28/01/15 ესპანეთი და საფრანგეთიც ნახევარფინალში არიან
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, 30 იანვარს ნახევარფინალში ითამაშებენ საფრანგეთი-ესპანეთი და ყატარი-პოლონეთი.
საფრანგეთმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, 32-23 მოუგო სლოვენიას, კარგად ივარჯიშა, შედეგიანად ითამაშეს ნიკოლა კარაბატიჩმა და დანიელ ნარსისმა და ბრწყინვალედ ითამაშა მეკარე ომაიერმა. ნახევარფინალი, საფრანგეთ-ესპანეთი იქნება მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მატჩი.
ხოლო მეოთხედფინალი, ესპანეთი-დანია, იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება და უდრამატულესი შეხვედრა. პირველი ტაიმი ფრედ, 11-11 მორჩა. ორივე მწვრთნელი, მანუელ კადენასი და გუდმუნდურ გუდმუდსონი რაციონალურად იყენებდა თითქმის მთელი შემადგენლობას და ძალებს მეორე ნახევრისთვის ინახავდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში აიწყვიტა მიქელ ჰანსენმა, გაიტანა 5 გოლი, მას მხარი აუბა მადს მენსა-ლარსენმა და მეორმოცე წუთზე დანია წინ გავიდა – 18-16. ესპანეთმა ამას უპასუხა ოთხბურთიანი სპურტით, 20-18 46-ე წუთისთვის.
ბოლო მონაკვეთში კადენასი დამწყებ შვიდეულს ენდო, ხოლო გუდმუნდსონმა ისინი შეარჩია, ვისაც თამაში წაუვიდა. დანიელთა შორის უკვე ნახსენებთა გარდა საუკეთესოები იყვნენ მარჯვენა გარემარბი ლინდბერგი, ცაცია ინსაიდი ქრისტიანსენი, ვინც ბოლო წუთებში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩაჭრა, დაცვაში – რენე და ჰენრიკ ტოფტები.
ესპანეთის გუნდში მეორე ტაიმში კარგად შემოვიდა ანტონიო გარსია და ორი საჭირო გოლი გაიტანა, დაცვაში, როგორც ყოველთვის, მტკიცედ იდგნენ მოროსი და გვარდიოლა.
ესპანეთი 22-20 იგებდა 52-ე წუთზე, მაგრამ მენსამ, ქრისტიანსენმა და ლინდბერგმა ისევ დააწინაურეს დანია – 23-22, 55-ე წუთი. ენტრერიოსსა და რივერას მაინც წინ გაჰყავთ თავისიანები, მაგრამ მენსა, დასრულებამდე 20 წამით ადრე, წარმოუდგენლად რთული სიტუაციიდან ათანაბრებს – 24-24.
კადენასმა აიღო ბოლო წუთშესვენება, გუნდმა გაათამაშა ჩაფიქრებული კომბინაცია და სირენამდე 2 წამით ადრე ხოან კანელასმა ზუსტად დაურტყა მეკარე გრინს მარცხენა დაბალ კუთხეში, 9 მეტრიდან – 25:24!
29 იანვარს ჩემპიონატზე დასვენების დღეა
მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge
სპეციალურად, ყატარიდან
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.
(1) ლუსაილ არენა – 15 300, (2) ალ სად არენა – 7 700
მეოთხედფინალი, 28 იანვარი
ლუსაილი. დანია – ესპანეთი 24-25
დან: ლანდინი 10/30, გრენი 1/6 – ჰანსენი 11/6 (6 პასი), ეგერტი 6 (4 პენ), მენსა 6/4, ლინდბერგი 3/2, ქრისტიანსენი 5/2 (3 ჩაჭრა), რ. ტოფტი 1/1 (5 ბლოკშოტი), სვანი 1/1, ჰ. ტოფტი 1/1, ლაუგე 4/1, სონდერგარდი 1/0, მორტენსენი, ნოდესბო, სპელერბერგი
ესპ: პერესი 9/32, სიერა 0/1 – რივერა 10/9 (5 პენ), კანელასი 7/5, ენტრერიოსი 9/4, გარსია 3/2, მაკედა 7/2, გვარდიოლა 2/1 (3 ბლოკშოტი), აგინაგალდე 2/1, დუიშებაევი 1/0, ტომასი, მოროსი, უგალდე, როკასი, როდრიგესი
ალ სადი. სლოვენია – საფრანგეთი 23-32
სლნ: სკოფი 12/32, პროსტი 1/13 – ლ. ცვიცაი 6/6, გაიჩი 5/4, დოლენეცი 10/4, ცეჰტე 11/4, ბეციაკი 1/1, ზორმანი 2/1, კავტიჩნიკი 2/1, სკუბე 3/1, ნატეკი 4/1, გაბერი 1/0, მ. ცვიცაი 4/0, ბუნდალო, კოზლინა
საფ: ომაიერი 18/41-44% (3 ჩაჭრა) – ნარსისი 9/6, ნ. კარაბატიჩი 8/5, ჟოლი 4/4, მაე 6/4, პორტი 4/3, ლ. კარაბატიჩი 4/3, ბარაშეტი 7/3 (5 პასი), ნიოკა 3/2, გიგუ 1/1, სორენდო 3/1, ფერნანდესი 1/0, აკამბრეი 2/0,
—
დღესვე: ყატარი – გერმანია 26-24
ხორვატია – პოლონეთი 22-24
—
ნახევარფინალი , 30 იანვარი
19:30 პოლონეთი – ყატარი (1)
22:00 ესპნეთი – საფრანგეთი (1)
ფინალი, 1 თებერვალი
17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)
20:15 ფინალი (1)
—
5-8 ადგილები
30 იანვარი, ნახევარფინალი
17:30 ხორვატია-გერმანია (2)
20:15 დანია-სლოვენია (2)
31 იანვარი, ფინალი
17:30 მატჩი 7 ადგილისთვის (1)
20:15 მატჩი 5 ადგილისთვის (1)
—
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი: