შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

02/07/14 არგენტინა, ბრაზილია, ჩილე - მსოფლიო ჩემპიონატი დაკომპლექტდა

გამოვლინდა 2015 წლის კაცთა სახელბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე. ბოლო სამი საგზური გათამაშდა პან-ამერიკულ ჩემპიონატზე, ურუგვაიში.

ფინალში არგენტინამ 30:19 დაამარცხა ბრაზილია და მეექვსე ტიტული მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ჩილემ მოუგო ურუგვაის - 25:24 და მესამე საგზურს დაეპატრონა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ გრენლანდია, აშშ, მექსიკა და გვატემალა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის 15 იანვარს დაიწყება ყატარში. ფინალი 1 თებერვალსაა. მონაწილეები არიან:

ყატარი (მასპინძელი)

ესპანეთი (მსოფლიო ჩემპიონი)

ბაჰრეინი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები (აზია)

ალჟირი, ეგვიპტე, ტუნისი (აფრიკა)

არგენტინა, ბრაზილია, ჩილე (ამერიკა)

ავსტრალია (ოკეანია)

საფრანგეთი, დანია, ხორვატია, პოლონეთი, შვედეთი, სლოვენია, ავსტრია, ბელარუსი, ბოსნია, რუსეთი, მაკედონია, ჩეხეთი (ევროპა).

წილისყრა გაიმართება 20 ივლისს დოჰაში.

2014 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრამ კი უკვე გამოავლინა ჯგუფების შემადგენლობები.

A: უნგრეთი, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი

B: ნორვეგია, დანია, რუმინეთი, უკრაინა

C: შვედეთი, გერმანია, ხორვატია, ჰოლანდია

D: მონტენეგრო (ევროპის ჩემპიონი), საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი

ტურნირი გაიმართება 7-21 დეკემბერს უნგრეთსა და ხორვატიაში. პირველიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა 3-3 გუნდი, ბოლოს კი გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი.