სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

დაიწყო რუმინეთის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ხელბურთელი თამაშობს.

ვლადიმერ რუსიამ და მეკარე შოთა თევზაძემ, რომლებიც ბაკეუდან ორდორჰეიში გადავიდნენ, პირველი ტურის მატჩი მოიგეს. ოდორჰეიმ სტუმრად 28:24 დაამარცხა ვასლუი, ხოლო რუსიამ, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა კლუბს, 6 გოლი გაიტანა. ახალ კლუბში პირველად ითამაშა თევზაძემ. მეორე ტურში ოდორჰეი ისვენებდა, რადგანაც რუმინეთის ჩემპიონატში წლეულს 13 გუნდი მონაწილეობს.

ორჯერ ითამაშა ირაკლი ჩიქოვანის პოლიტექნიკა ტიმიშოარამ და ჯერ სტუმრად წააგო ბუქარესტის დინამოსთან (24:26), ხოლო შემდეგ შინ მოუგო ლიგის დებიუტანტ კალარასის - 25:24. ჩიქოვანმა პირველ მატჩში 4, ხოლო მეორეში 3 გოლი გაიტანა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 უძლიერესი გუნდი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

შინაური სეზონი ჯერ არ დაწყებულა თურქეთში, სადაც რატი მსხვილიძე და გიგა ტორონჯაძე თამაშობენ და არც მაკედონიაში, თუმცა, რევაზ ჭანტურიას კლუბმა, ზომიმაკ სტრუმიცამ უკვე გამართა პირველი საერთაშორისო მატჩი. EHF თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მაკედონიის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სტუმრად 25:36 დამარცხდა პოლონეთის გორნიკ ზაბრჟესთან. ჭანტურია ყველაზე შედეგიანი იყო 7 გოლით. საპასუხო მატჩი 13 სექტემბერსაა მაკედონიაში.

ფოტო: ირაკლი ჩიქოვანი

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: