სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

შავი ზღვის პირას, შეკვეთილში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები. გუნდს 2015 წელს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში და 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.

შეკვეთილში ძირითად აქცენტი ფიზმომზადებაზე კეთდება, თუმცა, არის ბურთიანი ვარჯიშებიც პლაჟზე. გუნდს ხელმძღვანელობენ ელისო ჟურულიშვილი და ფიზმომზადების ცნობილი სპეციალისტი, მამია ტუღუში.

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის წილისყრა 19 სექტემბერს გაიმართება დუბლინში. 20-22 მარტს შესარჩევი ტურნირია, ხოლო 13-23 აგვისტოს, მაკედონიაში - ევროპის ჩემპიონატის ფინალი. იქამდე, 26-31 ივლისს, თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ტურნირია ევროპის 8 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით. მონაწილეთა შემადგენლობას ევროპის ხელბურთის ფედერაცია სექტემბრის ბოლოს დაასახელებს. ორივე ტურნირზე 1998-99 წლებში დაბადებული სპორტსმენები თამაშობენ.

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: