, გეგია 1
მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი
7 ოქტომბერი
12:00 ქუთაისი - სამტრედია
13:30 ზუგდიდი - ბათუმი
15:00 ქუთაისი - ბათუმი
8 ოქტომბერი
12:00 ბათუმი - წყალტუბო
13:30 ზუგდიდი - ქუთაისი
15:00 სამტრედია - წყალტუბო
9 ოქტომბერი
14:00 წყალტუბო - ქუთაისი
15:30 სამტრედია - ზუგდიდი