სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხუთშაბათ დილას ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები.

გუნდს 10, 11 და 12 იანვარს თამაშები აქვს ჰოლანდელ, ხორვატ და მაკედონიელ თანატოლებთან, რის შემდეგადაც გაირკვევა ფინალლურ ტურნირზე გასული ორი გუნდი.

ჭაბუკები კარგად მომზადებულები მიდიან სათამაშოდ. გუნდი ზაფხულში იყო ბელარუსში, ნოემბერში მოიგო სომხეთის პრემიერ-მინისტრის თასი, სადაც გადამწყვეტ მატჩში 33:28 რუსეთის ნაკრები დაამარცხა და საკუთარი ძალების ირწმუნა. ახალ წელს ქართველი ჭაბუკები დუშეთში შეხვდნენ, სადაც საწვრთნელი შეკრება ჰქონდათ და სპარინგ-მატჩებიც ითამაშეს სომეხ თანატოლებთან, 8 იანვარს ეროვნულ ნაკრებს უქომაგეს ლიტვასთან და აეროპორტს მიაშურეს.

ბოლო შეკრებაზე მყოფთაგან მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 18-დან 14 ხელბურთელი შეარჩია. ყველა მათგანი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს და რაკიღა ამ ასაკის მოთამაშეთა დიდი ნაწილი პეგასის წევრია, ნაკრებშიც ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას. პეგასში მუშაობს მთავარი მწვრთნელიც. ტიტეს თანაშემწე გიორგი გვაზავა ეროვნულ ნაკრებშია დაკავებული როგორც მოთამაშე, ამიტომაც დუშეთში ასისტენტობას გიორგი სახვაძე სწევდა, ხოლო ხორვატიაში ამ ფუნქციას დელეგაციის უფროსი, ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ბერმუხა, ვახტანგ ბერიაშვილი შეითავსებს.

ნაკრების ლიდერია შუამარბი თემურ ორჯონიკიძე, ვინც სომხეთში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უკვე ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. მასთან წყვილში თამაშობს ცაცია ინსაიდი ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამავე პოზიციაზე იქნებიან გივი გიორგაძე და მიხეილ ნაზღაიძე. გამთამაშებლები არიან ამირან აბჟანდაძე და ვლადიმერ ბაძაღუა, რომელიც მარცხენა გარემარბადაც თამაშობს.

ერევანში საუკეთესო მეკარე გახდა ზურაბ ცინცაძე, მასთან ერთდ ხორვატიაში გაემგზავრა ასევე პეგასის გოლკიპერი დემეტრე ნარსია.

ძლიერია ხაზის მოთამაშეების რგოლი. შეტევაში ძირითადი პივოტია სამტრედიელი ჯაბა ხაჟომია, ხოლო დაცვაში ამ პოზიციაზე გიგა კოხრეიძე და გაგა დემეტრაშვილი დგანან, თუმცა, კალანდაძე შეტევაში ორმაგი ცენტრის ტაქტიკასაც ხშირად იყენებს.

და ბოლოს - კუთხის მოთამაშეები. აქ ორი ცაციაა - ირაკლი გოგოლაძე და გიორგი დიხამინჯია, ხოლო მარცხნივ ყვარლელი გიორგი დოლმაზაშვილი იქნება.

პირველი თამაში 10 იანვარს გვაქვს ჰოლანდიასთან. ტიტე კალანდაძის თქმით, ამ ქვეყანამ ხელბურთში ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა, თუმცა, ფინალში გასასვლელად, მწვრთნელის აზრით, მთავარი კონკურენტი იქნება მაკედონია, სადაც კალანდაძეს რამდენიმე წელი უთამაშია და იქაურ ხელბურთს ძალიან კარგად იცნობს.

ბოლო ცნობები მეტოქეთა ბანაკიდან ასეთია: 4 იანვარს უმაგში, სადაც შესარჩევი ტურნირი გაიმართება, ხორვატიამ ვერ მოუგო გაბონს 26-26. 29 დეკემბერს, ლიმბურგში, ჰოლანდიამ ფრედ ითამაშა ფლანდრიის ნაკრებთან 26-26. მაკედონიამ ნოემბერში ორჯერ მოუგო ჩერნოგორიას 26:23 და 25:19, ხოლო ბოლო ტესტში, 24 დეკემბერს, სკოპიეს მეტალურგის იუნიორებს აჯობა 31:29.

ევროპის 18წ ჩემპიონატი 2014, კაცები. კვალიფიკაცია.

6 ჯგუფი. უმაგი, ხორვატია

10 იანვარი

19:00 საქართველო - ჰოლანდია, 21:00 ხორვატია - მაკედონია

11 იანვარი

19:00 საქართველო - ხორვატია, 21:00 მაკედონია - ჰოლანდია

12 იანვარი

16:00 ხორვატია - ჰოლანდია, 18:00 საქართველო - მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

ფინალი (16 გუნდი): 14-24 აგვისტო, პოლონეთში

საქართველოს ნაკრები

მეკარეები

12 ზურაბ ცინცაძე------------------პეგასი---03.10.1996---178/75

16 დემეტრე ნარსია-----------------პეგასი---22.10.1997---188/83

ხაზი

09 ჯაბა ხაჟომია---------------სამტრედია---03.08.1996---182/86

11 გიგა კოხრეიძე-------------------პეგასი---16.12.1996---187/83

18 გაგა დემეტრაშვილი------------პეგასი---31.05.1996---187/85

გამთამაშებლები

15 ამირან აბჟანდაძე----------------პეგასი---06.01.1996---185/80

10 ვლადიმერ ბაძაღუა-------------პეგასი---30.12.1996---173/66

შუამარბები

14 თემურ ორჯონიკიძე--------------სტუ---07.02.1996---195/90

19 ალექსანდრე ცხვარაშვილი----პეგასი---06.11.1996---180/78

03 გივი გიორგაძე-------------------იმედი---21.01.1996---190/78

17 მიხეილ ნაზღაიძე---------------პეგასი---03.01.1998---182/69

გარემარბები

05 ირაკლი გოგოლაძე----------------სტუ---05.11.1996---177/75

08 გიორგი დოლმაზაშვილი---ყვარელი---22.02.1998---179/73

13 გიორგი დიხამინჯია-----------პეგასი---21.06.1997---178/70

მწვრთნელი ტიტე კალანდაძე---10.10.1972

ოფიციალური პირი ვახტანგ ბერიაშვილი---24.02.1953

ფოტოზე: 10. ბაძაღუა 5. გოგოლაძე 12. ცინცაძე 9. ხაჟომია 16. ნარსია 13. დიხამინჯია 8. დოლმაზაშვილი - 19 ცხვარაშვილი 17. ნაზღაიძე 18. დემეტრაშვილი 3. გიორგაძე 14. ორჯონიკიძე 11. კოხრეიძე 15. აბჟანდაძე, ტიტე კალანდაძე

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ზესტაფონი
25 თებერვალი
14:00 წყალტუბო - სპორტუნი
15:30 სამტრედია - იმედი სტუ
26 თებერვალი
14:00 სამტრედია - სპორტუნი
15:30 წყალტუბო - იმედი სტუ
 18 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0  

19-21 თებერვალი. სენაკი
19 თებერვალი
წყალტუბო 12-30 ფოთი
აჭარა 26-23 სამტრედია
20 თებერვალი
ფოთი 16-15 აჭარა
სამტრედია 33-11 წყალტუბო
21 თებერვალი
12:00 სამტრედია - ფოთი
13:30 წყალტუბო - აჭარა
 20 თებ.
      სხვ
  ყვარელი 10   9   0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10   9   0   1 299-258 18
  ფოთი 9   5   1   3 184-149 11
  სამტრედია 9   5   0   4 187-164
10
  აჭარა
9   3   1   5 193-182 7
  პეგასი 10   3   0   7 252-273 6
  მამული 10   3   0   7 219-267 6
  წყალტუბო 9   0   0   9 129-285 0

გოგონები 2004-05
გაგრძელდება 29 თებერვალს
15 თებერვალი. გლდანი
ქარიშხალა 34-23 თელავი
გორი 16-40 პეგასი
მამული 16-28 ყვარელი
გორი 26-23 ქარიშხალა
16 თებერვალი. სენაკი
BSG ბათუმი 29-13 აჭარა
წყალტუბო 14-29 სამტრედია
ტყიბული 31-12 აჭარა
BSG ბათუმი 16-21 ფოთი
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
გაგრძელდება 22-23 თებერვალს
 8 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
5   5   0   0   58-27 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  ფოთი 5   4   0   1   59-21 8  
  გორი 3   3   0   0   31-17 6  
  ზუგდიდი 4   3   0   1   22-12 6  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  თელავი
2   2   0   0   36-8 4  
  ქარიშხალა 4   2   0   2   43-33 4  
  BSG ბათუმი
5   2   0   3   30-34 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 4   0   1   3   11-47 1  
  მამული 3   0   0   3   9-27 0  
  53 სკოლა 3   0   0   3   6-28 0  

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 23 თებერვალს
 2 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 6 6 0 0 92-32 12
  სამტრედია
6 5 0 1 83-55 10
  ქარიშხალა 6 3 1 2 68-46 7
  პეგასი 6 3 0 3 51-61 6
  გორი 6 2 1 3 66-62 5
  ყვარელი 6 1 0 5 37-75 2
  ქუთაისი 6 0 0 6 20-86 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal