27/03/5 ფინალური ოთხეული გაირკვა
ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე გაირკვა ფინალური ოთხეულის ვინაობა. ჩემპიონობისთვის ითამაშებენ შარშანდელი პირველობის პრიზიორები, ქარიშხალა, პეგასი და იმედი, აგრეთვე ქუთაისის გუნდი.
ქარიშხალამ იოლად დაამარცხა ზუგდიდი და საგზური გაინაღდა, ხოლო დღის მთავარი თამაში იყო პეგასსა და გორს შორის. პეგასის გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან ფინალში პეგასი და იმედი გადიოდნენ, ხოლო გორელთა მოგებისას ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა პეგას-იმედის მატჩს ბოლო ტურში.
გორელებმა თამაზ ტარუაშვილისა და მეკარე ვათიაშვილის ლიდერობით მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრეს – 16-16 და ერთხანს კიდევ კვალში უდგნენ მეტოქეს, მაგრამ პეგასმა მაინც გარდატეხა მატჩი ნაზღაიძის, ზარნაძის, მაისურაძისა, ბაჯალაძისა და ცხოვრებაძის წყალობით და 37-29 გაიმარჯვა, რითაც უხერხული სიტუაცია აარიდა ორგანიზატორებს.
საქმე ისაა, ბოლო ტურში, ქარიშხალა-ქუთაისისა და პეგას-იმედის მატჩებში უნდა გარკვეულიყო ჯგუფების გამარჯვებულებისა და, შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილების ვინაობა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ გლდანის დარბაზში შაბათ-კვირას ფუტზალის ტურნირი იმართება. რადგანაც ფინალისტთა ოთხეული უკვე გაირკვა, გადაწყდა, რომ ბოლო დღის თამაშები აღარ გაიმართოს, ხოლო ნახევარფინალის წყვილები წილისწრამ გამოავლინოს. არა გამორიცხული, რომ პლეიოფის ნაცვლად წრიული ტურნირი გაიმართოს 4 გუნდს შორის.
ყველაფერი კვირას, ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება, მაგრამ რა მოხდებოდა გორელთა გამარჯვების შემთხვევაში?
საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 1998-99.
მეორე ეტაპი. 27 მარტი, გლდანი
(ოთხთა ფინალში გადის 2-2 საუკეთესო)
A ჯგუფი: ქარიშხალა, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი
ქუთაისი–ბათუმი 41-19
ქუთ: კუპატაძე, აფხაძე – კბილაშვილი 10, მერკვილაძე 7, გიორგაძე 6, კლდიაშვილი 6, რობაქიძე 3, მამისეიშვილი 3, თოდაძე 2, არსენიძე 2, დარსაველიძე 1, ნოდია 1, სულაბერიძე, ფაილოძე
ბათ: ნ. ქათამაძე, დავითაძე – სიხარულიძე 6, მახაჭაძე 4, მალაყმაძე 3, კოტიშაძე 2, ხოზრევანიძე 2, აბაშიძე 1, დიასამიძე 1, კეკელიძე, გ. ქათამაძე. მამალაძე, ბოლქვაძე, კაიშვილი
ქარიშხალა–ზუგდიდი 43-23
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ჭინჭარაძე 11, არსენაშვილი 11, ბულბულაშვილი 9, ბიბილეიშვილი 3, ლ. მამულაშვილი 2, წიკლაური 2, ივანიაძე 2, კვირკველია 2, ასაბაშვილი 1, ციხიშვილი
ზუგ: ხასია – ბულია 12, ხურციძე 6, გრიგოლია 3, ესართია 1, კუკავა 1, ძაძამია, ჭკადუა, კვარაცხელია, გოგოხია, ეხვაია, გადელია
1-2. ქარიშხალა 6 ქულა (3 თამაშიდან), ქუთაისი 6 (3) / 3. ზუგდიდი 4 (4), 4-5. თელავი 0 (3), ბათუმი 0 (3)
—
B ჯგუფი: გორი, პეგასი, სამტრედია, იმედი, რუსთავი
სამტრედია–რუსთავი 31-27
სამ: დავითაშვილი, ქავზინაძე – ანტონოვიჩი 8, შევჩენკო 7, ბოცვაძე 5, სხვიტარიძე 4, თოდუა 3, ზურაბიანი 2, კელაპტრიშვილი 2, გეგია, ძნელაძე, გაგუა
რუს: ბაბუნაძე – შუშანაშვილი 8, ლურსმანაშვილი 6, ჩუთლაშვილი 5, ზედელაშვილი 4, ბუიშვილი 2, ბალუხაშვილი 2, სამხარაძე, ეგაძე, ეძგვერაძე, ხათრიძე
პეგასი–გორი 37-29
პეგ: ზარგინავა – ზარნაძე 11, ბაჯალაძე 8, ცხოვრებაძე 7, ნაზღაიძე 5, მაისურაძე 5, მიქაძე 1, ხვადაგიანი, ლაპიაშვილი
გორ: ვათიაშვილი – თ. ტარუაშვილი 8, ნიაზაშვილი 6, მჭედლიშვილი 5, ს. მურადაშვილი 5, ტიელიძე 4, გ. ყანჩაველი 1, დალაქიშვილი, მ. ტარუაშვილი, თომაშვილი, გახოკიძე, იაშვილი, ვ.ყანჩაველი
1-2. იმედი 6 (3), პეგასი 6 (3) / 3-4. გორი 2 (3), სამტრედია 2 (3), 5. რუსთავი 0 (4)
მსაჯები: ი. ჭკუასელი ე. არაბული, ა. კომახიძე, ვ.ბერიაშვილი
ოთხთა ფინალი, 6-7 აპრილი, გლდანი – ქარიშხალა, ქუთაისი, პეგასი, იმედი