სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა. თასის შარშანდელმა მფლობელმა, გერმანიის ფლენზბურგმა პირველ ტურში, დანიაში განცდილი საზარელი მარცხის შემდეგ 31:21 დაამარცხა შვედეთის ალინგსასი, ხოლო გამარჯვებულთაგან თომას მოგენსენმა 8 გოლი შეაგდო.
ფინალისტმა, ასევე გერმანულმა კილმა, შინ მძიმე ბრძოლაში მოუგო ესპანეთის ლა რიოხას - 34:32, ისლანდიელი დანიელ პალმარსონის ანგარიშზე კი 12 ბურთი იყო. ოთხთა ფინალის კიდევ ერთმა მონაწილემ, უნგრეთის ვესპრემმა შინ ასევე მძიმე ბრძოლა გადაიხადა გერმანიის ლიოვენთან - 27:24. 9-9 გოლი შეაგდეს უნგრული გუნდის სერბმა მომირ ილიჩმა და გერმანელთა გარემარბმა უვე გენსჰაიმერმა.
ბარსელონამ შინ, მეორე ტაიმში გატეხა პლოცკის ვისლა - 30:25, კირილ ლაზაროვმა 9 ბურთი გაიტანა, ნიკოლა კარაბატიჩმა - 7.
მოიგო სამივე ფრანგულმა გუნდმა. პარი სენ ჟერმენმა მიქელ ჰანსენის 8 გოლით აჯობა ზაგრებს - 27:22, მონპელიემ - სლოვენიის ცელიეს - 35:29, ხოლო დიუნკერკმა - ზაპოროჟიეს, 23:21.
მესამე ტური ხუთშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4-4 გუნდი მერვედფინალში გადის.
ფოტო: პსჟ - ზაგრები
ჩემპიონთა ლიგა. 2014-15. კაცები. ჯგუფური ტურნირი, 2 ტური
2, 4, 5 ოქტომბერი
A ჯგუფი
კილი (გერ, 2 ქულა) - ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 2) 34:32
მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 2) - მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) 28:24
პსჟ (საფ, 4) - ზაგრები (ხორ, 2) 27:22
B ჯგუფი
ბარსელონა (ესპ, 4) - ვისლა პლოცკი (პოლ, 2) 30:25
ბეშიქთაში (თურ, 0) - კოლდინგი (დან, 4) 24:33
ფლენზბურგი (გერ, 2) - ალინგსასი (შვდ, 0) 31:21
C ჯგუფი
ვარდარ სკოპიე (მკდ, 4) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 0) 39:28
ვესპრემი (უნგ, 4) - ლიოვენი (გერ, 2) 27:24
მონპელიე (საფ, 2) - ცელიე (სლნ, 0) - 35:29
D ჯგუფი
კელცე (პოლ, 4) - პიკ სეგედი (უნგ, 2) 37:32
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 0) - დიუნკერკი (საფ, 2) 21:23
ოლბორგი (დან, 3) - შაფჰაუზენი (შვც, 1) 23:23