სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მახლობლად, დაიწყო ახალი სახელბურთო სასახლის მშენებლობა. აქ უნდა გაიმართოს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირები ბიჭებსა და გოგონებს შორის.

თავდაპირველად, ეს შეჯიბრება სპორტკომპლექს არენაში იყო დაგეგმილი, მაგრამ, სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ახალი ნაგებობის აშენება გადაწყდა. კომპლექსში ორი დარბაზი იქნება - ერთში 800 მაყურებელი მოთავსდება, ხოლო მეორეში - 2500. ორივე დარბაზი თანამედროვე საფარითა და ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი, ხოლო, მთავარ არენაზე, თბილისი 2015-ის ფესტივალის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეჯიბრების გამართვა იქნება შესაძლებელი, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებისა.

დარბაზის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და ოლიმპიურ ფესტივალამდე იქ საცდელი შეჯიბრებაც გაიმართება. თბილისი 2015-ის თამაშები 25-31 ივლისს გაიმართება. სახელბურთო ტურნირზე ევროპის 8-8 უძლიერესი ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები იასპარეზებს ბიჭებსა და გოგონებს შორის.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციას კიდევ ერთი მატება აქვს. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, ხელბურთის განვითარების პროგრამით, საქართველოს გრანტის სახით გამოუყო უახლესი მოდელის, ტერაფლექსის მოედნის საფარი, რომელიც უკვე თბილისშია და მალე დაიგება კიდეც.

შინაური სახელბურთო სეზონი 29 სექტემბერს დაიწყება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების საქართველოს ჩემპიონატით. წინა სეზონის მსგავსად, ითამაშებს 18 გუნდი. 2014 წლის ბოლომდე გაირკვევა აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ლიგების პრიზიორთა ვინაობა, საუკეთესოები კი 2015 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. გაიმართება ასევე საქართველოს ჩემპიონატი ამავე ასაკის გოგონებში და უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა პირველობა.

ეროვნული ჩემპიონატის კაცთა გუნდებს შორის ოქტომბერში დაიწყება. ოქტომბერშვე მორიგ საკვალიფიკაციო ტურნირს იწყებს ეროვნული ნაკრები. 29 ოქტომბერს სტუმრად ვეთამაშებით, ხოლო 2 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ვმასპინძლობთ ესტონეთის ნაკრებს, აპრილში კი ორჯერ შევხვდებით ლუქსემბურგს. ამ ჯგუფის გამარჯვებული გავა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში, ხოლო იქ წარმატების შემთხვევაში - ძირითად შესარჩევ ტურნირში, სადაც უკვე ყველა გრანდი ითამაშებს. პლეიოფი 2016 წლის გაზაფხულზეა, ხოლო ძირითადი საკვალიფიკაციო ტურნირი - 2016 წლის შემოდგომაზე და 2017 წლის პირველ ნახევარში.

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: