28/01/15 პოლონეთი-ყატარი პირველი ნახევარფინალია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილია პოლონეთი-ყატარი. მასპინძლებმა26-24 დაამარცხეს გერმანია, ხოლო პოლონეთმა მოუგო ხორვატიას – 24-22. მეორე წყვილს გამოავლენს საფრანგეთ-სლოვენიისა და დანია-ესპანეთის მატჩები.

 

დღეს ლუსაილ არენა ნამდვილად უნდა შეივსოს. თამაშამდე 45 წუთით ადრე ქვედა, უფრო მოზრდილი დონე, სადაც 10 ათასამდე კაცი ეტევა, თითქმის მთლიანად დაიკავა თეთრხალათიანმა და შინდისფერმაისურიანმა ხალხმა – მასპინძლებმა. დაწყებამდე ორი საათით ადრე ირეოდა ხალხი არენის შესასვლელში.  გუნდები მოთელვას ამთავრებენ და არენიდან გადიან. დარბაზში შუქი ქრება, ყატარელები კი სანთებელებს ანათებენ, ენითაუწერელი ხმაურია. დიდი სანახაობა გველის.

 

ვალერო რივერას ბენალი ჰყავს გამთამაშებლის პოზიციაზე, ესეიგი ორი პივოტით იწყებს. გრიოცკის გოლს ქვითავს სწორედ პივოტი ბორია ვიდალი – 1-1 დრუქსი და ვაინჰოლდი შორიდან აცილებენ, ხოლო სარიჩი იგერიებს გრიოცკის პირისპირ გასვლას. გერმანია დაცვაში 6-0 დგას, ბურთიანზე გასვლებით, კაპოტეს შორიდან წინ გაჰყავს ყატარი და დრუქსი ათანაბრებს ძალისმიერი გარღვევის შემდეგ – 2-2 7 წუთის შემდეგ.  ყატარსაც 6-0 დაცვა აქვს.

 

5-3, ყატარი. მასპინძლებს 2 გოლი აქვთ გატანილი ხაზის პოზიციიდან + ერთი შვიდმეტრიანიც. 8-5 და დაგურ სიგურდსონს შეტევაში გამოჰყავს კნეერი და კრაუსი. ლიხტლაინი კი ჯერჯერობით თითქმის ვერაფერი იჭერს. სარიჩს წყალობით ყატარი რიცხობრივ ნაკლებობაშიც ახერხებს სწრაფ შეტევას და გერმანიის ტაიმაუტი, 10-6, მე-17 წუთი.

 

ყატარი ისევ იყენებს ორ პივოტს, ოღონდ ხან კაპოტესა და მარკოვიჩს ასროლინებენ და ვიდალსაც ზედიზედ გააქვს ორი. იუსეფ ბენალი მშვენივრად ასრულებს მეორე პივოტ-სატყუარას როლს, ნამდვილი გამთამაშებელი, მალლაში მხოლოდ ტაიმის ბოლოს შემოდის ორიოდ წუთით, ხოლო მეორე მეკარე სტოიანოვიჩი ორ შვიდმეტრიანს უღებს გენსჰაიმერს. ყატარელთა უპირატესობა პიკს აღწევს 26 წუთის შემდეგ – 16-9.

 

სიგურდსონი შემადგენლობას ატრიალებს, ცვლის მეკარე ლიხტლაინსაც, ჰაინეფეტერი ზედიზედ იგერიებს სამ ბურთს, მათ შორის შვიდმეტრიანსაც, მაგრამ გერმანელებს ეპარებათ მემიშევიჩის რიბაუნდი. და მაინც, ტაიმი მათთვის კარგად სრულდება – ბოლო წუთზე ორი გოლი გააქვთ, მათ შორის გენსჰაიმერს, სირენამდე ორი წამით ადრე – 18-14. კაპოტეს, მარკოვიჩსა და ვიდალს 4-4 გოლი აქვთ , პოლონეთი შესვენებაზე 12-10 უგებს ხორვატიას.

 

ახლა თავს ავწევ და ტრიბუნები სავსე იქნება. 15 000 მაყურებელი. მეორე ტაიმი. ბენალი ისევ ცრუ-გამთამაშებელია, იძლევა პირველ პასს და ჩარბის ხაზზე, კაპოტე ისვრის – 19-14. ბენალის თავისი მესამე გოლი გააქვს და ისვენებს. პირველი ტაიმის სხვაობა ძალაშია – 20-16. ხორვატია დაწინაურდა პოლონეთთან – 15-13 და ზუსტად ამ მომენტში შტრობელი და გროცკი სხვაობას ამცირებენ – 18-20, 38 წუთი, ტაიმაუტს რიბერა იღებს. გრიოცკი კუთხიდან – 19-20. ბენალიმ დაისვენა და ბრუნდება, კაპოტე – 22-19, 44 წუთი. ხორვატია 18-16 უგებს პოლონეთს.

 

12 წუთი დარჩა. პოლონეთმა გაათანაბრა, ლუსაილში ყატარი 24-22 იგებს. 6 წუთით კი ადრე კი დამიენ სარიჩი იგერიებს შორეულ დარტყმას და მერე, ფეხბურთის მეკარესავით ხტება მეორე კუთხეში და ვინჩეკის დამატებულს იღებს. 25-23, ყატარი. ხორვატია-პოლონეთი 22-22.

 

სლავომირ შმალი ბოლო წუთებში იგერიებს ორ დარტყმას და პოლონეთი ამარცხებს ხორვატიას. და ლუსაილშიც ბოლო სიტყვა მეკარეს ეკუთვნის – ანგარიშია 26-24 სარიჩი იღებს გრიოცკის დარტყმულს კუთხიდან, შემდეგ შეტევაში ყატარი ბურთს კარგავს, გრიოცკი სარიჩთან პირისპირ გადის, რჩება ზუსტად ერთი წუთი, მაგრამ  სარიჩი ამასაც უკუაგდებს და იღებს საუკეთესო მოთამაშის პრიზსაც. თუმცა, საუკეთესო შეიძლება ყოფილიყო რაფაელ კაპოტე 8 გოლით, იუსეფ ბენალიც და, კაცმა რომ თქვას, საუკეთესო „მოთამაშე“ იყო ყატარელთა ესპანელი მწვრთნელი ვალერო რივერა.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

(1) ლუსაილ არენა – 15 300, (2) ალ სად არენა – 7 700

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

 

ლუსაილი. ყატარი – გერმანია 26-24

ყატ: სარიჩი 10/31, სტოიანოვიჩი 2/5 – კაპოტე 11/8, მარკოვიჩი 17/6, ვიდალი 4/4, ბენალი 3/3, მემიშევიჩი 3/3, მაბრუკი 1/1, რუანი 3/1, მალლაში 1/0, მადადი 1/0, ჰასაბ ალლა 2/0, ალ ქარბი

გერ: ლიხტლაინი 2/12, ჰაინეფეტერი  11/27 – გენსჰაიმერი 7/5, გრიოცკი 7/4,   ვაინჰოლდი 5/3, შტრობელი 5/3, ვინჩეკი,7/3, დრუქსი 7/3, პეკელერი 2/2, კრაუსი 1/1, მიულერი 1/0, კნეერი 1/0, შონგარტი, შმიდტი

 

ალ სადი.  ხორვატია – პოლონეთი 22-24

ხორ: ალილოვიჩი 4/16, ივიჩი 4/16 – კოპლიარი 6/5, დუვნიაკი 11/5, ჰორვატი 5/4, ჩუპიჩი 3/2, სლიშკოვიჩი 5/2, გოიუნი 1/1,  მუსა 1/1, ბიჯანიჩი 3/1, კარაჯიჩი 4/1, ვორი 1/0, შტრლეკი 1/0

პოლ: შმალი 12/34 – იურკევიჩი 9/6, როევსკი 11/4, სიპრჟაკი 3/3, ხრაპკოვსკი 3/3, ბ. იურეცკი 3/2, მ. იურეცკი 4/2, კრაევსკი 4/2, დაშეკი 1/1, ბელეცკი 7/1, ვიშნევსკი, გრაბარჩიკი, შიბა

 

დღესვე: http://www.qatar2015live.com/watch-live

22:00 დანია – ესპანეთი (1)

22:00 სლოვენია – საფრანგეთი (2)

ნახევარფინალი , 30 იანვარი

19:30 პოლონეთი – ყატარი (1)

22:00 დან /ესპ – სლნ/საფ (1)

ფინალი, 1 თებერვალი

17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)

20:15 ფინალი (1)

5-8 ადგილები

30 იანვარი, ნახევარფინალი

17:30 გერმანია – ხორვატია (2)

20:15 (2)

31 იანვარი, ფინალი

17:30 მატჩი 7 ადგილისთვის (1)

20:15 მატჩი 5 ადგილისთვის (1)

Leave a Reply