28/11/13 ყვარელმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს, თელავში პრინციპული თამაში გაიმართა.

ყვარლის გუნდმა 24:22 დაამარცხა გორი და მეორე ადგილი ჩამოართვა იმის ხარჯზე, რომ პირველი წრის თამაში მხოლოდ ერთი ბურთით ჰქონდა წაგებული.

გორი ამ თამაშამდე 2 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, თელავის გუნდს და უშუალო თამაშში გამარჯვების შემთხვევაში პირველობის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ლიდერთა სამეულიდან ხვალ თამაშობენ თელავი-გორი, ხოლო შაბათს ყვარელი-თელავი.

ტური შაბათს დასრულდება. გამოვლინდება აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი და გუნდები, რომლებიც გააგრძელებენ საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მეორე ეტაპზე გავა თბილისის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი. ეს 10 გუნდი ერთწრიან ტურნირში გამოავლენს ექვსეულს, რომელიც უშუალოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ყოველ ახალ ეტაპზე ქულების ათვლა ნულიდან დაიწყება.

თამაშების ვიდეო-სტრიმინგი ეწყობა ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდით და პარტნიორი საიტის, myvideo.ge მეშვეობით: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . აღმოსავლეთი . მეორე წრე, თელავი

28 ნოემბერი

რუსთავი – თელავი 26:32

ახაშენი – ყვარელი 8:15

ახაშენი – თელავი 7:14

გორი – ყვარელი 22:24

გორი: ვათიაშვილი – ტარუაშვილი 7, მჭედლიშვილი 7, ტიელიძე 4, ნიაზაშვილი 2, დალაქიშვილი 1, ქესანაშვილი 1

ყვარელი: ბოლაშვილი – დოლმაზაშვილი 6, ჭერაშვილი 5, ჯიქურიშვილი 4, ხაჩიშვილი 4, ცულიკაშვილი 3, ბურკაძე 2

მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი

მდგომარეობა

თელავი 16 ქულა (8 თამაშიდან), ყვარელი 12 (8), გორი 10 (7), / რუსთავი 6 (7) / ახაშენი 2 (8), ლაგოდეხი 2 (10)

29 ნოემბერი

12:00 ახაშენი – რუსთავი

13:20 თელავი – გორი

14:40 რუსთავი – ყვარელი

16:00 ახაშენი – გორი

30 ნოემბერი

12:00 გორი – რუსთავი

13:20 ყვარელი – თელავი

14:40 საზეიმო დახურვა და დაჯილდოება

(ლაგოდეხის გუნდი მეორე წრეზე არ გამოცხადდა და ყველა თამაშში მიესაჯა 0:10)

თბილისი. მეორე ტური – 48 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

დასავლეთი. მეორე ტური 10–14 დეკემბერს სენაკში

ფოთი 10 ქულა, სამტრედია 8, ზუგდიდი 6 / წყალტუბო 4 / ქუთაისი 2, ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

Leave a Reply